ქართული არმია


ქართული არმია


პირველი რაც მინდა ვთქვა, ეს არის ქართული შეიარაღებული ძალების, მიერ შექმნილი ჯავშანტრანსპორტიორი “დიდგორი” რომელიც თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე გამოჩნდა. ის თბილისის საავიაციო ქარხანაშია აწყობილი. მას აქვს თანამედროვე შეიარაღების ყველა ნიუანსი, აქვს ფორდის შასი და ქართული ძარა. კობრაზე და ვულფზე კომფორტული სალონი, დესანტი 6 კაცი. აქვს 2 კამერა წინ და უკან პერიმეტრის კონტროლისთვის. მანქანა არის ორი მოდიფიკაციის სადაზვერვო და ჩვეულებრივი ჯავშანავტომობილი. სადაზვერვო ვარიანტი შეიარაღებულია ექვსლულიანი ტყვიამფრქვევი M-134 მინიგანით. მეორე მოდიფიკაცია კი 12,7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევით НСВ Утёс. აღლუმის რეპეტიციაზე სულ 14 ცალი დიდგორი წარმოადგინეს. დიდგორი” აწყობილია ამერიკული “ფორდის” ტიპის პიკაპის ბაზაზე. “აწყობის პროცესი თბილისის საავიციო ქარხანაში 2011 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობდა. პიკაპები ქარხანაში შეიჯავშნა და აღიჭურვა სწრაფმსროლელი ექვსლულიანი ამერიკული ტყვიამფრქვევით “მინიგანი”, _ განაცხადა ალადაშვილმა. მისივე თქმით, “დიდგორის” აწყობის პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს. “შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჯავშანმანქანის საცდელი ვარიანტი. მათი აწყობა ახლაც მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაზე ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მანქანის, შეჯავშნის, იარაღის, ჯავშანმინების და კომპოზიციური დაცვის საშუალებების ღირებულება. მანქანის 2 ვარიანტია დამზადებული: შედარებით გრძელი და მოკლე”, _ აღნიშნა ალადაშვილმა.
წაიკითხეთ სრულად - უცნაური ბლოგი.



Comments

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания