რუკა – ომი ჩრდილოეთ კავკასიაში, 2012 წლის თებერვალი

ორიგინალი

ჩრდილოეთ კავკასიაში მიდის პარტიზანული ომი. ინტერნეტის წყალობით ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია თვალი მიადევნოს ამ ომის მიმდინარეობას. სულ ცოტა ხნის წინ, როცა საბჭოთა კავშირი ავღანეთში აწარმოებდა ომს, მას შეეძლო მიეწოდებინა თავისი მოქალაქეებისთვის მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიდა. დღეს ეს შეუძლებელია. ინტერნეტში ხვდება ცნობები პრაქტიკულად ყველა ინციდენტის, შეტაკების თუ აფეთქების შესახებ. ამ ინფორმაციის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს კავშირი გლობალურ ქსელთან. მე ვსარგებლობ ამით და თვალს ვადევნებ ჩრდილოეთკავკასიური ომის განვითარებას. ეს ყველაფერი ხდება საქართველოსთან ახლოს, და თანაც იმ სახელმწიფოში, რომელიც ჩვენთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ, საინტერესოა.


პარტიზანული ომი ჩრდ. კავკასიაში გრძელდება. ყაბარდო-ბალყარეთში თებერვალი იყო ისეთივე ინტენსიური, როგორც იანვარი. სხვაგან ზოგადად საბრძოლო აქტიურობა თებერვალში იყო შედარებით უფრო დაბალი, ვიდრე იანვარში. თუ არ ჩავთვლით ერთ გამონაკლისს:

13-17 თებერვალს ჩეჩნეთის ნოჟაი-იურტის და დაღესტნის ყაზბეკის რაიონების საზღვარზე, მთიან-ტყიან ზონაში, მიდიოდა დიდი სამხედრო ოპერაცია. კადიროვის ძალები ებრძდნენ პარტიზანთა სამ ჯგუფს – 1 ჩეჩნურს და 2 დაღესტნურს. ოპერაციის შედეგად კადიროვებელმა მიიღეს დიდი დანაკარგები, და მოახერხეს ჩეჩნური ჯგუფის ან მისი ნაწილის მაინც განადგურება. ოპერაციის საბოლოო შედეგები (დანაკარგების სახით) ასეთია:

ფედერალები – 17 დაღუპული, 24 დაჭრილი;

მეამბოხეები – 6 დაღუპული, მათ შორის ჩეჩნური ჯგუფის მეთაური.

სხვა ბრძოლები თებერვალში ჩეჩნეთში არ ყოფილა.

რუკის გასადიდებლად მას ზედიზედ ორჯერ დააწკაპუნეთ

სხვა რესპუბლიკებში მხარეებმა შემდეგი დანაკარგები მიიღეს:

დაღესტანი: დაიღუპა 4, დაიჭრა 1 ძალოვანი. დაიღუპა 8 მეამბოხე, 1 კი დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა.

ყაბარდო-ბალყარეთი: დაიღუპა 2, დაიჭრა 3 ძალოვანი, ასევე დაიჭრა1 რაიონული ადმინისტრაციის უფროსი. დაიღუპა 6 მეამბოხე

ინგუშეთი: დაიჭრა 1 ძალოვანი.

2012 წლის იანვრის რუკა და მონაცემები: http://stratreview.wordpress.com/2012/02/03/ncwar_jan2012/

წყაროები: რესურსები Кавказский Узел (http://www.kavkaz-uzel.ru/search?rubric_id=11) და Антивоенное движение (http://voinenet.ru/novosti/operativnaya-informatsiya/)

Comments

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания