BBC - ყველაზე საშიში გზები - საქართველო



კარგი ფილმია არა მხოლოდ იმიტომ რომ ფილმია კარგი გზებზე, არამედ 44 წუთზე გმირები სტალინის მუზეუმს ნახულობენ და ძალიან სწორი დასკვნა გამოაქვთ. ავტორი ამბობს რომ ის იმედგაცრუებულია. "როგორ გინდოდათ რომ ყველა დაგხმარებოდათ რუსეთთან კონფრონტაციაში როდესაც თქვენ არ გაქვთ გამბედაობა აღიაროთ სტალინის დანაშაულებანი" აი ეს დაწერა მან ვიზიტორთა წიგნში.
ამას ვდებ ბრალად არა მხოლოდ წინა მთავრობას - რომ არ გარდაქმნეს სტალინის მუზეუმი სტალინიზმის მუზეუმად, რომ საქართველოში არსად არაა რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი, არამედ მთელს საზოგადოებას, რომლის ვითომ პროტესტის გამო გორში ძეგლი ღამე ჩუმად მოხსნეს, რომლის გამო ხელი არ ახლეს მუზეუმს. ისიც სირცხვილია ეს ძეგლი რომ 2010 წელს მოაშორეს და არა უფრო ადრე. სანამ ასეთ კომპლექსებს არ მოვიშორებთ და დავძლევთ არაფერი არ უნდა გვეშველოს. სტალინიც გვინდა, ტრადიციული მუქთახორობაც, ევროპულუ ფასეულობებიც და ახლა რუსული ბაზარი და ნატაშები.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия