სევილია
უკვე ღამის 11 საათი იყო სევილიაში რომ ჩამოვედი. სევილია ესპანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქია. იგი ავტონომიური რეგიონის - ანდალუსიის დედაქალაქია, და ჩემი აზრით მსოფლიოს ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქი.
ავტოსადგურიდან სასტუმრომდე ტაქსით წავედი, რადგან გვიან იყო და ტრანსპორტის ნიშანწყალი არ ეტყობოდა ქუჩას. ტაქსების სადგონზეც კულტურული შოკი მივიღე. აქ არ იდგნენ ორდიპლომიანები და არ ყვიროდნენ "ტაქსი გინდა" და ათას უბედურებას. არავითარი ბალაგანი რაც ჩვენს სადგურებზეა. კულტურულად იდგა სადგურის წინ ტაქსების გრძელი რიგი. გამოსული მგზავრი ჯდებოდა პირველ ტაქსში და მიდიოდა. წასული ტაქსის ადგილს მომდევნო იკავებდა. და ასე.. ყოველგვარი ყვირილის გარეშე. ვაჭრობაც მგონი არ მოსულა. მრიცხველი აქვს ყველას.
სასტუმრო "ხირალდა კატალონია" მეგობრებმა წინასწარ დამიჯავშნეს. უსეზონობაზე, დეკემბერში 4* სასტუმროში 45 ევროდ დავსახლდი :) მდებარეობაც იდეალურია - ძველი ქალაქის კიდეზე... ტაქსისტი მოსაუბრე შემხვდა, მაგრამ ჩემი ესპანურის მარაგი მალე გამოილია და ნაწყენი დამრჩა :) რადგან აშკარად მეტს ვსაუბრობდი ესპანურად ვიდრე მესმოდა. სასტუმროში შესახლების შემდეგ ავედი ნომერში და ასეთი ხედი ვნახე....

Comments
Post a Comment