ყველის ფესტივალი წინანდალში


ორიგინალი - რატატუი
21 აპრილს, წინანდალში, ყველის ფესტივალი გაიმართა. აქამდე გამართულ მსგავს ღონისძიებებზე წასვლა ვერ მოვახერხე, ამიტომ, გადავწყვიტე ახლა წავსულიყავი და ჩემი თვალით მენახა და გამესინჯა ის, რაც ქართულ ყველზე აქამდე მსმენოდა. შესანიშნავი დღე იყო, მზიანი. ფესტივალი 2 საათზე იხსნებოდა ოფიციალურად, სამის ნახევარზე უკვე წინანდლის სასახლის სალაროსთან ვიდექი ბილეთის ასაღებად.

სასახლის ეზოში საკმაოდ ბევრი ხალხი იყო თავმოყრილი, ხეების ქვეშ პუფები გამოეტანათ, ზოგსაც პლედი გაეშალა, აგემოვნებდნენ საჭმელს და წრუპავდნენ ღვინოს. ყველის დახლებთან ახლოს სცენა იყო გამარტული, სადაც ჯეოსტარის კონკურსანტები მღეროდნენ. მოკლედ, შესანიშნავი დასაწყისი იყო



ყველის ზოგიერთ სახეობაზე წინასწარ მქონდა გაგებული და გადაწყვეტილიც მქონდა მათი დაგემოვნება. შესაბამისად, ამ ყველ(ებ)ს ვიზუალურად უკვე ვცნობდი ფოტოებიდან და არც იქ გამჭირვებია მათი პოვნა. თუმცა კარგი იქნებოდა, დახლზე გამოტანილ ყველა სახეობას მცირე ინფორმაციის შემცველი ბარათი ხლებოდა თან, რადგან ხმამაღალი მუსიკა შეუძლებელს ხდიდა საუბარსაც და მოსმენასაც, შესაბამისად, ვერ ვახერხებდი დახლის მფლობელებისთვის ჩემთვის საინტერესო კითხვების დასმას.

პირველი ყველი, რომელიც გავსინჯე, საფერავში დავარგებული სულგუნი იყო. პატარა კუბებად დაჭრილ ყველს, ალბათ, არ მოუხდა მზეზე დიდხანს დება, რადგან ძალიან გამომშრალი მეჩვენა, თუმცა საფერავის არომატი შესანიშნავად იგრძნობოდა ალბათ შენახვის პირობების დაცვით, უკეთესად შეინარჩუნებდა თავის გემოს. მინდა ისევ დავაგემოვნო, უფრო მშვიდად და უფრო ჰიგიენურ პირობებში, სადაც მთელ მის გემოსა და არომატს მთლიანად ვიგრძნობ საბოლოო შეფასებით, მე ეს ყველი მომეწონა, საინტერესო გემო აქვს სამწუხაროდ, ამ ყველისთვის კარგი რაკურსით ვერ გადავიღე ფოტო დახლთან ხალხმრავლობის გამო ამიტომ ინტერნეტიდან აღებულს გთავაზობთ

ყველი ტენილი ვიზუალურად ძალიან მომწონს ქალის თმებს ჰგავს, ხვეულსა და ჰაეროვანს. გემოც საინტერესო აქვს, რადგან ეს ნაღებში დავარგებული ყველია. თუ თქვენ გიყვართ ყველი რძის (ნაღების) ხაზგასმული გემოთი, აუცილებლად დააგემოვნეთ ტენილი,მოგეწონებათ.




ზოგი დახლი ფესტივალის დაწყებიდან მალევე დაცარიელდა. იმედია, ეს აქ წარმოდგენილი ყველის განსაკუთრებული გემოს გამო მოხდა და არა მისი სიმცირისა მე ვერაფერს გეტყვით, ვერ მოვასწარი გასინჯვა:).


ფესტივალზე წარმოდგენილი ყველა სახეობის ყველი ნამდვილად არ გამისინჯავს. რამდენიმე დახლის მფლობელსა თუ წარმომდგენს რეზინის ხელთათმანები არ ეკეთა , ზოგს ერთჯერადი ხის ჩხირები გასთავებოდა და პირდაპირ ხელით გასინჯვის იდეამ არ მომხიბლა,ზოგმა კი უბრალოდ გამოგვიცხადა, რომ მხოლოდ ყიდიან, დეგუსტაციის გარეშე მაგალითად ამ მომხიბვლელ ყველის სახეობებს გემო ვერ გავუსინჯეთ, შემადგენლობის გამო კი ვიფიქრე, რომ შესაძლოა, ჩემი ოჯახის სხვა წევრები სულაც არ აღფრთოვანებულიყვნენ მათი პიკანტური გემოთი, ამიტომ ყიდვაც გადავიფიქრე. მით უფრო რომ ძალიან იაფიც არ იყო. არ მესმის, რა აზრი აქვს ფესტივალში მონაწილეობას, თუ 2 კილოგრამი ყველი დაგენანება დაინტერესებული სტუმრებისთვის გემოს გასასინჯად მით უფრო, თუ ისეთი უცხო, ქართველი მომხმარებლისთვის ასე თუ ისე მიუჩვეველი გემოები ჰქონდათ წარმოდგენილი, როგორიცაა ყველი წიწაკით, კოწახურით, ტარხუნით, პიტნით, ნიგვზით და ა.შ.(იხილთ ფოტოები)











ამ დახლმაც მიიქცია ჩემი ყურადღება


შუაში ყველისგან გაკეთებული ვარდებია, დამეთანხმეთ, მართლაც ძალიან ლამაზია თუმცა რამდენიმე სტუმარმა საყვედური მიიღო მათი დაგემოვნებისთვის. მფლობელი ქალბატონის თქმით, საღამომდე ყველაფერი ასე, ხელუხლებელი უნდა ყოფილიყო …

ძალიან მომეწონა ყველისგან დამზადებული ეს ფიგურები სტუმრებშიც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. დააკვირდით, როგორი დამუშავებულია ყველა დეტალი






ჩემი ყურადღება სხვა კომპოზიციებმაც მიიქცია. რა თქმა უნდა, ყველაფერი ყველისგანაა დამზადებული.





წარმოდგენილი იყო იტალიური ტექნოლოგიით დამზადებული ქართული მოცარელა,პარმეზანი, გაუდა. პარმეზანი დავაგემოვნე-ერთ-ერთი საუკეთესო და საინტერესო ყველი იყო ფესტივალზე, მე მომეწონა.



ესეც ჩვენი პარმეზანი


ასევე ძალიან მომეწონა ” ყველის ტორტი”- ტკბილი,კრემოვანი მასა ფერადი ცუკატებით. უგემრიელესი იყო


ესეც ყველის ტორტია. უკვე მუზეუმის დასათვალიერებლად შევდიოდი, როცა გავიგე, როგორ მიიპატიჟეს მინისტრი მის გასაჭრელად. ალბათ გემრიელიც იქნებოდა


ძალიან კარგი სტენდი ჰქონდა “სანტეს”. მე არ ვიცოდი, თუ ისინი ყველსაც აწარმოებდნენ. წარმოდგენილი ჰქონდათ ქარხნული ტექნოლოგიით დამუშავებული რამდენიმე სახეობის ყველი. ძალიან გემრიელი იყო ყველა, ზომიერად მარილიანი, ზომიერად ცხიმიანი. იმედია, ასევე გააგრძელებენ და ხარისხს არ გააფუჭებენ, როგორც ეს ქართული კომპანიების უმრავლესობას სჩვევია ყველი წარმოდგენილი იყო პატარა, გემრიელი თბილი პურებისა და მწვანილეულის ასორტის თანხლებით.

გუდის ყველის დახლთან მხოლოდ წამით შევჩერდი ფოტოს გადასაღებად;)


საბოლოოდ, ეს ფესტივალი ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოდგა არაჩვეულებრივი დრო გავატარე, ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ ვნახე და გავიგე




დღის დასასრულს,ერთ კახურ რესტორანს ვესტუმრეთ, რომელმაც გაგვაოცა თავისი ცუდი მომსახურებით თუმცა ეს უკვე სხვა პოსტის თემაა და მერე მოგიყვებით.

Comments

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания