რა ღირს მართლმადიდებლობა?
ახლახანს ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა საკმაოდ საინტერესო ამბები მოყვა. მათ სოფელში განწესებული მართლმადიდებელი მღვდელი ხალხს არწმუნებდა, რომ მისი კათოლიკე კოლეგა მრევლის სულებს სატანას ჰყიდის და რომ მესა სატანის მსახურებაა. თავისთავად მხოლოდ საშინელი ზღაპრების მოყოლა არ იყო საკმარისი მოსახლეობის დასარწმუნებლად, რომ მართლმადიდებლური რწმენა არის ერთადერთი ჭეშმარიტი. ყველაზე კარგად ამაზე ფული მეტყველებს. სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო.
იმავე სოფლის მკვიდრების თქმით ზოგ ოჯახს გადანათვლაში ტანხა - 1000 ლარამდე სესთავაზეს. არიან ოჯახები, ვინც მართლმადიდებლობა მიიღო, და თუ უწინ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, უცებ ფული გამოუჩნდათ. თუ არ ჩავთვლით, რომ ფული მარტლმადიდებლურად მონათვლის მადლს მოაქვს, გაჩნდება ბუნებრივი კითხვა - საიდან ფული? რა თქმა უნდა კონკრეტული მამაო, რა მონდომებითაც არ უნდა ცდილობდეს ხალხის მოქცევას, საკუთარი ჯიბიდან არცერთ თეთრს ამაში არ დახარჯავს. ესე იგი ამ ყველაფერს აკონტროლებს და მართავს მინიმუმ მეუფე თეოდორე. ანუ, ჩვენი, გადამხდელების ფული, რომელიც შემდეგ მისდის საპატრიარქოს, მორწმუნეების ყიდვაში იხარჯება.
ანუ, მართლმადიდებლურად მონათვლა შესაძლოა სარფიანი საქმე აღმოჩნდფეს თუ სწორ ადგილას ცხოვრობთ. ასევე, მართლმადიდებლობაში გადასვლის მადლი ხშირად კარიერულ წინსვლაშიც ეხმარება ხალხს.
ადრე უკვე დავწერე სტატია "რწმენა იძულებით" სადაც კათოლიკურ სოფლებში სამრევლო სკოლების შესახებ ავღვიშნე. შეგახსენებთ, რომ ნახევარი მილიონი ლარი ოფიციალურად მხოლოდ პროზელიტიზმში იხარჯება.
ამ ხარჯების ფარგლებს გარეთ რჩება კერძო შემთხვევები, როდესაც საჯარო სკოლაში სასულიერო პირი იწყებს გაკვეთილის ჩატარებას და თავისთავად პროზელიტიზმს ეწევა. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა სოფელ უდეში, მეორე საშუალო სკოლაში, თუმცა დიდხანს არ გაგრძელდა.
გაწეული ხარჯებით ტუ ვიმსჯელებთ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 1% კათოლიკეები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვიდრე სოციალურად დაუცველები, უსახლკაროები და ობლები... ეკლესია იბრძვის რწმენის სრული მონოპოლიზაციისთვის.
უსახლკაროებისა და ობლებისაგან ეკლესიისთვის რა ხეირია?
ReplyDelete