მაია ორჯონიკიძე წითელ ინწელიგენციაზე
როგორც ჩანს, მე ბოლომდე კიდევ არ მქონდა გაცნობიერებული-თუ რამხელა უფსკრულია ჩვენებურ ე.წ. ინწილიგენციის მენტალობასა და სახელმწიფოებრივ ცნობიერებას შორის. ახლა, როცა ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა-ბევრად უფრო მძაფრად ვიგრძენი-რამხელა ზიზღი აქვს ზემოთნხსენებ "კლასს" სიღრმისეული ეროვნული ცნობიერებისადმი. "სიღრმისეული" იმიტომ ვახსენე, რომ არსებობს პლაკატური ეთნიკურობა, რომლის ასე მოტრფიალე სწორედ ეს ფენაა-დიდჯიქნიანი ყურძნის ფოთლიანი "ქართველი ქალები", ყანწები,ქვევრები, ღვინო-დუდუკი და კეპკიანი (ან ჩოხა-ახალუხიანი) "ქართველები".
მათი გულისაჩუყება საკუთარი სევდიანი ისტორიისადმი-ისე,რომ ზარმაც გონებას მსუბუქი ნოსტალგია მოჰგვაროს და საღათას ძილით მძინარე ღირსებას კი არაფრით შეეხოს.
ეს ფიქრები ერთადერთმა კადრმა ამიშალა-ერთი საათის წინ იური ბაშმეტის კონცერტის დასასრულს კონსერვატორიიდან გამოსული მსახიობი ჟანრი ლოლაშვილის ზიზღნარევმა გამოხედვამ და რეპლიკამ "ოკუპანტები არა ისა კიდე" იმ ახალგაზრდობისადმი, რომელიც იქვე, ქუჩაში მდგომი საქართველოს ნეო-შაჰ-აბასის მეგობრის-იური ბაშმეტის კონცერტს აპროტესტებდა.
მსახიობ ლოლაშვილის აგდებულ,ზიზღნარევ მიმიკაში კოლექტიური კოლაბორაციონისტი გაიფურჩქნა-უპრინციპო, უთავმოყვარეო და საკუთარი ქვეყნის აბუჩად ამგდები. ჯავახარლალ ნერუს ფრთიანი ფრაზა გულისრევამდე აქტუალურია თანამედროვე საქართველოში.
Comments
Post a Comment