წმინდა ნაწილებზე და ძვლებზე ზოგადად
წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილი საქართველოში
10 მცნებიდან პირველი და მეორე მცნებები გვეუბნებიან:
- მცნება პირველი: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
- მცნება მეორე: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
და რა არის წმინდანთა კულტი თუ არა კერპების შექმნა?
წმინდანი არის პირი, ვინც განსაკუთრებულად, ქრისტიანული წესების თანახმად ცხოვრობდა და ასრულებდა ქრისტეს მოძღვრებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მას ვინმე უნდა ეთაყვანოს. პატივი სცეს კი, მაგრამ არა ილოცოს მის მიმართ როგორც ღმერთის მიმართ. წმინდანების უმეტესობას არა მგონია მოსწონებოდათ ის, რათაც ისინი იქცნენ სიკვდილის შემდეგ. ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ფენომენს აქვს წარმართული სარჩული, წმინდანთა კულტი სხვა არაფერია, თუ არა წარმართობის გადმონაშთები.
გაცილებით უარესი და საზიზღარია წმინდა ნაწილების ფენომენი. იმის მაგივრად, გვამი იდოს საფლავში, ისინი დაანაწევრეს, სათითაო ძვლებად, და დაატარებენ ტაძრიდან ტაძარში. სად წერია სახარებაში, რომ კარგი ქრისტიანების გვამები უნდა დაჩეხონ ნაწილებად, დაშალონ მარტივ მამრავლებად და მათ ეთაყვანონ? არსად. ეს არა მხოლოდ წარმართობაა, არამედ ნეკროფილური წარმართობა.
Comments
Post a Comment