საქართველო როგორც ტურისტული ქვეყანა


ყველას ყოველ დღე გვესმის ტელევიზორებიდან თუ როგორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ტურიზმი და რა ნაბიჯებს დგავს ხელისუფლება ამ მიმართულებით. მოდით ახლა სხვა თვალით შევხედოთ ამ ყველაფერს. ადრე უკვე დავწერე რა სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყნის ერთერთი ულამაზესი ადგილი - შავი და თეთრი არაგვის შეერთება ფასანაურის შესასვლელში.

ახლა დავწერ ისეთ პოპულარულ ღირსშესანიშნაობაზე, როგორიცაა ანანურის ციხე. ანანური ნამდვილად შედის უმეტეს ტურისტულ მარშრუტებში და ქართული გვიან ფეოდალური არქიტექტურის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. იქ ყოველდღე უამრავი ტურისტი მოდის. ამიტომაც ეს ადგილი შეიყვარეს სუვენირების გამყიდველებმა და სარფინად ვაჭრობენ.

მოვიყვანეთ ტურისტთა ჯგუფი და მოუნდათ ტუალეტი. რა ვქნათ? აქ მხოლოდ ერთი საშინლად აყოლებული ჩეჩმაა. რატომ არავინ არ აშენებს კაპიტალურ ტუალეტს? დაადონ ფასი და დააყენონ დამლაგებელი ქალი. მაგრამ ახლა აქ არაა ტვალეტი და არჩევანი ან მოთმენაა, ან ბუჩქები ან ის აყროლებული ჩეჩმა, რომელსაც ბუჩქები ჯობია.

აღარაფერს ვამბობ თვით ციხის მდგომარეობაზე. ქვედა ნაწილში დაუდგენელი მცენარეები იზრდება და მისასვლელი საერთოდ არ აქვს. საცხოვრებელი კოშკის პირველი სართული ვიღაც უნიჭომ და უჯიშომ გაჯით შელესა და მეტალო ჩარჩო ჩასვა. კარგი რესტავრაცია რომ გაუკეთდეს მთელს კომპლექს და მერე თუნდაც ფასიანი გახდეს ტურისტებისთვის იქ შესვლა რა უჭირს???

კიდევ ერთი არანაკლებ პოპულარული ადგილია უფლისციხე. აქ კი არის ტვალეტებიც, კაფეც, და ცივილურადაა მოწყობილი... მაგრამ მუზეუმს მუშა მდგომარეობაში როდის გვაღირსებენ? უფლისციხეში მუშაობს ორი ყველასთვის კარგად ცნობილი გიდი - ნუკრი და ლესტანბერი. არაფერი მათ საწინააღმდეგო არა მაქვს, შეაბერდნენ უფლისციხეს, მაგრამ, ვერცერთი ვერანაერ კრიტიკას ვერ უძლებს. გაზუთხული ტექსტებით დადიან... არ ფლობენ ინგლისურს, მაგრამ ინგლისურადაც გაზუთხული აქვთ ტექსტები... რა გახდება იქვე სოფლებიდან რომ შეირჩეს რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებმაც ნამდვილად კარგად იციან უცხო ენები და ტრენინგი ჩაუტარდეს და დასაქმდნენ უფლისციხეში? თუნდაც ამის შემდეგ შეიზღუდოს ტურისტული კომპანიების გიდების შესვლა.

ანალოგიური პრობლემა უამრავ ადგილასაა და საშველი ჯერ არ უჩანს...

Comments

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания