Posts

Showing posts from March, 2013

ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. მიხეილ თამარაშვილი. თავი 2

<< თავი I თავი I I ქართველი კათოლიკენი XIV საუკუნეში XIV საუკუნის დასაწყისში ბედმან ხელმეორედ დაუბრუნა საქართველოს გავლილი დიდება. მეფემან გიორგი მეხუთე ბრწყინვალემ, რომელმაც განდევნა ყოველი მტერი გვარისა, შემოიერთა კავკასიის სხვა და სხვა ნაწილი და საქართველოს დიდებულ სკიპტრას ქვეშ შემოიკრიბა ყოველი ერი ნიკოფსიით დაწყებული ვიდრე დარუბანდამდე. ევროპაც თვალყურს ადევნებდა საქართველოს და მისი აღორძინება შეუმჩნეველად არ დარჩენია. რომის პაპებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ჩვენს ქვეყანას კლემენტო მეხუთემ, 1307 წ. ბლომათ გამოგზავნა საქართველოში ფრანჩისკიანებისა და დომინიკიანების წესის მონაზონები, რომელნიც ცდილობდენ მთელი საქართველო რომის ეკკლესიისათვის შემოერთებინათ. გიორგი მეფის ძლევამოსილებამ და მისმა დიდებამ უფრო განსაკუთრებითი ყურადღეება მიიქცია პაპის იოვანე XXII. ამან, 1318 წ. ბლომათ გამოგზავნა ხსენებულ ორთავ წესის მონაზონები, რომლებიც დაუცხრომელად ავრცელებდენ კათოლიკობას საქართველოში, იმ ზომამდე, რომ გაკათოლიკებული ქართველები იმ მონაზონების წესის ძმებადაც კი ხდებოდენ...

სევილია, მდინარე გვადალკვივირი

Image
სევილიაში მოედინება ანდალუსიის ერთ-ერთი მთავარი მდინარე - გვადალკვივირი. ადრე იგი უფრო წყალუხვი იყო, და ამერიკიდან მოსული გემები პირდაპირ მდინარით მოდიოდნენ სევილიამდე, მერე მდინარის დონემ რატომღაც იკლო, და სევილიამ საპორტო ქალაქის მნიშვნელობა დაკარგა, გემები კადისში ჩერდებოდნენ. ასეთია გვადალკვივირი დღეს... უფრო სწორედ დეკემბერში

ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. მიხეილ თამარაშვილი. თავი 1

<<წინასიტყვაობა თავი I ქართველი კათოლიკენი XIII საუკუნეში სანამ ქართველ კათოლიკეთა შესახებ საბუთებს მოვიყვანდეთ, საჭიროდ ვრაცხთ, რამდენადაც კი შეიძლება, გამოვარკვიოთ შემდეგი კითხვა: საქართველოს ეკლესია რომის ეკლესიას იმავე დროს, ესე იგი 1054 წ. გაეყარა, როდესაც ბერძნისა და ლათინის ეკლესიანი ერთმანერთს დაშორდენ, თუ არა? ამ საგნის შესახებ ჩვენის ეჭვის აღძვრის მიზეზი ერთი მხრივ ის არის, რომ საქართველოს ეკლესია კაი ხნიდგან გათავისუფლებული იყო ანტიოქიისა და კოსტანტინეპოლის პატრიარქების მიმართ დამოკიდებულებისაგან და შეადგენდა ავტოკეფალ თავისთავად, დამოუკიდებელ ეკლესიას; მეორე მხრივ ისა, რომ იმ განცალკევების უმთავრესი მიზეზი იყო სხვა და სხვა საეკლესიო წესები და პირადი უთანახმობა პაპისა და მიქელ კერულერ პატრიარქის შუა და არა დოგმატიური კითხვები. ამიტომ ჩვენ ვერა ვხედავთ საკმაო მიზეზს, რომ უეჭველად და მიუცილებლად ერთსა და იმავე დროს საქართველოს ეკლესიაც გაშორებოდეს რომის ეკლესიას. ამის შესახებ საქართველოს ისტორია ცხადათ არაფერს მოგვითხრობს. არც ევროპის ისტორიაში მოიპოება ა...

Тур "Загадочная Грузия"

Image
Новый эксклюзивный туристический пакет для тех, кто прилетает в   Кутаиси!   Длительность тура - 7-8 дней, зависит от времени прилета. Тур включает в себя - Кутаиси, и его окрестности - пещеры Прометея, городище Вани - в котором происходили события описанные в мифе о аргонавтах и монастырь Гелати, где покоится самый великий монарх Грузии - Давид Строитель. Знаменитый курорт   Боржоми , Ахалцихе с его великолепной крепостью Рабати, живая легенда - село   Саро , и конечно же монастырский комплекс   Вардзия .  Конечно тур не обходит и столицу Грузии -   Тбилиси . А возвращаясь в Кутаиси посмотрите древнюю столицу Грузии -   Мцхета   и античный город   Уплисцихе ! Смотрите и заказываете - откройте для себя загадочную Грузию !

ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. მიხეილ თამარაშვილი. წინასიტყვაობა

წინასიტყვაობა კარგა ხანია ჩვენში აღიძრა კითხვა ქართველ კათოლიკეთა შესახებ. მაგრამ, ამ კითხვის გამოსარკვევად, საჭირო საბუთების უქონლობის გამო, ზოგიერთმა ქართველი კათოლიკების არსებობა უარყო. ასეთმა უსაფუძვლო მსჯელობამ ბევრი გააკვირვა, რადგან ისტორიულ ფაქტებს ცხადათ ეწინააღმდეგებოდა. ამ კითხვის კარგად გამოსარკვევად და ჭეშმარიტების აღსადგენად, საჭირო გახდა დანამდვილებით შეგვეტყო, როდის დაიწყო კათოლიკე სარწმუნოებამ გავრცელება საქართველოში, რა პირობით მოღვაწეობდენ კათოლიკე მოძღვრები, რავდენათ ნაყოფიერი იყო მათი მოღვაწეობა ქართველებში და სხ.

გზა სანაპიროსკენ

Image
 სადილის მერე დღის პირველი ნახევარი, რომელიც ისედაც ზეგადატვირთული იყო - საკათედრო ტაძარი, ალკაზარი, ინდოეთის არქივები... მეორე ნახევარში გადავწყვიტე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი მენახა - კორიდის არენა. ამის გარეშე ანდალუსიის კულტურის გაცნობა არ იქნებოდა სრულყოფილი.გზად კი რამდენიმე საინტერესო შენობა ვნახე...

Дата проведения фестиваля молодого вина известна

Image
Четвертый фестиваль молодого вина пройдёт в Тбилиси 11 мая. В прошлом году фестиваль посетили более 15 000 гостей.  «Винный клуб» заявляет что в этом году будут представлено больше семейных погребов. Организатор – «Винный клуб» Мы организуем поездку на фестиваль для гостей которые будут в Тбилиси в это время. Оригинал записи - highlander.ge

სადილი სევილიაში

Image
როგორც მოგახსენეთ სადილის შეკვეთა პრობლემურია ესპანურის ცოდნის გარეშე. სევილიის ცენტრში კაფეების და რესტორნების ფართო არჩევანია. ზოგი ტიპიური ტურისტული ადგილია, სადაც 2 კინკილა ადამიანი იჯდა, თან საეჭვოდ ჩრდილო-ევროპული გარეგნობის. ასეთ ადგილას არ მინდოდა. როგორც ყველა პატიოსან ტურისტს, ასეთი დაძაბული დილის შემდეგ კარგი ტიპიურ ანდალუსიური სადილი მინდოდა. შევედი იქ სადაც მეტი ხალხი იყო, სულ ადგილობრივები, გარეგნობით ჰგავდნენ გარშემო ოფისების თანამშრომლებს, რომლებიმაც სადილის შესვენებაზე გამოაღწიეს. კაფეში არ იყო მენიუები, ყველაფერი შავ დაფებზე ცარცით ეწერა. ბარმენებმა რა თქმა უნდა ინგლისურად სიტყვა არ იციან. შევუკვეთე სალმორეხო - გემრიელი ცივი სუპი, და ყველების ასორტი... მეტზე ვერ გავქაჩე ესპანურად, თან სალმორეხოს გრანადაში უშედეგოდ ვეძებდი, აქ კი ვიპოვე. ამ ყველაფერს ღვინოც მივაყოლე. ერთადერთი რაც არ მომეწონა სევილიაში - ტაპასი არ მომიტანეს... ისე კი ენის და სამზარეულოს ცოდნის გარეშე ძალიან ძნელია საჭმლის შეკვეთა. კაფე მომეწონა ისე რომ მეორე დღესაც აქ ვისადილე.

ინდოეთის არქივები - Archivo General de Indias

Image
დასახელების მიუხედავად მას ინდოეთთან საერთო არაფერი აქვს. ამ არქივში ინახება ინფორმაცია ამერიკაში ჩატარებულ ექპედიციებზე. შენობა აშენდა 1572 წელს, როგორც "ბიზნესცენტრი". ვინაიდან სევილიაში აქტიური საქმიანი ცხოვრება იყო, აუცილებელი იყო ადგილი, სადაც ვაჭრები შეძლებდნენ გარიგებების დადებას. შენობა წარმოადგენს აღორძინების ხანის არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს. არქივი დაარსდა 1785 წელს კარლოს მესამის ბრძანებით, რათა მთელი დოკუმენტაცია ამერიკის შესახებ, რაც კი მიმოფანტული იყო ესპანეთის ქალაქებში, შეკრებილიყო ერთ ადგილას. ახლა არქივი შეიცავს 43 000 დოკუმენტს, 80 მილიონ გვერდს, რასაც სჭირდება 8 კილომეტრი თარო. არქივის კოლექცია უმნიშვნელოვანესია ამერიკის და ფილიპინების ისტორიის შესასწავლად. არქივი წარმოადგენს იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლს და მდებარეობს ზუსტად საკათედრო ტაძრის უკან. შესვლა უფასოა. ძალიან გირჩევთ ნახოთ. ძალიან საინტერესო ექსპოზიციაა, რუქები, სურათები, უნიკალური დოკუმენტები... ოფიციალური ვებგვერდი

Находка

Image
Этого красивого медвеженка нашли вчера, случайно, на окраине города. Сперва его сдали в патруль, а полиция передала его зоопарку. К сожалению наш зоопарк настолько далек от идеального, что мишку жалко.. Такой вот он сладенький По ссылке посмотрите на видео. Малышу всего 2-3 месяцев. http://news.ge/ge/news/story/50017-tbilisis-zooparkshi-patrulma-quchashi-napovni-beli-miiyvana

ალკაზარიდან ინდოეთის არქივებამდე...

Image
 ალკაზარიდან გამოსასვლელი, ხედი ხირალდაზე

Люмпены против индустриализации

В пылу глупых политических дискуссий общественность проглядела, что в Грузии закрываются или стоят на грани банкротства крупные предприятия. Закрываются заводы, производящие реальную продукцию, которую можно купить в магазине, потрогать руками. Люмпены против индустриализации

1001 ღამის მერე გოთიკა...

Image
 ეკლექტიკა ვინმეს თუ გაინტერესებთ, მობრძანდით სევილიის ალკაზარში და სულ რაღაც 8.5 ევროდ იხილავთ ყველანაერ არქიტექტურას! ეს ბოლო პოსტია ალკაზარზე. კიდევ თუ მომიწია სევილიაში მოხვედრა, ალკაზარს კიდევ ვნახავდი!!!

ალკაზარის ბაღები - ნაწილი 2

Image

ალკაზარის ბაღები - ნაწილი 1

Image
 ყველა დიდი შეცდომა რაც დავუშვი - შესასვლელშივე არ ვითხოვე სქემა. ამიტომ დავდიოდი დაბნეული. 1001 ღამიდან უცებ თავი ედემის ბაღში ამოვყავი... ნუ დეკემბრის ბაღების სიმშვენეზე რა გითხრათ, მაგრამ იმის ფანტაზია კი მაქვს ეს ბაღები ზაფხულში წარმოვიდგინო...

Боржоми в XIX веке

Image
 Боржоми 1887 год - Поместье великого князя построенное в 1875 году.

1001 ღამე ალკაზარში... გაგრძელება

Image

1001 ღამე - ალკაზარი, სევილია

Image
 1001 ღამის გაგრძელება. როგორც ხედავთ აქაურობის მშვენება არ ჩამოუვარდება ალამბრას.

ალკაზარი სევილიაში - 1001 ღამე

Image
 ესეც უკვე მავრიტანული ნაწილი და 1001 ღამე.

ბაპტისტები და "გარყვნილი" ამერიკელები

Image
ამის დაწერა მაიზულა რელიგიურ უმცირესობებზე გახშირებულმა შეტევამ. თან "მამაოების" გამუდმებულმა აპელირებამ გახრწნილ და წაბილწურ დასავლეთზე. მოვყვები ჩემი პრაქტიკიდან ერთ შემთხვევას. 2 წლის წინ მყავდა ამერიკული სტუდენტური ჯგუფი. 20-მდე სტუდენტი, 2 პროფესორით. წესით და რიგით ეს ჯოჯოხეთური სამუშაო უნდა ყოფილიყო. არც კი მინდა წარმოვიდგინო 20 ქართველი სტუდენტი ექსკურსიაზე. რუსზე და უკრაინელზე საუბარი არ მაქვს. ეს პატიოსანი ხალხი სმით გასკდებოდა... ჩემს ჯგუფში კი 20 ამერიკელი სტუდენტი იყო, რომელიღაც ბაპტისტური უნივერსიტეტიდან. აქ ისინი ჩვენმა ბაპტისტურმა ეკლესიამ მოიწვია. ასე რომ საერთო ჯავში ექსკურსიაზე იყვნენ 20-მდე სტუდენტი, 2 პროფესორი ამერიკიდან და 2 აქაური ბაპტისტი სასულიერო პირი. ექსკურსია იყო მცხეთა - გორი - უფლისციხე. რამ განმაცვციფრა ამ გარყვნილ ამერიკელ ბაპტისტებში. 1. არ სვავდნენ. საერთოდ. 2. არ ხმაურობდნენ. საერთოდ. ასეთი კარგად აღზრდილი ახალგაზრდობა პირველად ვნახე. მარლთმადიდებელი მოძმეები იყაყანებდნენ, გამოთვრებოდნენ, ესენი არა. 3. არაფერს ისე არ იზამდნენ ჩემთვ...

ჩემი უბანი

Image
ვაკე.... მეცხრე საავადმყოფო და მიმდებარე ტერიტორია

ალკაზარი - ნაწილი 2

Image
 გავბოდიალ-გამოვბოდიალდი. მივქარე - არ მქონდა სქემა. აქ კი ლაბირინთებია!

ალკაზარი ნაწილი 1

Image
 სევილიის ალკაზარი მშვენებით არ ჩამოუვარდება გრანადის ალამბრას. ისიც თავდაპირველად მავრების სასახლე იყო, რომელიც შემდეგ ესპანელმა მეფეებმა გააფართოვეს. ალკაზარი არის მავრიტანული არქიტექტურის ერთერთი საუკეთესო ნიმუში. გოთიკური ელემენტები კარლოს V დროს დაემატა. ჩემთვის კი ეს კიდევ ერთი მოგზაურობა იყო 1001 ღამეში, და კიდევ უფრო მეტი... ეს მავრიტანულ-გოთიკური მიქსი, რომელიც მხოლოდ ესპანეთში არის და ასე გამოკვეთილად მხოლოდ ანდალუსიაშია, ყველაზე თავბრუდამხვევი აღმოჩნდა, რაც კი ოდესმე მინახავს.

ალკაზარში შესვლამდე

Image
 საკათედრო ტაძრის ნახვის შემდეგ ალკაზარისკენ წავედი. გზად კი ცხენებიანი ეტლების პარკინგს წავაწყდი... ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიც მოვინახულე.

ხირალდადან ჩამოსვლა და ფორთოხლების პატიო

Image
 ესეც ბოლო ფოტო ხირალდადან. კოშკზე ბევრი ხალხი იყო... დავიწყე ჩამოსვლა.  კიბეები არ არის. ლეგენდის თანახმად პირველი მოლა აქ ვინც მსახურობდა, ასაკოვანი იყო და ასეთი ასასვლელი სპეციალურად გააკეთეს ცხენით რომ ასულიყო.

მართლმადიდებლობამ გადაარჩინა საქართველო

Image
რამდენჯერ გსმენიათ ეს ფრაზა? ძალიან ბევრჯერ? მეც. თუნცა მიმაჩნია რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ არც ისე დიდი ხნის წინ შეთხზული მითია, თან უნიჭოდ შეთხზული, რომლითაც დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ცდილობს თავი იმართლოს, რადგან ახლა, XXI საუკუნის დასაწყიდში, იგი მწვავე დესტრუქციულ როლს ასრულებს საქართველოში. დავუშვათ რომ ისტორიის რომელიღაც ეტაპზე, რისი დიდი შანსიც არსებობდა თავის დროზე, საქართველომ უარი თქვა აღმოსავლურ ქრისტიანობაზე და გადავიდა დასავლურ ყაიდაზე, ანუ მიიღო კათოლიციზმი და ეკლესიის მეთაურად აღიარა რომის პაპი. რას შეცვლიდა ეს ისტორიის 230 წლიან მონაკვეთში? 1780-ან წლებში რუსეთის ნაცვლად ერთმორწმუნე იქნებოდა ევროპა, რომელთანაც უფრო მჭიდრო კონტაქტები გვექნებოდა. ეს თავისთავად შეაფერხებდა სამხრეთ-დასავლეთის ისლამიზაციასაც, რადგან ოსმალები ერიდებოდნენ პაპთან ურთიერთობის დაძაბვას. რუსეთის მოთხოვნით ამავდროულად არ გაწყდებოდა ურთიერთობა დასავლეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის ხელის მოწერის შემდეგ, და საერთოდ, მოეწერებოდა ამ ტრაქტატს ხელი არაერთმორწმუნესთან? ასევე სამღვდელოება არ მოექცეოდა ...

ხირალდა - სევილიის ძალიან ბევრი ზედხედი

Image
 დატკბით ულამაზესი ქალაქის ზედხედებით ჩემთან ერთად  ამ ტაძარზე ვინმეს რომ ეთქვა, რომ იგი ადამიანებმა კი არა ციდან ჩამოსულმა ანგელოზებმა ააშენესო, დავიჯერებდი, იმდენად ლამაზია.

ჭეშმარიტი ამბავი ჭეშმარიტ სამოთხეზე

Image
უფალმა შექმნა ადამი და ევა და მისცა მათ ედემის ბაღი, სადაც არ არსებობდა არც ფული, არც აუდიტი, არც ბუღალტერია, არც ანგარიში, არც დეკლარაციებზე იცოდნენ რამე... ერთი აუდიორი კი იყო, მარა უფალმა ის ედემიდან განდევნა. ადამს და ევას შეეძლოთ ნებისმიერი ხის ნაყოფის მირთმევა გარდა ერთისა - უფალმა სასტიკად აუკრძალა ფინანსური აღრიცხვის ხის ნაყოფის გასინჯვა. იჯდა ერთხელ ევა სამოთხის ბაღში, და მიეპარა მას აუდიტორი. დაუწყო სიმდიდრეზე საუბარი. ევამ არ იცოდა რა არის სიმდიდრე, რადგან არც ფულზე იცოდა რამე არც თვლაზე. მაშინ აუდიტორმა შეაცდინა ევა და ფინანსური აღრიცხვის ხის ნაყოფი გაასინჯა. ევას თავში რაღაც გადატრიალდა, შეიცვალა, და მან უცებ დაიწყო ანგარიში, ყველაფრის აღრიცხვა რაც კი იყო ედემის ბაღში. მოვიდა ამ დროს ადამი. ევამ უამბო ახალი შეგრძნებების შესახებ. ადამი ვერ მიხვდა. მაშინ ევამ გაასინჯა ხის ნაყოფი და ერთად შეუდგნენ ადამი და ევა ედემის ბაღის ფინანსურ აუდიტს. აუდიტით გართულებმა ვერც კი შეამჩნიეს რომ უფალი მოვიდა ედემში. როდესაც უფალმა დაუძახა ადამს და ევას, ისინი დაიმალნენ. - რატომ მემალე...

ხირალდა - ნაწილი 1

Image
 ულამაზესი ტაძრის ნახვის მერე მოვიდა ხირალდაზე ასვლის დრო. ხირალდას კოშკი ყველაზე ძველია ამ კომპლექსში, იგი მავრების ბატონობის დროს მიეკუთვნება და ოდესღაც მინარეთი იყო. მეჩეთი დაინგრა, აშენტა საკათედრო ტაძარი, მინარეთმა კი თითქმის უცვლელად მოაღწია ჩვენამდე, ახლა იგი სამრეკლოა. გირალდა ძველი სევილიის ყველაზე მაღალი შენობაა, და აქედან იშლება ქალაქის ულამაზესი ხედები...

ისტორიული ფოტო

Image
3 პაპი ერთად. ბენედიქტე XVI, ფრანცისკე და იოანე პავლე II

სევილიის საკათედრო ტაძარი. ინტერიერის დასასრული

Image
 ოვალური დარბაზი

Habemus Papam

Image
დღეიდან რომის პაპი არის ფრანცისკე I. არგენტინელი კარდინალი ხორგე მარიო ბერგოლიო დაიბადა ბუენოს-აირესში 1936 წელს. იგი არის პირველი პაპი ლათინური ამერიკიდან, და პირველი პაპი იეზუიტი. ესეც რომის 266 პაპი  Franciscus

სევილიის საკათედრო ტაძრის საგანძური. გაგრძელება

Image
 მდიდარია სევილია... პრინციპში გაუმართლათ ესპანელებს... ჯერ იყო და რა გემოვნებიანმა და მშენებლებმა არაბებმა დაიპყრეს, მერე იყო და ოქროთ მდიდარი ამერიკა აღმოაჩინეს და დედა უტირეს ინდიელებს.... ა ბატონო შედეგებიც :)

ოქრო... სევილიის საკათედრო ტაძარი

Image
 ამერიკიდან გამოზიდული ოქროც ვნახე :) საკათედრო ტაძრის სამუზეუმო ნაწილი - განძსაცავი

მაია ორჯონიკიძე წითელ ინწელიგენციაზე

Image
როგორც ჩანს, მე ბოლომდე კიდევ არ მქონდა გაცნობიერებული-თუ რამხელა უფსკრულია ჩვენებურ ე.წ. ინწილიგენციის მენტალობასა და სახელმწიფოებრივ ცნობიერებას შორის. ახლა, როცა ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა-ბევრად უფრო მძაფრად ვიგრძენი-რამხელა ზიზღი აქვს ზემოთნხსენებ "კლასს" სიღრმისეული ეროვნული ცნობიერებისადმი. "სიღრმისეული" იმიტომ ვახსენე, რომ არსებობს პლაკატური ეთნიკურობა, რომლის ასე მოტრფიალე სწორედ ეს ფენაა-დიდჯიქნიანი ყურძნის ფოთლიანი "ქართველი ქალები", ყანწები,ქვევრები, ღვინო-დუდუკი და კეპკიანი (ან ჩოხა-ახალუხიანი) "ქართველები". მათი გულისაჩუყება საკუთარი სევდიანი ისტორიისადმი-ისე,რომ ზარმაც გონებას მსუბუქი ნოსტალგია მოჰგვაროს და საღათას ძილით მძინარე ღირსებას კი არაფრით შეეხოს. ეს ფიქრები ერთადერთმა კადრმა ამიშალა-ერთი საათის წინ იური ბაშმეტის კონცერტის დასასრულს კონსერვატორიიდან გამოსული მსახიობი ჟანრი ლოლაშვილის ზიზღნარევმა გამოხედვამ და რეპლიკამ "ოკუპანტები არა ისა კიდე" იმ ახალგაზრდობისადმი, რომელიც იქვე, ქუჩაში მდგომი საქართველოს ნეო-შ...

ჭეშმარიტად გასაოცარი დემოკრატია

Image
ხაბურზანიას დაბრუნებამ და ბრიფინგმა ბევრ რამეს ახადა ფარდა, რისი სილუეტიც პრინციპში ისედაც მკაფიოდ ჩანდა ფარდის მიღმა. ბიძინას დაპირება გასაოცარ დემოკრატიაზე ისე კარგად სრულდება რომ უკეთესის ნატვრაც არ შეიძლებოდა. ბევრი კითხვა იყო გუშინ დასმული სოციალურ ქსელებში, რისი ან ვისი მხარდაჭერის იმედი აქვს უშიშროების ყოფილ მინისტრს ვალერი ხაბურზანიას? ღირსება აღდგენილი წითელი ინწელიგენცია და "კულტურის მუშაკები" ოცნების ქოლგის ქვეშაც კარგად გრძნობენ თავს. მათი სექსის მუშაკებისგან განსხვავება მხოლოდ ფასშია, დღეს კი ყველაზე კარგი გადამხდელი ბიძინაა. ასე რომ საზოგადოების ყველაზე პრორუსული, "ნასტალგიით" შეპყრობილი ფენა თავს ისედაც კარგად გრძნობს. პოლიტიკური გვამები - კუკავა და ბურჯანაძე, იმდენად გვამები არიან, რომ მათ არანაერი მხარდაჭერა არ აქვთ. რაშია მაშინ საქმე? ყველაფერი კი ბევრად უფრო მარტივადაა. ახალი ხელისუფლების მიერ დაანონსებული "საოცარი დემოკრატია" ნამდვილად დგება. პრორუსული ოპოზიციის ნიშას დაიმკვიდრებს ხაბურზანიას პარტია. პროდასავლურს მომავალი ოპოზიცია...

ქრისტეფორე კოლუმბის საფლავი სევილიაში

Image
კათოლიკე მონარქების კულტუს გარდა, სევილიაში ქრისტეფორე კოლუმბის კულტუცაა, რაც ბუნებრივია. კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა, დაუმკვიდრა ესპანეთს ბატონობა ახალ სამყაროში, რის ხარჯზეც ესპანეთი არნახულად გამდიდრდა. როგორც ვიცით, კოლუმბი სევილიაში გარდაიცვალა, გაღატაკებული და მივიწყებული. თუმცა სიკვდილის მერეც ბევრი იმოგზაურა, სანამ სევილიის საკათედრო ტაძარში მიიღებდა უკანასკნელ განსასვენებელს. ჯერ იგი სევილიაში დაკრძალეს. შემდეგ გადაასვენეს ჰაიტიზე, შემდეგ კუბაზე, შემდეგ ისევ სანტო-დომინგოში და ბოლოს დააბრუნეს სევილიაში. მისი ნეშთის იდენტურობის დასადგენად ექსპერტიზაც გახდა საჭირო. საფლავზე გამოსახულია ესპანეთის 4 სამეფო - არაგონის, კასტილიის, ლეონის და ნავარის. მათ უჭირავთ კოლუმბის კუბო.

სირცხვილი კონსერვატორიაში

Image
ბაშმეტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რუსეთის მოქალაქეა და არაა ვალდებული არც რაიმე სიმართლისთვის იბრძოდეს არც ვინმეს ინტერესებს იცავდეს. ან რუსი ხელოვანი რატომ უნდა იყოს ქართველზე ნაკლებად ადვილად ყიდვადი? არაფერი არ მაქვს მის საწინააღმდეგოდ სათქმელი. გუშინ ვაპროტესტებდი კონსერვატორიასთან ქართველების უღირს და სამარცხვინო საქციელს. ხელისუფლებამ დაიკიდა კანონი ოკუპაციის შესახებ. ბაშმეტი არავის წინაშე არ მალავდა ვიზიტებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. კანონით ეს 3-5 წლამდე ისჯება, ან შესაბამისი ჯარიმით. მაგრამ ხელისუფლებამ კანონი უგულველყო. სამარცხვინო და გულის ამრევია ჩვენი "ელიტარული" საზოგადოება, გუშინ კონსერვატორიაში ვინც იყვნენ. "სვეცკი ქალები" ისე რეაგირებდნენ იმ ცნობილი წერილის ციტატებზე, გეგონება უწმაწურობას ვამბობდი. ".. региональная война, развязанная марионеточным режимом Михаила Саакашвили против населения Южной Осетии, есть ничто иное, как начало необъявленной войны, которую США и их европейские союзники развязали против России руками братск...

სევილიის საკათედრო ტაძარი, ნაწილი 2

Image
 ასეთ ტაძარში მესაზე დასწრება, სადაც ორღანი უკრავს და გუნდი გალობს რა შთამბეჭდავი იქნებოდა!  ესეც გუნდის ადგილი...

სევილიის საკათედრო ტაძარი

Image
 ტოლედოს მერე ყველაზე მეტად სევილიის საკათედრო ტაძარმა გამაოგნა. ყველაფერში ეტყობა ამერიკიდან გამოზიდულმა ოქრომ როგორ გაამდიდრა ქალაქი :)  გოთიკა..

რომის პაპი იოანე პავლე მეორე

Image
XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომის პაპს - იოანე პავლე მეორეს, ძეგლი უდგას სევილიის ცენტრში. რამდენიმე წამი კი დამჭირდა Juan Pablo რომ ამომეცნო :)