ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და მისგან მომავალი საფრთხე
by Aleko Kvakhadze on Wednesday, January 2, 2013 at 6:10pm
საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აქტუალური გახდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საკითხი. წინასაარჩევნო პერიოდში თვალშისაცემი იყო სასულიერო პირთა არნახული პოლიტიზება, რამაც გარკვეულწილად განაპირობა არჩევნების შედეგები. წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია, წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა ეკლესიის, მისგან მომავალი საფრთხეებისა და მათი ნეიტრალიზაციის გზების შესახებ.
წინდაწინ გვსურს აღვნიშნოთ, რომ სტატიის ავტორს არ გააჩნია შესაბამისი განათლება და ჩვენ თავს ვიკავებთ თეოლოგიური საკითხების განხილვისგან. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე საკმაოდ ბევრი ჩვენზე კომპეტენტური პირი მუშაობს და იმუშავებს მანამ, ვიდრე იარსებებს რელიგია. ასევე გვსურს საგანგებოდ აღვნიშნოთ და დადებითად შევაფასოთ ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ღირსეული სასულიერო პირები, რომელნიც დღესაც მოღვაწეობენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში.
პრობლემის თავი და თავი რუსეთის ფედერაცია და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაა. ახალი რუსული საგარეო პოლიტიკის დოქტრინის ავტორი, ალექსანდრე დუგინი თავის ნაშრომებში მუდამ აღნიშნავს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის როლს რუსეთის საგარეო ექსპანსიის საკითხში. მისი აზრით, რუსეთი უნდა გახდეს დომინანტი სახელმწიფო მართლმადიდებლურ სამყაროში. იგი აგრეთვე იზიარებს მისი წინამორბედების (ვ. იკონიკოვი, ფილოფე ბერი და სხვები) მიერ შემუშავებულ „მესამე რომის“ თეორიას.
თავისმხრივ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ყველა ეპოქაში, მათ შორის კომუნისტური ათეიზმის პერიოდში წარმოადგენდა სახელმწიფო მანქანის დანამატს. მისი მეშვეობით, ხორციელდებოდა რუსეთის საგარეო ექსპანსია, რაც კარგად ჩანს XIX საუკუნის საქართველოში რუს ეგზარქოსთა მოქმედებაში. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია დღესაც განაგრძობს ასეთ პოლიტიკას, რისი თვალსაჩინო მაგალითიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი მტეცებლური მოღვაწეობაა.
რაც შეეხება საქართველოს არაოკუპირებულ რეგიონებს, ბუნებრივია რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას და მასთან ერთად რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინტერესები გააჩნიათ. იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ეკლესია საკმაოდ სენსიტიური საკითხია და ქართულ სპეცსამსახურებსა და ძალოვან უწყებებს არ ეძლევათ ქართული ეკლესიაში ფართომაშტაბიანი ოპერატიული საქმიანობის წარმოების საშუალება, იგი სასათბურე პირობებს ქმნის რუსეთის სპეცსამსახურებს ახალი ქსელების შექმნაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეწ „ზილების საქმეში“ ყინწვისის მონასტერიც ფიგურირებდა, თუმცა არცერთი სასულიერო პირი არ იქნა დასჯილი.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან შეიძლება გამოვყოთ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიში შემდეგი ტენდენციები:
ერთობლიობაში, ყველა ეს ფაქტორი მრევლის სახით წარმოშობს მძლავრ და ორგანიზებულ ანტისახელმწიფოებრივ სეგმენტს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სასულიერო პირთა დიდი ნაწილი სულაც არ ზრუნავს მრევლის რელიგიური განთლების ამაღლებაზე, არამედ ახდენს თავის სამწყსოში კონკრეტული ინფორმაციის კოდირებას, რაც აყალიბებს მრევლის ფსიქოტიპს.
უდავოა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების მოსვლაში ეკლესიამ ლომის წილი შეიტანა. თუმცა, დღევანდელ მთავრობას გააჩნია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის რეფორმირებისა და შესაბამისად მისი გაძლიერების უნიკალური შანსი. რეფორმირება არ გულისხმობს რაიმე სახის დოგმატურ ან სარიტუალო სახის ცვლილებას, არამედ იგი პირველ რიგში მოიაზრებს ეკლესიის და სახელმწიფოს არსებული ურთიერთობის გადახედვასა და ეკლესიის ფუნქციის შეცვლას. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი სუბიექტური ხედვა გაგვაჩნია:
ჯერჯერობით არც ეკლესიისგან და არც საქართველოს ხელისუფლებისგან არ არსებობს რაიმე ცვლილების ნება. თუმცა, ეკლესიის მესვეურებს უნდა ახსოვდეთ, რომ წლების მანძილზე ეკლესიის მაღალი რეიტინგი განაპირობა იმან, რომ ეკლესია ცდილობდა ქართულ საზოგადოებაში მედიატორის როლის თამაშს. ხელისუფლებისა და ეკლესიის სიმბიოზი კი ეკლესიას მედიატორის ფუნქციას ართმევს და იგი იქცევა პოლიტიკურ პროცესების ერთ-ერთ მხარედ. ყველაფერი ეს გამოიწვევს ეკლესიის ნდობის არნახულ ვარდნას და უარეს შემთხვევაში, მის მარგინალიზაციას, რაც არც თავად ეკლესიის და არც ქართული სახელმწიფოს ინტერესებში ნამდვილად არ შედის.
ორიგინალი

- იმ ფონზე, როცა რამდენიმე საუკუნეა, რაც ქართულ ენაზე არ შექმნილა სრულყოფილი თეოლოგიური ნაშრომი, დღევანდელი ქართველი სასულიერო პირებისა და მრევლის მთავარი საზრდოა რუსულ ენაზე შექმნილი სასულიერო ლიტერატურა, რომელიც გამსჭვალულია „მესამე რომისა“ და „ერთმორწმუნეობის“ თეორიებით.
- ქართველი სასულიერო პირების მხრიდან შეინიშნება ღია ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც გამოიხატება მრევლში ევროატლანტიკური კურსისა და დემოკრატიული ფასეულობების დემონიზაციაში. აგრეთვე, ცრუარგუმენტების მოხმობით ხდება სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციების (ID ბარათი, ინტერნეტი და სხვა) არამართლმადიდებლურად გამოცხადება.
- ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დიდი ხანია, რაც იქცა ქურდული ტრადიციების მატარებელთა ნავსაყუდლად. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას გადარჩენილმა შავი სამყაროს წარმომადგენლებმა სხვადასხვა ფორმით თავი შეაფარეს ქართულ ეკლესიას. „სავლედან პავლედ“ გარდასახვის პროცესში, ბევრი მათგანი სასულიერო პირიც კი გახდა, თუმცა ამავდროულად ეკლესიაში მოხდა კრიმინალური და ეწ „ბირჟის“ ფსიქოლოგიის იმპორტი, რაც განსხვავებული აზრის მიუღებლობასა და აგრესიაში გამოიხატება.
- ქართველი სასულიერო პირების და მათ მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების (მაგალითად მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი) რიტორიკაში შეინიშნება მკაფიოდ გამოხატული შოვინისტური და ქსენოფობიური რიტორიკა. აქამდე ჩვენ არაერთხელ გავხდით ანტიკათოლიკური, ანტისომხური და ანტიმუსლიმური გამოსვლების მომსწრენი. ყველა ეს პროცესი 2012 წლის შემდგომაზე სოფელ ნიგვზიანისა და წინწყაროს მოვლენებით დაგვირგვინდა.
- 2003 წლიდან სახელმწიფოს მხრიდან დაახლოებით 20-ჯერ გაზრდილი საპატრიარქოს დოტაცია ქართულ ეკლესიას დიდი თანხის არამიზნობრივი ათვისებისა და კორუფციის დიდი კერად აქცევს. ეკლესიისთვის გამოყოფილი დაახლოებით 25 მილიონი ლარი ვერ უზრუნველყოფს მის სახელმწიფოსადმი ლოიალურობას. სხვადასხვა ეპარქიებში თანხების არათანაბარი გადანაწილება, არაჯანსაღ კონკურენციას წარმოშობს.
ერთობლიობაში, ყველა ეს ფაქტორი მრევლის სახით წარმოშობს მძლავრ და ორგანიზებულ ანტისახელმწიფოებრივ სეგმენტს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სასულიერო პირთა დიდი ნაწილი სულაც არ ზრუნავს მრევლის რელიგიური განთლების ამაღლებაზე, არამედ ახდენს თავის სამწყსოში კონკრეტული ინფორმაციის კოდირებას, რაც აყალიბებს მრევლის ფსიქოტიპს.
უდავოა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების მოსვლაში ეკლესიამ ლომის წილი შეიტანა. თუმცა, დღევანდელ მთავრობას გააჩნია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის რეფორმირებისა და შესაბამისად მისი გაძლიერების უნიკალური შანსი. რეფორმირება არ გულისხმობს რაიმე სახის დოგმატურ ან სარიტუალო სახის ცვლილებას, არამედ იგი პირველ რიგში მოიაზრებს ეკლესიის და სახელმწიფოს არსებული ურთიერთობის გადახედვასა და ეკლესიის ფუნქციის შეცვლას. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი სუბიექტური ხედვა გაგვაჩნია:
- ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მკაცრად უნდა გაემიჯნოს ხელისუფლებასა და მოახდინოს პოლიტიკური პროცესებისგან სრული დისტანცირება.
- ქართული სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს ეკლესიისთვის გამოყოფილი დოტაციის ეტაპობრივი შემცირება, არსებული დოტაციის ისტორიული ძეგლის სტატისის მქონე ეკლესია-მონასტრების აღდგენა-რეაბილიტაციაში მოხმარება და ყველა ამ საქმიანობის მკაცრი ფინანსური კონტროლი. საბოლოო მიზანი, ეკლესიის თვითდაფინანსებაზე გადასვლა უნდა იყოს.
- რუსეთის სპეცსამსახურების ქსელების შექმნის პრევენციის მიზნით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მკაცრი კონტროლი საქართველოს ძალოვანი უწყებების მხრიდან.
- რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულის სრული ლუსტრაცია და ამ პროცესებთან მებრძოლი ქართველი სასულიერო პირების მოღვაწეობის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და მრგვალი თარიღების (მაგალითად იმერეთის საეკლესიო აჯანყება, რომელიც 1819-1820 წლებში რუსეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა) პომპეზური აღნივნა.
- სხვა კონფესიებთან ღია კონფრონტაცია შეიცვალოს მათთან კონსტრუქციულ თეოლოგიური დისკუსიით. სასურველია ამ ტიპის დისკუსიების პერმანენტული სახით ჩატარება და მასში მხოლოდ თეოლოგიური განათლების მქონე პირთა მონაწილეობა. აგრეთვე პრობლემის ბოლომდე აღმოსაფხვრელად, აუცილებელია მართლმადიდებლური ეკლესიის კუთვნილებაში აღმოჩენილი გარკვეული ტაძრების შესაბამის კონფესიების წარმომადგენელთათავის უკან გადაცემა.
- სასულიერო პირთა და თეოლოგთა შორის თეოლოგიური ცოდნის ამაღლების მიზნით, ახალგარზდა თაობის დასავლეთის სასულიერო სასწავლებლებში მივლინება. აგრეთვე, რუსული გავლენის ბოლომდე აღმოფხვრის მიზნით, ბერძნულ, ლათინურ, კოპტურ, ინგლისურ და სხვა ენებზე დაწერილი მნიშვნელოვანი თეოლოგიური ნაშრომების ქართულ ენაზე და მათი ფართო ტირაჟირება.
- რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისგან დისტანცირების მიზნით, სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების მსგავსად გრიგორიანულთან მიახლოებულ განახლებულ იულიანურ კალენდარზე გადასვლა.
ჯერჯერობით არც ეკლესიისგან და არც საქართველოს ხელისუფლებისგან არ არსებობს რაიმე ცვლილების ნება. თუმცა, ეკლესიის მესვეურებს უნდა ახსოვდეთ, რომ წლების მანძილზე ეკლესიის მაღალი რეიტინგი განაპირობა იმან, რომ ეკლესია ცდილობდა ქართულ საზოგადოებაში მედიატორის როლის თამაშს. ხელისუფლებისა და ეკლესიის სიმბიოზი კი ეკლესიას მედიატორის ფუნქციას ართმევს და იგი იქცევა პოლიტიკურ პროცესების ერთ-ერთ მხარედ. ყველაფერი ეს გამოიწვევს ეკლესიის ნდობის არნახულ ვარდნას და უარეს შემთხვევაში, მის მარგინალიზაციას, რაც არც თავად ეკლესიის და არც ქართული სახელმწიფოს ინტერესებში ნამდვილად არ შედის.
ორიგინალი
Comments
Post a Comment