ორი პოსტი "უკანონო ბანდფორმირებების" შესახებ

ბლოგში "სტრატეგია და უსაფრთხოება" ორი საინტერესო პოსტია ამ თემასთან დაკავშირებით.

რეზერვის და “ბანდფორმირებების” შესახებ


ქართულ შიდა პარტიულ პოლიტიკაზე აქ, როგორც წესი, არ ვწერ. ეს ბლოგი არ არის იმისთვის, რომ ვთქვა – ეს პოლიტიკური პარტია კარგია, ის კიდევ ცუდი. თუ ჩემი პოსტი საქართველოზეა, ის ეძღვნება იმას, რაც ობიექტურად ეხება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, მიუხედავად პარტიათა შორისი ბრძლისა. შიდა პოლიტიკაზე ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ამ ბლოგზე მისი გამოთქმისგან თავს ვიკავებ. :)

ეს პოსტიც ეხება სწორედ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ობიექტურად მნიშვნელოვან საკითხს, რომელთან დაკავშრებითაც ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა საშინელი სისულელე თქვა. სამწუხაროდ.

საქართველოში იქმნება ტერიტორიული თავდაცვის ძალები, ანუ ტერიტორიული რეზერვი. ის იქმნება მთელ საქართველოში, მაგრამ მისი ჩამოყალიბება უფრო მალე დაიწყო იმ რეგიონებში, რომლებიც ესაზღვრებიან ოკუპირებულ ტერიტორიებს, მათ შორის სამეგრელოში. ეს ახალი რეზერვი ნებაყოფლობითია და მისი შექმნის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2011 წელს გამოაცხადა.
<< პოსტი სრულად >>

რა სიურპრიზია



წინა პოსტში (რეზერვის და “ბანდფორმირებების” შესახებ) ვივარაუდე, რომ ირაკლი ალასანიას ამაზრზენი განცხადებები რუსებმა შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ.

ჰოდა, აი “მოულოდნელობა” – რუსებმა ეს მართლაც გააკეთეს, თანაც უფრო მალე და უფრო სწორხაზოვნად, ვიდრე მე ვფიქრობდი:

გრიგორი კარასინი: საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის
თარიღი: 10:31 – 30.03.12

გრიგორი კარასინი: საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის
“საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის”, _ ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა ჟენევაში მოლაპარაკებათა მორიგი მე-19 რაუნდის დასრულების შემდეგ რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მდგომარეობა საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე გართულებულია და იქ ქართული მხარის მიერ მოწყობილი პროვოკაციები გრძელდება. იანვრიდან იქ მოკლულია შვიდი ადამიანი. ამას ქართველი ოპოზიციური პოლიტიკოსებიც ადასტურებენ.

ამ ინფორმაციით გაჟღერების შემდეგ პოლაპარაკებებზე ქართული მხარე კვლავინდებურად შეეცადა მთელი პასუხისმგებლობა ამის გამო აფხაზური და რუსული მხარეებისათვის დაეკისრებინა, თუმცა ჩვენ ციფრებითა და ფაქტებით დავადასტურეთ, რომ ვფლობთ სიტუაციას და ვიცით თუ სად რა ხდება”, _ განაცხადა კარასინმა.

<< პოსტი სრულად >>

Comments

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания