ინდოეთის არქივები - Archivo General de Indias
შენობა აშენდა 1572 წელს, როგორც "ბიზნესცენტრი". ვინაიდან სევილიაში აქტიური საქმიანი ცხოვრება იყო, აუცილებელი იყო ადგილი, სადაც ვაჭრები შეძლებდნენ გარიგებების დადებას. შენობა წარმოადგენს აღორძინების ხანის არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს.
არქივი დაარსდა 1785 წელს კარლოს მესამის ბრძანებით, რათა მთელი დოკუმენტაცია ამერიკის შესახებ, რაც კი მიმოფანტული იყო ესპანეთის ქალაქებში, შეკრებილიყო ერთ ადგილას. ახლა არქივი შეიცავს 43 000 დოკუმენტს, 80 მილიონ გვერდს, რასაც სჭირდება 8 კილომეტრი თარო.
არქივის კოლექცია უმნიშვნელოვანესია ამერიკის და ფილიპინების ისტორიის შესასწავლად.
არქივი წარმოადგენს იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლს და მდებარეობს ზუსტად საკათედრო ტაძრის უკან. შესვლა უფასოა. ძალიან გირჩევთ ნახოთ. ძალიან საინტერესო ექსპოზიციაა, რუქები, სურათები, უნიკალური დოკუმენტები...
ოფიციალური ვებგვერდი
ფოტოები საიტიდან - http://www.spainisculture.com/en/archivo-biblioteca/sevilla/archivo_general_de_indias.html
Comments
Post a Comment