იაშვილის ბავშვთა კლინიკის ინფექციური განყოფილება


1993 წელს, როდესაც საქართველო ომის და ეკონომიკური კრიზისის ქარცეცხლში იყო გახვეული მე ავიკიდე ბოტკინი. დამაწვინეს ინფექციურ საავადმყოფოში, პავლოვზე რომელიცაა, იცით. იმ დროის პირობების გათვალისწინებით არ გაგიკვირდებათ რომ გითხრათ თუ რა საშინელი ანტისანიტარია იყო. პალატის ტვალეტში კანალიზაცია ჟონავდა, დამლაგებლის ფუნქციებს ბავშვების მშობლები ასრულებდნენ. მოკლედ მხოლოდ ღვთის წყალობით დედაჩემმა არ აიკიდა არაფერი სანამ მე იქ მივლიდა და მეც გამოვჯანმრთელდი და გამომიშვეს სახლში. იმ საავადმყოფოში მტერსაც არ ვისირვებდი მოხვედრას. მაგრამ ეგ 1993 წელი იყო, ახლა კი 2012 წელია. გთავაზობთ ჩემი მეგობრის - არჩილ გამზარდიას ფოტოებს ზემოთ ხსენებული იაშვილის კლინიკიდან.

http://www.facebook.com/media/set/?set=a.407413972618384.111780.100000493550922&type=3

არჩილის მცირეწლოვანმა ბიჭმა აიკიდა საზიზღარი ვირუსი და აღმოჩნდა ზემოთხსენებულ საავადმყოფოში. ეს მოხდა დაახლოვებით 2 კვირის წინ. თვითონ არჩილიც წერს:
"რომ ვუყურებ, როგორ ვიწონებთ თავს თანამედროვე ქართული ჯანდაცვისმიღწევებით, როგორც პაციენტი ბავშვის მამას და როგორც ქვეყნის მოქალაქეს,რამდენიმე შეკითხვა მიჩნდება."
საავადმყოფოში კი ისეთი ანტისანიტარია იყო რომ სიტუაციას მგონი ექიმები კი არა ტარაკნები ფლობდნენ. როდესაც ტელევიზორში 24 საათი ახალ საავადმყოფოებზე გვიყვებიან, ძველ კლინიკებს რატომ არ აქცევენ ყურადღებას? იაშვილის კლინიკა ხო ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოა... და ინფექციური განყოფილება 90-ანი წლების საუკეთესო ტრადიციებითაა. მიხედონ რა ძველ კლინიკებსაც, აბა თბილისში თუ გავხდით ავად თერჯოლაში წავიდეთ სამკურნალოდ???

Comments

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания