უკანასკნელი საათები გრანადაში
ტურისტული სავალდებულო მინიმუმის შესრულების შემდეგ, ისევ ალბაისინში ავედი, თან ამინდი მზიანი იყო და წმ. ნიკოლოზის გადასახედიდან ხედებიც გუშინდელზე უკეთესი უნდა ყოფილიყო. ციოდა... სევილიის ავტობუსი საღამოს 9 საათზე გადიოდა, მანამდე კი დრო უნდა მომეკლა. ესეც ხედი სან ნიკოლასიდან.. დღეს აქ ტურისტებიც მეტნი იყვნენ... ზოგი ჩრდილო ევროპიდან, ზოგი აღმოსავლეთ აზიიდან... მე ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე არ გამოვირჩევი ესპანელებისგან, და ალბათ სხვა ქალაქედან ჩამოსულს მამსგავსებდნენ.
ანდალუსიური პატიოები... მილიონერი რომ ვიყო ასეთ სახლში ვიცხოვრებდი
არაბული ანტურაჟი ფორევარ :)
ისევ წმ. ნიკოლასიდან ხედები... ხენერალიფე და უკან სიერა ნევადას თეთრი მთები ჩანდა...
საიდუმლოს გაგიმხელთ და სააკაშვილი მგონი აქედან იღებდა შთაგონებას...გრანადიდან 1.5 საათის სავალშია ზღვაც და სიერა ნევადას სათხილამურო კურორტიც. არაფერს არ გაგონებთ?
წმ. ნიკოლასის სამრეკლოზეც ავღოღდი
კარგად დავიმახსოვრო ეს ხედი, სანამ ჩამავალმა მზემ შთანთქა იგი, მე კი სევილიისკენ გავემგზავრე...
ზემოთ ტურისტებით შეფენილი გადმოსახედი, წმ. ნიკოლასის სამრეკლო, მე კი დავჯექი ამ კაფეში და მიუხედავად სიცივისა ტინტო დე ვერანოს ვწრუპავდი.
აქაურობა სიბნელეში დავტოვე. დღო იყო ავტოსადგურზე წავსულიყავი, ვახშმადაც იქ ვნახავდი რამე ბოკადიოს :) ესეც კატები როგორ უყვართ :)
ამით დასრულდა გრანადა. სასტუმროში ავიღე ბარგი და 33 ავტობუსმა მიმიყვანა ესტასიონ დეს აუტობუსეს-მდე :) ბილეთები როგორც ვთქვი წინასწარ მქონდა ნაყიდი. წავიხემსე კაფეტერიაში, და დანიშნულ დროზე ვიყავი გამოცხადებულ ბაქანზე... საიდანაც ნახევრად ცარიელმა ალსას ავტობუსმა გამაქანა სევილიისკენ...
სევილიაში უკვე ღამის 11-ზე ჩავედი...

Comments
Post a Comment