სირცხვილი კონსერვატორიაში


ბაშმეტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რუსეთის მოქალაქეა და არაა ვალდებული არც რაიმე სიმართლისთვის იბრძოდეს არც ვინმეს ინტერესებს იცავდეს. ან რუსი ხელოვანი რატომ უნდა იყოს ქართველზე ნაკლებად ადვილად ყიდვადი? არაფერი არ მაქვს მის საწინააღმდეგოდ სათქმელი.

გუშინ ვაპროტესტებდი კონსერვატორიასთან ქართველების უღირს და სამარცხვინო საქციელს.

ხელისუფლებამ დაიკიდა კანონი ოკუპაციის შესახებ. ბაშმეტი არავის წინაშე არ მალავდა ვიზიტებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. კანონით ეს 3-5 წლამდე ისჯება, ან შესაბამისი ჯარიმით. მაგრამ ხელისუფლებამ კანონი უგულველყო.

სამარცხვინო და გულის ამრევია ჩვენი "ელიტარული" საზოგადოება, გუშინ კონსერვატორიაში ვინც იყვნენ. "სვეცკი ქალები" ისე რეაგირებდნენ იმ ცნობილი წერილის ციტატებზე, გეგონება უწმაწურობას ვამბობდი.

".. региональная война, развязанная марионеточным режимом Михаила Саакашвили против населения Южной Осетии, есть ничто иное, как начало необъявленной войны, которую США и их европейские союзники развязали против России руками братского грузинского народа".
"войска Грузии подвергли страшным пыткам и издевательствам детей, женщин, стариков, уничтожили около двух тысяч мирных жителей".
" значительная часть грузин, сама того не сознавая, служит орудием в руках новой "Империи Зла" - то есть ведущих "коварную политику" и стремящихся к глобальному доминированию США"

რომ ვკითხე მოგიხადათ თქო 2000 მოკლულ ოსზე ბოდიში, ბოდავდნენ ხელოვნებისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე და იმაზე თუ რა დიდი მუსიკოსია ბაშმეტი. "რუსეთი ოკუპანტია" ესეც მათში იგივე რეაქციას იწვევდა რაც ბანალური გინება, ეს რაფინირებული ქალოჩკები ძალიან მაღლა დგანან ასეთი რამეები რომ იცოდნენ... მოკლედ მართლა ჩასარეცხები...

იმბიცილი ელიტა გვყავს ნამდვილად. კონცერტებზე დადიან და სიტყვებზე "რუსეთი ოკუპანტი" გარბიან.





Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия