საბჭოთა სტერეოტიპები

გუშინ მქონდა ერთ კოლეგასთან საუბარი

საბჭოთა დროს ჩამოყალიბდა ე.წ. სულელი და გულუხვი ქართველის სტერეოტიპი, რომელსაც ფული აქვს ოხრად და ყირაზე გადავა ოღონდ და სტუმარს ასიამოვნოს, და რომ, თუ კი ადამიანს აქ მოეწონე შეიძლება რესტორანშიც გაქეიფონ უფასოდ, თავზე გადაგყვნენ და კაპიკი არ გამოგართვან. ეს გადამღერებულია ანეკდოტში, რომელიც უფრო ახლოა სიმართლესთან.
ორი რუსის დიალოგი
- საქართველო ისეთი მაგარი ქვეყანა ყოფილა, აუცილებლად უნდა წავიდეთ. წარმოიდგინე, აეროპორტში გხვდებიან, სასტუმროში მიყავხარ, დაყავხარ რესტორნებში, გაქეიფებენ, და კაპიკს არაცინ არ გართმევს.
- რა მართლა ასეა? ნამყოფი ხარ??
- მე არა, მაგრამ ჩემი ცოლი ყოველ წელს დადის.

ამ ანეკდოტში კი კარგად ჩანს მხოლოდ რა კატეგორიას შეიძლება ჰქონდეს უფასოდ გულაობის იმედი, მაგრამ ბევრ პოსტ საბჭოთა ტურისტს სხვანაერად ჰგონია.

კოლეგის მიერ მოყოლილი ისტორია:

ბებერი ჰოლანდიელების ჯგუფი და ტურლიდერი პოსტსაბჭოთა ქალი. რა თქმა უნდა ტურლიდერის ინტერესებშია ნაკლები ფულის დახარჯვით მეტი სერვისის მიღება. იმის მაგივრად სადაც საჭიროა გადაიხადოს ფული და ბებერ ტურისტებს არ ათრევინოს ჩემოდნები, ზის და მოსთქვავს "სად არიან ქართველი კაცები" "გადაგვარდნენ ქართველი კაცები, არ ეხმარებიან სუსტ ქალებს" გეგონება ვინმეს ვალდებულება აქვს.

კიდევ უარესი, უკვე ჩემი გამოცდილებით. ერთერთი ბლოგერი (არ დავასახელებ რომელი) იყო საქართველოში რამდენიმე წლის წინ, თავის ახალგაზრდა ცოლთან. წავიდნენ სიღნაღში. დაჯავშნილი ჰქონდათ ოთახი კერძო სასტუმროში, მხოლოდ ძილი, კვების გარეშე. ანუ კაცზე 25 ლარი. შემდეგ ამ ბლოგერმა დაწერა თავის ბლოგში, რომ თურმე მთელი გზა უყვებოდა თავის ცოლს თუ რა მაგარია კახეთი, რომ ახლა გახარებული მასპინძლები სუფრას გაშლიდნენ (კვების ფულს არ იხდიდნენ!!!!), მთელი ღამე იქნებოდა ქეიფი და ერთი ამბავი. ჩავიდნენ. დახვდა მასპინძელი. მისცა ოთახის გასაღები და დატოვა. რა თქმა უნდა არავითარი ქეიფი არ იყო. გადაეხადა ვაჟბატონს ვახშმის ფულიც... მაგრამ არ უნდოდა, იმედი ჰქონდა გოიმი ქართველი უფასოდ აჭმევდა და რატომ გადაიხადოს?

Comments

  1. როგორც იქნა ქართველებშიც შემოდგა ფეხი ევროპულმა ცივილიზაციამ. 

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания