სადილი სევილიაში
როგორც მოგახსენეთ სადილის შეკვეთა პრობლემურია ესპანურის ცოდნის გარეშე. სევილიის ცენტრში კაფეების და რესტორნების ფართო არჩევანია. ზოგი ტიპიური ტურისტული ადგილია, სადაც 2 კინკილა ადამიანი იჯდა, თან საეჭვოდ ჩრდილო-ევროპული გარეგნობის. ასეთ ადგილას არ მინდოდა. როგორც ყველა პატიოსან ტურისტს, ასეთი დაძაბული დილის შემდეგ კარგი ტიპიურ ანდალუსიური სადილი მინდოდა. შევედი იქ სადაც მეტი ხალხი იყო, სულ ადგილობრივები, გარეგნობით ჰგავდნენ გარშემო ოფისების თანამშრომლებს, რომლებიმაც სადილის შესვენებაზე გამოაღწიეს. კაფეში არ იყო მენიუები, ყველაფერი შავ დაფებზე ცარცით ეწერა. ბარმენებმა რა თქმა უნდა ინგლისურად სიტყვა არ იციან.
Comments
Post a Comment