ესპანეთის საზღვაო მუზეუმი

ესპანეთის მდიდარ საზღვაო ისტორიას წარდგენა არ სჭირდება. თავის დროზე ესპანეთი იყო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, როდესაც კეთდებოდა აღმოჩენები. სწორედ ესპანეთიდან წავიდა კოლუმბი ამერიკის აღმოსაჩენად და ესპანელებმა აითვისეს ახალი კონტინენტის დიდი ნაწილი.

თუმცა ესპანურმა ნაოსნობამ ინგლისთან კონკურენციას ვერ გაუძლო მთელი რიგი მიზეზების გამო და დაკნინდა. პირველობა ბრიტანეთმა გადაიბარა.
მიუხედავად ამისა ყველას გირჩევთ მოინახულოტ მადრიდში საზღვაო მუზეუმი, მითუმეტეს მისი ნახვა უფასოა. მისი მისამართია Paseo del Prado, 5. დამატებითი ინფორმაცია ვებ გვერდზე: http://www.gomadrid.com/museums/naval-museum.html. მუზეუმში იხილავთ საზღვაო ისტორიას ანტიკური პერიოდიდან დღემდე. მუზეუმი არაა ტურისტული, ამიტომ ინფორმაცია სულ ესპანურადაა.

კოლუმბის სანტა მარიადან დაწყებული უამრავი გემის მაკეტია. თუმცა ცნობილი უძლეველი არმადის ხსენებაც კი ვერ ვნახე. არა და აქედან დაიწყო ესპანეთის ზღვაზე ბატონობის დაღმა სვლა. ამათაც უყვართ ისტორიის შელამაზება :)



კოლუმბის გემი.


ეს რაღაც ანტიკური გალერაა


არა მხოლოდ გემებია, იარაღიცაა...






ესპანეთი და შორეული აღმოსავლეთი. ფილიპინებზეც იყო ექსპონატები...






გემის ცხვირის ქანდაკება
კოლუმბი რა თქმა უნდა.

ზეცის გლობუსი

დედამიწის გლობუსზე საქართველო ადვილად ვიპოვე.
სურათები ოდნავადაც არ გადმოსცემენ იმდენ საინტერესო მასალაც რაც ამ მუზეუმშია. ამიტომ ძალიან გირჩევთ მოინახულოთ!

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия