რა არის Google +?!

ორიგინალი


Google + არის კომპანია Google-ის სოციალური სერვისი, რომელიც მზის შუქზე 2011 წლის 28 ივნისს გამოჩნდა, მხოლოდ ტესტირების რეჟიმში. თადაპირველად რეგისტრაცია, რათქმაუნდა მოსაწვევებით ხდებოდა, მაგრამ მალევე შეწყდა, ახალ ანგარიშებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო. უკვე 2011 წლის სექტემბერში Google Plus-ზე რეგისტრაცია, მოსაწვევების გარეშე გაიხსნა 18 წლის ზემოთ მომხმარებლებისთვის. უფრო ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის საიტი გაიხსნა 2012 წლის 26 იანვარს.2012 წლის 19 იანვრის მონაცემებით, Google Plus-ზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რიცხვმა 90 მილიონს მიაღწია. სლოგანია: Real life shearing, rethought for the web



და მაინც რა არის Google +?

Google + არის ყველაზე ბოლო ინოვაცია სოციალურ მედიაში, რომელიც გვთავაზობს რიგ ხელსაწყოებს, იმისთვის რომ გვქონდეს კონტაქტი იმ ადამიანებთან ვისთანაც გვსურს. სერვისი მოიცავს რამოდენიმე სიახლეს, ესენია: “წრეები” (Circles) ,”ნაპერწკალი” (Sparks), “თავშეყრის ადგილი” (Hangouts), მყისიერი ატვირთვა (InstantUpload) და ა.შ. ასევე სერვისს აქვს ღილაკი +1 რაც არის Facebook-ის Like-ღილაკის იდენტური.

როგორ დავიწყოთ Google Plus-ით სარგებლობა?

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სერვისი ეკუთვნის Google-ს შესაბამისად, მასში შესასვლელად მომხმარებელს Google-ის ანგარიში დასჭირდება. საიტზე შესვლის შემდეგ, გამოსულ ფანჯარაში, თქვენ შეძლებთ პროფილის შექმნას, ან უკვე არსებულის რედაქტირებას. ასევე, თქვენი ნებართვის შემთხვევაში რათქმაუნდა შესაძლებელია სერვის Picasa-დან თქვენი სურათების ალბომების გადმოტანაც.

“წრეები”:

სოციალურ ქსელში წარმოდგენილ სიახლეებს შორის ერთ-ერთია “წრეები”. რომელშიც მომხმარებელს შეუძლია დაიმატოს მეგობრები, ოჯახის წევრები, ნათესავები, უბრალოდ ნაცნობები და ა.შ. დარეგისტრირების შემდეგ მომხმარებელს თავიდანვე აქვს რამოდენიმე “წრე” – “მეგობრები”, “ოჯახი”, Following, და “ნაცნობები”. რომლებშიც თქვენ გადაჩოჩებით, შეგიძლიათ დაამატოთ შესაბამისი ადმიანები. ასევე შესაძლებელია ახალი წრის შექმნა ან არსებულის წაშლა. დაუშვათ არის ისეთი რამ, რაც ადამიანს სურს, რომ გაუზიაროს ოჯახის წევრებს და არა ნაცნობებს, სწორედ ამისთვის არის იდეალური “წრეები”.

“ნაპერწკალი” (Sparks):

ეს ხელსაწყო შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს, მიიღოს მარტივად ყველა ის ინფორმაცია რაც მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. ის ასისტენტივითაა, რომელიც ზის ინტერნეტთან და იძიებს თქვენთვის საინტერესო სტატიებს. ძიებაში თქვენთვის საინტერესო თემის ჩაწერის შემდეგ, (მაგალითად მეცნიერება) გამოჩნდება სტატიები, საინტერესო გვერდები, თქვენი თემის ირგვლის, რის შემდეგაც “გაზიარებით” შეძლებთ თქვენს წრეებში დამატებას. უკვე მას შემდეგ რაც თქვენ აირჩევთ თქვენთვის საინტერესო თემებს, ისინი უკვე გამოჩნდება მომხმარებლის მთავარ გვერდზე, საიდანაც მარტივად შეძლებთ მათ წვდომას.

“თავშეყრის ადგილი” (Hangouts):

ეს სერვისი, შექმნილია იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლონ მეგობრებთან აქტიური კონტაქტი, მაშინაც კი თუ მათ შორის ძალიან დიდი მანძილია. კონკრეტულად, ხელსაწყო იძლევა ვიდეო კავშირის დამყარების საშუალებას, თქვენს მეგობრებთან ნებისმიერ დროს.

Google + მობილურ ტელეფონზე:

Google Plus-ს აქვს აპლიკაცია მობილური ტელეფონებისთვისაც. მომხმარებელს სმარტფონებიდანაც ექნება საშუალება, გააგზავნოს შეტყობინებები, დაამყაროს ვიდეო კავშირი მეგობრებთან ან თუნდაც კოლეგებთან, დაათვალიეროს სიახლეები რაც მისმა ნაცნობებმა გამოაქვეყნეს. ასევე ტელეფონიდან Google + ის მომხმარებლებს შეეძლებათ, გადაღებული სურათების მყისიერად თავიანთ ინტერნეტ გვერდზე მოთავსება.

მთავარი გვერდი: plus.google.com

მობილური გვერდი: m.google.com/plus

Comments

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания