სეგოვიის ღირსშესანიშნაობები
სეგოვია ჯერ კიდევ რომაელებმა დაარსეს, ძვ. წ. 80 წელს, შემდეგ VIII-XI საუკუნეებში იგი მავრთა ხელში იყო, სანამ ქალაქი არ აიღო მეფემ ალფონსო IV და თავისი რეზიდენცია აქ გადმოიტანა. სეგოვიაში გახდა იზაბელა კათოლიკე კასტილიის დედოფალიც.
სეგოვიის ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალი:
- აკვედუკი - შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. ძველი რომაული აკვედუკი. მის შესახებ უკვე დავწერე.
- საკათედრო ტაძარი - XVI საუკუნის გოთიკური ტაძარი. შესვლა 3 ევრო. აუცილებლად უნდა ნახოთ.
- ალკაზარი - სეგოვიის ციხესიმაგრე. პირველად აშენებული XII საუკუნეში, მდებარეობს კლდეზე ორი მდინარის შესართავთან. საგრძნობლად იყო გადაკეთებული და დღევანდელი სახე შეიძინა XVI საუკუნეში. აქ იყო იზაბელა კათოლიკეს რეზიდენციაც და აქ აკურთხეს იგი კასტილიის მეფედ. ტურისტებისთვის ნებადართულია ხუან II-ს კოშკზე ასვლა (2 ევრო) და მუზეუმის დათვალიერება (4.5 ევრო). მუზეუმში წარმოდგენილია შუა საუკუნეების იარაღი, არტილერია და გოთიკური ტიპის სამეფო საცხოვრებელი. აუცილებლად ღირს სანახავად. ალკაზარის ეზოდან იშლება ქალაქის შესანიშნავი ხედები, ხოლო ალკაზარი გარედანაც ულამაზესია.
- ვერა კრუზის ეკლესია - თარიღდება XIII საუკუნით. აქ იყო ტამპლიერ რაინდთა რეზიდენცია, სანამ ორდენი არ აიკრძალა. ფასი 2 ევრო. რეკომენდირებულია მათთვის ვისაც ტამპლიერების ისტორია აინტერესებს ან არაჩოულებრივი არქიტექტურა იზიდავს, თან აქედან ალკაზარის შესანიშნავი ხედები იშლება.
დანარჩენი ღირსშესანიშნაობების სია აქ იხილეთ.
სეგოვიის სანახავად აუცილებელია ერთი სრული დღე. პრინციპში 2 დღეც რომ გაატაროთ იქ არ მოგწყინდებათ ძველი ქალაქის წვრილ ქუჩებში სეირნობა და პატარა ეკლესიების და მუზეუმების დათვალიერება.
Я решила продолжить посты о Испании на Грузинском, т.к. пологаю что по грузинский такой инфы мало.
Comments
Post a Comment