…მამაო ვინუჟდენში უნდა აიყვანო…
დღეს მოვსეირნობდი ქუჩაში .. ჩემს წინ ახალგაზრდა წყვილი მიდიოდა…(20-22 წლის) ერთმანეთს ცოტა ხმამაღლა ესაუბრებოდნენ. ეტყობოდათ, შეყვარებულები იყვნენ და რაღაცაზე კამათობდნენ…ყურში უსიამოდ მომხვდა ბიჭის აწეული ტონი, მკაცრი, მენტორული ინტონაცია…თან ძველბიჭური და უხეში…მკვეთრი უპირატესობის გრძნობით ნათქვამი სიტყვები: – მომისმინე გოგო ე…ეკლესიაში როდის იყავი ბოლოს?..მამაო რატომ არ გყავს? და საერთოდ ჭკვიანად მოიქეცი. რატო არ მიჯერებ ტო?.. – რავი აბა. ტატუირება დამიშალა, მოკლე კაბებს ნუ იცმევო. ნუ მოკლედ, მაცდური ხარო თუ რა ვიცი..არადა აუ ძაან მინდა ტატუს გაკეთება.. აი ძაან მაგრად…ვგიჟდები…არ მითხრა ახლა, რომ შენ დამიშლი?..ჩემი დაქალის მამაო იმენნა მაგარი ჯიგარია. არ უშლის ეგეთ რაღაცეებს…აი მეც ეგეთი მამაო უნდა ავიყვანო. ასწორებს. ძაან მაგარია…ეგეთი იმენნა დონე მამაო…ბევრ რამეებზე ჯიგრულად ხსნილს რომ მომცემს.
- ვა..რა კლიენტი ყოფილა?.. ხოდა მიგიყვანოს მერე.. დაუჯერე რასაც გებაზრება.. ძაან გადაფანატიკოსებულები არც მე მევასება. მაგრამ მამაო ,,ვინუჟდენში” უნდა აიყვანო..და ვაბშეც ეკლესიურად უნდა იცხოვრო…გაიგე გოგოო..
- ვა..რა კლიენტი ყოფილა?.. ხოდა მიგიყვანოს მერე.. დაუჯერე რასაც გებაზრება.. ძაან გადაფანატიკოსებულები არც მე მევასება. მაგრამ მამაო ,,ვინუჟდენში” უნდა აიყვანო..და ვაბშეც ეკლესიურად უნდა იცხოვრო…გაიგე გოგოო..
აი ამ დიალოგმა დამაფიქრა…გამახსენდა ჩვენი სიყმაწვილე.. ეკლესიური ცხოვრების გამოღვიძების ხანა, რომელსაც უშუალოდ ესაფეხურებოდა ეროვნული მოძრაობის და, ზოგადად, ეროვნული ცნობიერების გამოღვიძების მტკივნეული, მაგრამ ამაღლებული პროცესი…როგორი გზნებით შევდიოდით ეკლესიაში… როგორ ვეძებდით სასულიერო შინაარსის წიგნებს. გაყვითლებული ფურცლებიდან ვიწერდით ჩვენივე ხელით. რადგან სასულიერო ლიტერატურა მაშინ არ იშოვებოდა…როგორ ვეძებდით და ვპოულობდით… ვიტანჯებოდით სიბნელით და შესაბამისად წყურვილი გვქონდა სინათლის და ჭეშმარიტების ძიების.. როგორ გაცვდა ყველაფერი, დაკნინდა…ლამის კარიკატურის სახე მიიღო …ან საიდან 20-22 წლის ახალგაზრდებში ასეთი განწყობა?..ეკლესიაში სიარული გრუზიაში დღეს თურმე საზომი ყოფილა შეყვარებული ქალის ქალობის, პატიოსნების…წესიერების…ერთი მითხარით, რისი ღირსია ის ქვეყანა, სადაც ასე ბნელა? სადაც 20-22 წლის ახალგაზრდა ბიჭები ფიქრობენ, რომ ოდენ ეკლესიაში წარამარა სიარული ქალისა, ისევე როგორც ყბადაღებული საქალწულე აპკი განსაზღვრავს თურმე ადამიანობას, პიროვნებას, ღირსებას…და თანაც ტესტია, თუ რამდენად მოგულავეა ან სანდო ქალი.. უნებურად მიჩნდება კითხვა: აი, ასეთი აზროვნების ,,საზოგადოებას” აქვს კი ნათელი მომავალი?!
Comments
Post a Comment