ქართული ანტისემიტიზმი?!


თბილისი ოდითგანვე მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქალაქი იყო. აქ შენდებოდა ათეშგები და ეკლესიები, მეჩეთები, სინაგოგები...

თბილისი თავისი ხანგძლივი ისტორიის მანძილზე ხან იზრდებოდა და რეგიონალური ცენტრი ხდებოდა მძლავრი ეკონომიკით და ცოცხალი ვაჭრობით, ხან კი დანგრეულ-გაპარტახებული მძიმე ჭრილობებს იშუშებდა.

ქალაქის გაძლიერების და დიდების პერიოდებში განსაკუთრებით ჭრელი ხდებოდა მისი მოსახლეობა. აქ მოდიოდა სომეხი და ებრაელი, თურქი და თათარი, ირანელი და ჩრდილო კავკასიელი, რუსი და პოლონელი, გერმანელი და აისორი, სწორედ ამ სიჭრელემ შექმნა თბილისის განსაკუთრებული კოლორიტი და კულტურა. ამის გარეშე თბილისი წარმოუდგენელია.

ახლა კი ვიღაც ბნელი, ძუნძგლიანი მღვდელი დავით ისაკაძე თვლის რომ საჯაროდ რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა მხოლოდ მართლმადიდებლებს შეუძლიათ. ხვალ კი, თუ ძალა მიეცათ, ჩათლიან რომ აქ ცხოვრების უფლება მხოლოდ სუფთა სისხლიან ქართველ მართლმადიდებლებს აქვთ.

მე როგორც თბილისელს მინდა ჩემი ქალაქის მრავალფეროვნება არ იზღუდებოდეს ბნელი ძუნძგლიანი მამაოს ნებით. მე მინდა ქალაქში ზეიმობდნენ თავის დღესასწაულებს, ღიად და საჯაროთ მართლმადიდებლები და კათოლიკეები, ებრაელები და მუსულმანები, სომხები და პროტესტანტები, ქურთები და კიდევ ვინც აქ ცხოვრობს, ყველა. და არავის ეშინოდეს იმის, რომ ხვალ ვიღაც ძუნძგლიანი ფანატიკოსი მამაო რაღაცას გადაწყვეტს და მიუვარდება ზეიმს და დაარბევს.

კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ არ ამირჩევია მარგველაშვილი, ის არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მრწამსს. ვინაიდან ებრაელები საქართველოში ისტორიულად ცხოვრობდნენ და ჩვენს ერებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, მარგველაშვილი, როგორც პრეზიდენტი ვალდებული იყო მონაწილეობა მიეღო ამ დღესასწაულში. ისევე როგორც ვალდებული იქნება მიულოცოს ბაირამი მუსულმანებს.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия