ბარი სევილიაში

ეს სურათი ნამდვილად იმსახურებდა ცალკე პოსტს.
სასტუმროდან გამოვედი და ძველ ქალაქში შევედი. მიზანი ნომერი 1 - საუზმე. ტიპიური, ესპანური, გემრიელი საუზმე. პირველი ბარი რომელიც მომეწონა ეს იყო. შინაურული, თბილი, მყუდრო.
ხედავთ ბარზე როგორ დევს ფინჯანები და გაზეთები? დილაა, მთელი უბანი აქ შემოდის საუზმეზე თუ არა, ყავაზე მაინც, სწრაფი მომსახურებაა საჭირო, და კლიენტი ისე როგორ წავა Correo de Sevilla-ს ფურცლებს თუ არ შეეხო და სათაურებს არ გადაავლო თვალი?
ბარმენთან ახალი ჭორების გაცვლაც მიდის... მენიუ დაფებზე წერია ცარცით, ხამონი, ყველები, საკმაოდ მარტივი ასორტიმენტი.
შევუკვეთე ტრადიციული რძიანი ყავა და ბუტერბროდი ხამონით და ტომატით.
ვიწრო სივრცის მიუხედავად კომფორტული ატმოსფერო იყო... სანამ საუზმეს გეახლებოდით სხვადასხვა ხალხი შემოვიდა, ყავა დალია და გავიდა.
საღამოთიც აქ ვივახშმე, ხამონი, ყველი, ტოსტები, რაზეც მეყო ესპანური, ჭიქა ლა რიოხა.
ბოლოს შეძლებისდაგვარად გავიცანი ბარმენებიც და ურთიერთობა იქამდე მივიდა რომ გუგლ მეფზე საქართველოს ვანახებდი, რომ ამეხსნა რომელი ხეორხიიდან ვარ და რომ ქართველები მუსლიმები არ ვართ :) უფრო შოკისმომღვრელი იყო რომ მე მათი ერთმორწმუნე გამოვდექი :) მოკლედ სევილიის ერთ ბარში საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაცია შევიტანე.
კარგია ასეთი ბარები.... ამის კულტურა ჩვენში სამწუხაროდ არაა...

Comments

  1. რა კარგად გამოიყურება ტოსტი ^^

    ReplyDelete
  2. არა მხოლოდ გამოიყურება :) ხამონი იბერიკო, ყველი არ ვიცი რა, "მაგარი" ჯიშის რარაც, და პური გახუხულია, ზედ ზეითუნის ზეთია მოსხმული... 

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия