ქრისტეფორე კოლუმბის საფლავი სევილიაში
კათოლიკე მონარქების კულტუს გარდა, სევილიაში ქრისტეფორე კოლუმბის კულტუცაა, რაც ბუნებრივია. კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა, დაუმკვიდრა ესპანეთს ბატონობა ახალ სამყაროში, რის ხარჯზეც ესპანეთი არნახულად გამდიდრდა.
როგორც ვიცით, კოლუმბი სევილიაში გარდაიცვალა, გაღატაკებული და მივიწყებული. თუმცა სიკვდილის მერეც ბევრი იმოგზაურა, სანამ სევილიის საკათედრო ტაძარში მიიღებდა უკანასკნელ განსასვენებელს.
ჯერ იგი სევილიაში დაკრძალეს. შემდეგ გადაასვენეს ჰაიტიზე, შემდეგ კუბაზე, შემდეგ ისევ სანტო-დომინგოში და ბოლოს დააბრუნეს სევილიაში. მისი ნეშთის იდენტურობის დასადგენად ექსპერტიზაც გახდა საჭირო.
საფლავზე გამოსახულია ესპანეთის 4 სამეფო - არაგონის, კასტილიის, ლეონის და ნავარის. მათ უჭირავთ კოლუმბის კუბო.
Comments
Post a Comment