ბაპტისტები და "გარყვნილი" ამერიკელები

ამის დაწერა მაიზულა რელიგიურ უმცირესობებზე გახშირებულმა შეტევამ. თან "მამაოების" გამუდმებულმა აპელირებამ გახრწნილ და წაბილწურ დასავლეთზე. მოვყვები ჩემი პრაქტიკიდან ერთ შემთხვევას.
2 წლის წინ მყავდა ამერიკული სტუდენტური ჯგუფი. 20-მდე სტუდენტი, 2 პროფესორით. წესით და რიგით ეს ჯოჯოხეთური სამუშაო უნდა ყოფილიყო. არც კი მინდა წარმოვიდგინო 20 ქართველი სტუდენტი ექსკურსიაზე. რუსზე და უკრაინელზე საუბარი არ მაქვს. ეს პატიოსანი ხალხი სმით გასკდებოდა...
ჩემს ჯგუფში კი 20 ამერიკელი სტუდენტი იყო, რომელიღაც ბაპტისტური უნივერსიტეტიდან. აქ ისინი ჩვენმა ბაპტისტურმა ეკლესიამ მოიწვია. ასე რომ საერთო ჯავში ექსკურსიაზე იყვნენ 20-მდე სტუდენტი, 2 პროფესორი ამერიკიდან და 2 აქაური ბაპტისტი სასულიერო პირი. ექსკურსია იყო მცხეთა - გორი - უფლისციხე.
რამ განმაცვციფრა ამ გარყვნილ ამერიკელ ბაპტისტებში.
1. არ სვავდნენ. საერთოდ.
2. არ ხმაურობდნენ. საერთოდ. ასეთი კარგად აღზრდილი ახალგაზრდობა პირველად ვნახე. მარლთმადიდებელი მოძმეები იყაყანებდნენ, გამოთვრებოდნენ, ესენი არა.
3. არაფერს ისე არ იზამდნენ ჩემთვის რომ არ ეკითხათ ნებართვა.
4. რამეს თუ ვეხმარებოდი, მიდიოდნენ პროფესორებდთან და მაქებდნენ. ისე რომ ბოლოს პროფესორებმა ისე მაქეს დამქირავებელ კომპანიაში, რომ იქიდან გაკვირვებულებმა დამირეკეს, ეს რა ქენიო.
მოკლედ ასეთი გარყვნილი და წარწყმედილი ხალხი ცხოვრებაში არ მინახავს. იმას ვინატრებდი ჩვენი ახალგაზრდობა იყოს ასე აღზრდილი და უცხოეთში ასეთ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდეს.
ასე რომ სტერეოტიპები რეალობისგან ძალიან, ძალიან შორსაა.

Comments

  1. ის, რომ ქართველები ყველას ვჯობივართ, ზრდილობით, განათლებით, ვაჟკაცობით, ტრადიციებით, რომ ღვთისმშობლის წილნაყარი ქვეყანა ვართ, და საერთოდ ყველაზე მაგარი ერი ვართ მთელს მსოფლიოში, ანუ რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ არ იცოდი? :) არა და რამდენს სჯერა, რომ ეს მართლა ასეა.

    ReplyDelete
  2. და საერთოდ, ზოგადად არა შემწყნარებლები ვართ ყველაფერი განსხვავებულის მიმართ: იქნება ეს რელიგია, ეროვნება (ნუ ევროპა გვიყვარს კი), რასა, სექსუალური ორიენტეცია, ზოგადად აზროვნება. ეს მამაოები კიდევ, იმის მაგივრად რომ გაანათლონ ხალხი, ამ ისედაც სიბნელეს კიდევ უფრო აღრმავებენ, ასე ვთქვათ ცეცხლში ნავთს ასხამენ.

    ReplyDelete
  3. კი კაცო.. მარა ეს ბოლო დროა ტვინს ბურღავენ მამაოები და ეს დიდი მართლმადიდებელი "მამულიშვილები" იმაზე რომ არამართლმადიდებლური სამყარო როგორი გარყვნილია და გაფიჭებული. აგერ დასავლეთში ქორწინებების 50% გაყრით მთავრდებაო და რამე. ანტიდასავლური პროპაგანდა ჩაირთო და მაგიტომ დავწერე. რუსი ნატაშები და არაყი გარყვნილება კი არაა თურმე.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия