ძველი სვანეთი - ვიტორიო სელა

1890 წელს ლონდონში საერთო აღტაცება გამოიწვია ვიტორიო სელას ფოტოგამოფენამ.

ფოტოდოკუმენტებზე აღბეჭდილი იყო ნისლსა და ღრუბლებში ჩაძირული მყინვარი, სვანური კოშკები, ეკლესიები, უშგული, ლატალი, მესტია, დადეშქელიანების ოჯახი, მოხუცი მონადირე, რაჭული სოფელი ღები, წყლის წისქვილი, რაჭველი ქალი ბავშვით, სოფელ ღების უნიკალური საყდარი და ხატი, რომელიც მხოლოდ ამ ფოტოზეა შემორჩენილი, ლითონის ძველებური ტექნიკით დამუშავებული ფაქიზი ორნამენტები და სხვა მრავალი.











ამ ნამუშავრებისთვის იტალიელმა ფოტოგრაფმა და მთასვლელმა დიდი ბრიტანეთის გეოგრაფიული საზოგადოების უმაღლესი პრემია მიიღო.

ვიტორიო სელა საქართველოში მე-19 საუკუნის 80-90 წლებში მოგზაურობდა, როგორც პროფესიონალი ალპინისტი. მან 30-მდე მწვერვალი დალაშქრა და როგორც თვითონ ამბობდა, გული სვანეთში დატოვა. სიბერეში ის ხშირად იმეორებდა, კავკასიონზე მშვენიერი ქვეყნად არაფერი მინახავსო და საქართველოს სიყვარულით თავის ქალიშვილს თინათინი დაარქვა.

წყარო: http://fotoistoriebi.blogspot.com/2011/11/blog-post.html

Comments

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания