როგორ გადაკეთდა ისტორია ქუთაისში
ეს ქუთაისის ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვის კათოლიკური ეკლესიაა. კათოლიკეები მასიურად ქუთაისში სამცხე-ჯავახეთიდან XVII საუკუნეში გადმოსახლდნენ. ეს ეკლესია 1862 წელს აშენდა და იკურთხა. 1939 წელს კი ეკლესიაში ღვთისმსახურება აიკრძალა და იგი საკონცერტო დარბაზად გადეაკეთდა.
მნისვნელოვანია რომ სწორედ ამ ეკლესიაში ორღანზე უკრავდა ზაქარია ფალიაშვილის მამა. ქართული ოპერის ფუძემდებელმაც სწორედ ამ ეკლესიაში ისწავლა ორღანზე დაკვრა.
1989 წელს, ყოველგვარი კანონდარღვევით, ქუთაისის კათოლიკური ეკლესია, ისევე როგორც კიდევ 4 კათოლიკური ეკლესია გადაეცა მართლმადიდებლურ ეკლესიას.
ამის საფუძვლად ის იყო დასახელებული რომ, XVII საუკუნეში ამ ადგილას ხის წმ. სოფიოს ეკლესია იყო, რომელიც თურქებმა გადაწვეს.
მართლმადიდებლური ეკლესია ყველანაერად ცდილობს წაშალოს საქართველოში კათოლიციზმის ისტორია. სწორედ მართლმადიდებლური სამღვდელოების ბრძანებით განადგურდა ის ორღანი, რომელზეც ზაქარიუა ფალიაშვილმა ისწავლა დაკვრა. ჯერ ის დაჩეხეს, შემდეგ კი გამოიტანეს ეკლესიიდან და გადაყარეს ნარჩენები.
აი აქ უნდა ყოფილიყო ორღანი, რომელიც აღარ არის. ეს იმ ქვეყანაში მოხდა, სადაც ვითომდა ასე უფრთხოლდებიან საკუთარ ისტორიას და ტრადიციებს. ფალიაშვილის ძეგლები ქუთაისშიც დგას და თბილისშიც. ორღანი კი ვანდალურად დაჩეხეს, ისტორიის გასანადგურებლად.
ამ ფონზე განსაკუთრებით სასაცილოდ ჟღერს მითები ქართველთა ტოლერანტობაზე, რომელიც მხოლოდ მითია და რეალობასთან როგორც ირკვევა, არაფერი აქვს საერთო.
მაშინ, როდესაც ილორის წმინდა გიორგის ტაძრის გადაკეთებაზე ვშფოთდებით, ტაო-კლარჯეთში ჩვენი ძეგლების თურქი სპეციალისტების მიერ რეკონსტრუქციას "განვიცდით", რატომღაც ვივიწყებთ რომ ჩვენც ვშლით ისტორიას საკუთარ ქვეყანაში აი ასე, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვისაც არაა უცხო ვანდალიზმი, როდესაც მათ სურთ ისტორიის შენიღბვა. ქვედებას რა თქმა უნდა ამართლებს ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ხვისტანი, რომელიც არც ტყუილს გაურბის და საუბრობს კათოლიკე მღვდლების ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაზე, ხოლო არცერთი მტკიცებულება არ მოჰყავს. ანუ მღვდელი იტყუება.
ალტარი "გამართლმადიდებლურია".
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეკლესიას ყველაფერში ეტყობა მისი ნამდვილი წარმომავლობა. არსებობს ამის დამამტკიცებელი დოკუმენტებიც, მოთხოვნების მიუხედავად იგი მაინც მართლმადიდებლების ხელში რჩება.
სააღმსარებლოში ხატებს და სანთლებს ყიდიან.
ლათინური წარწერაგვამცნობს, რომ ეკლესია ქალწული მარიამის უბიწო ჩასახვისაა.
XIX - XX საუკუნის მიჯნაზე, ქუთაისის კათოლიკური თემი არა მხოლოდ საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, არამედ საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა ქალაქის ცხოვრებაში. მართლმადიდებლური სამღვდელოება ყველანაირად ცდილობს ამ კვალის მოსპობას. რომ შეეძლოთ ფალიაშვილსაც აკრძალავდნენ.
აი ასეთი მძიმე შთაბეჭდილებები დამრჩა ქუთაისის ეკლესიის ნახვის შემდეგ.
საინტერესო ბმულები:
მნისვნელოვანია რომ სწორედ ამ ეკლესიაში ორღანზე უკრავდა ზაქარია ფალიაშვილის მამა. ქართული ოპერის ფუძემდებელმაც სწორედ ამ ეკლესიაში ისწავლა ორღანზე დაკვრა.
1989 წელს, ყოველგვარი კანონდარღვევით, ქუთაისის კათოლიკური ეკლესია, ისევე როგორც კიდევ 4 კათოლიკური ეკლესია გადაეცა მართლმადიდებლურ ეკლესიას.
ამის საფუძვლად ის იყო დასახელებული რომ, XVII საუკუნეში ამ ადგილას ხის წმ. სოფიოს ეკლესია იყო, რომელიც თურქებმა გადაწვეს.
მართლმადიდებლური ეკლესია ყველანაერად ცდილობს წაშალოს საქართველოში კათოლიციზმის ისტორია. სწორედ მართლმადიდებლური სამღვდელოების ბრძანებით განადგურდა ის ორღანი, რომელზეც ზაქარიუა ფალიაშვილმა ისწავლა დაკვრა. ჯერ ის დაჩეხეს, შემდეგ კი გამოიტანეს ეკლესიიდან და გადაყარეს ნარჩენები.
აი აქ უნდა ყოფილიყო ორღანი, რომელიც აღარ არის. ეს იმ ქვეყანაში მოხდა, სადაც ვითომდა ასე უფრთხოლდებიან საკუთარ ისტორიას და ტრადიციებს. ფალიაშვილის ძეგლები ქუთაისშიც დგას და თბილისშიც. ორღანი კი ვანდალურად დაჩეხეს, ისტორიის გასანადგურებლად.
ამ ფონზე განსაკუთრებით სასაცილოდ ჟღერს მითები ქართველთა ტოლერანტობაზე, რომელიც მხოლოდ მითია და რეალობასთან როგორც ირკვევა, არაფერი აქვს საერთო.
მაშინ, როდესაც ილორის წმინდა გიორგის ტაძრის გადაკეთებაზე ვშფოთდებით, ტაო-კლარჯეთში ჩვენი ძეგლების თურქი სპეციალისტების მიერ რეკონსტრუქციას "განვიცდით", რატომღაც ვივიწყებთ რომ ჩვენც ვშლით ისტორიას საკუთარ ქვეყანაში აი ასე, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვისაც არაა უცხო ვანდალიზმი, როდესაც მათ სურთ ისტორიის შენიღბვა. ქვედებას რა თქმა უნდა ამართლებს ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ხვისტანი, რომელიც არც ტყუილს გაურბის და საუბრობს კათოლიკე მღვდლების ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაზე, ხოლო არცერთი მტკიცებულება არ მოჰყავს. ანუ მღვდელი იტყუება.
ეკლესიის კედლები ლურჯადაა გადაღებილი. არ ვიცი როდის გადაღებეს, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ფერიც, იაფასიანი გადაღებვაც და ისიც რომ ეკლესია აშკარად მოუვლელია, გაპარტახებული...
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეკლესიას ყველაფერში ეტყობა მისი ნამდვილი წარმომავლობა. არსებობს ამის დამამტკიცებელი დოკუმენტებიც, მოთხოვნების მიუხედავად იგი მაინც მართლმადიდებლების ხელში რჩება.
სააღმსარებლოში ხატებს და სანთლებს ყიდიან.
ლათინური წარწერაგვამცნობს, რომ ეკლესია ქალწული მარიამის უბიწო ჩასახვისაა.
აი ასეთი მძიმე შთაბეჭდილებები დამრჩა ქუთაისის ეკლესიის ნახვის შემდეგ.
საინტერესო ბმულები:
Comments
Post a Comment