თალიბანიზაცია ქართულად

დღის ფოტო - მართლმადიდებლები ზნეობის სადარაჯოზე. გიორგი გოგუა
17 მაისის მოვლენებზე ბევრი ითქვა და დაიწერა, და დებატები ამ თემაზე არ ცხრება. ვეცდები ძალიან კონკრეტულად განვიხილო თუ რა მოხდა 17 მაისს თბილისში.

საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი შეხედულებების ჯგუფმა სცადა თბილისის ცენტრში გაემართა მოკლე მშვიდობიანი მანიფესტაცია. კანონი ამას არ კრძალავს. მათ მთავრობისგანაც ჰქონდათ უსაფრთხოების გარანტიები მიღებული. კანონის თანახმად არაფერი ედგა წინ ამ ჯგუფის მშვიდობიან აქციას. მაგრამ... 

მაგრამ აღმოჩნდა რომ ქვეყანაში არსებობს ძალა, რომელიც საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს, ვინაიდან ისინი იცავენ ერის ღირსებას, სიწმინდეებს, ზნეობას, მეობასაც და კაცობასაც ალბათ. მოკლედ მოხდა ის და ისეთი მაშტაბებიტ, რაც ადრე ჯერ არ მომხდარა - სასულიერო პირებმა, რომელთა შორის იყო არც მეტი არც ნაკლები ქორეპისკოპოსი იაკობი, და ეგზალტირებულმა ბრბომ არა მხოლოდ არ მისცეს ამ ჯგუფს აქციის ჩატარების საშუალება, არამედ, რომ არა პოლიცია, ლინჩის წესით გაასამართლებდნენ მათ.

ეკლესიის ქოლგის ქვეშ დაბუდებული მარგინალური ძალები აქამდეც აქტიურობდნენ, ყველას გვახსოვს ცნობილი მამა ბასილი, რომელიც ცნობილი სწორედ იეღოვას მოწმეებზე ნადირობით გახდა საუკუნის დასაწყისში. ბასილ მკალავლიშვილის დაკავების შემდეგ შეიქმნა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" მრვდელ დავით ისაკაძის პატრონაჟით. ისინი ხან ტელე-გადაცემებს არბევდნენ, ხან სტრიპტიზ კლუბებს, ხან კათოლიკე მრვდელს აწუხებდნენ და უმწარებდნენ სიცოცხლეს ერთ-ერთ სოფელში. მაგრამ ესენი სარგებლობდნენ მარგინალების სტატუსით, "ზოგიერთი სასულიერო პირები"... თუმცა მათ სორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა - თუ ბასილ მკალავიშვილი განკვეთილი იყო, დავით ისაკაძე პირიქით, პატრიარქის ფავორიტი გახლავთ.

17 მაისს კი მოძალადენი იყვნენ არა "ცალკეული, ზოგიერთი სასულიერო პირები", არამედ მეინსტრიმი - რამდენიმე ათეული, თუ არა ასეული მრვდელი და თვით ქორეპისკოპოსი იაკობი, რომლის მრისხანე, პოლიტიკური შინაარსით გამჭვალულ ქადაგებებს ყოველ კვირას ვისმენთ სამების საკათედრო ტაძრიდან.

ანუ 17 მაისს ეკლესიის არა რაღაც ცალკეული მარგინალური ჯგუფები დარბოდნენ რუსთაველზე, მამაო ჩვენოს კიტხვას დედის გინებას რომ აყოლებდნენ და სწყუროდათ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა სისხლი - არამედ ეს უკვე გახლავთ თვიტ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ტაბურეტკით ჯვრის ნაცლად მისდევს ურჩ ადამიანს მოსაკლავად.

კი, რა თქმა უნდა აღმოჩდნენ მღვდლები ვინც დაგმეს ეს საქციელი, ვინც განაცხადა რომ ძალადობას არ აქვს არაფერი საერთო ქრისტიანობასთან, თუმცა 17 მაისის მერე ისინი უფრო არიან მარგინალები ვიდრე მმკ და სხვა აგრესიული ფუნდამენტალისტური დაჯგუფებები.

როგორ მოიქცა სახელმწიფო?

შემდგარ სახელმწიფოში ძალის ლეგიტიმურად გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურას, ამ შემთხვევაში პოლიციას. დღეს უკვე 20 მაისი დაიწყო, და მიუხედავად იმისა რომ საქმე აღძრულია, დაკავებული ჯერ არავინაა.

ამის შედეგი ძალიან მარტივია - დღეს ბრბომ მღვდლების წინამძღვრობით გაილაშქრა ლგტბ-ს უფლებების დამცველთა წინააღმდეგ. დაუსჯელობა თუ იგრძვნეს, ხვალ მიზანი ვინ იქნება?
იეღოვას მოწმეები?
კათოლიკეები?
სხვა რელიგიური უმცირესობები?
ეროვნული უმცირესობები?
ნახევრად ქარტველები?
ებრაელები?
ველოსიპედისტები?
რიჟები?
როგორც მეუფე იაკობი გადაწყვეტს...

დაუსჯელობამ ახალი რეალობა წარმოშვა - ტაბურეტკების და ჭინჭრების რევოლუცია შედგა.

საქმე ისაა რომ არც ხელისუფლებას უნდა აწყობდეს შექმნილი სიტუაცია, რადგან ქუჩის ბრბოთი შეიარაღებული ფუნდამენტალისტური ძალების გამარჯვება ნიშნავს ქვეყანაში კიდევ ერთი სერიოზული, ანგარიშგასაწევი ძალის ჩამოყალიბებას, რომელიც მათზე მეტ ძალაუფლებას მოიპოვებს მოკლე დროში, და საბოლოოდ რომლის მძევალიც გახდება დღევანდელი ხელისუფლება.

თავისთავად ეკლესიაში ასეთი ფუნდამენტალისტური ძალების გაძლიერება გუშინ არ დაწყებულა. ეს იკვეთებოდა ჯერ კიდევ 90-ანებში, მაგრამ მაშინ ეკლესიას ამდენი არც სახსრები ჰქონდა რაც დღეს, არც ამდენი ფანატიკური მიმდევარი. მაშინ, 90-ანებში, რელიგია ახალი, მოდური ხილი იყო ათეიზმში და კომუნიზმში გაზრდილთათვის. გავიდა თითქმის ორი ათწლეული და მოდა შეიცვალა ფანატიზმით, გაიზარდა ახალი თაობა, რომელშიც ღრმად არის ჩამჯდარი, სახელმწიფოსგანაც მათ უხვი დაფინანსება აქვთ, თან დაუბეგრავი ბიზნესი.

პოლიტიოკური ლიდერებიც დიდი ხანია მოექცნენ ეკლესიის მძევლობაში. 2004 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში, და მათი რეიტინგი ცას ებჯინებოდა, მათ ჩაატარეს სპეცოპერაცია და დააკავეს იმ დროისტვის ყველაზე ოდიოზური მღვდელი ბასილი. ამან დიდი რეზონანსი და მითქმა მოთქმა გამოიწვია. წლები გავიდა და ბასილის დაპატიმრება დანაშაულად დაუყენეს ნაციონალებს, ეკლესიაში სპეცოპერაციის გამო კი ეკლესიების დამანგრეველებად, სარწმუნოების შემფურთხებლებად შერაცხეს. შემდეგ კი ნაციონალების მთავრობის რეიტინგი ბევრად უფრო შესუსტდა, ამიტომ ისინი ვერარ რისკავდნენ ეკლესიის განრისხებას.

სტატიაში კეთილი სამარიტელი და საპატრიარქო მოვიყვანე ციფრები, თუ როგორ გაიზარდა საპატრიარქოს დაფინანსება ნაციონალების მმართველობის პერიოდში. 2007 წლის ცნობილი მოვლენებს მოყვა საპატრიარქოს დაფინანსების გაორმაგება, ომს და 2009 წლის აქციებს კი კიდევ 150%-ით ზრდა. მარტივი ლოგიკითაც გასაგებია რომ, ამ დროს ნაციონალური მოძრაობის მთავრობას გადასარჩენად ეკლესიის მხარდაჭერა თუ არა, მინიმუმ სიჩუმე სჭირდებოდა. ამითვის მათ იყიდეს ეკლესია.

მიუხედავად უხვი დაფინანსებისა, ასევე დაუბეგრავი ბიზნესისა, შავი ჯიპებისა და მზარდი გავლენისა, ეკლესიაში გაბატონებული ფუნდამენტალისტური ფრთა, რომელსაც ასევე ვეჭვობ რუსეთიდანაც ასერიოზული მხარდაჭერა აქვს, მაინც უკმაყოფილო იყო - ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში ამკვიდრებდა მათთვის სრულიად მიუღებელ ფასეულობებს. ამიტომ ეკლესიისა და მთავრობის კოაბიტაცია, რომელიც ეფუძვნებოდა მხოლოდ ფულს განწირული იყო. თუმცა სანამ მთავრობა ძლიერი იყო, ფუნდამენტალისტები მოლოდინის რეჟიმში იყვნენ, გარეთ მარგინალური მმკ გამოყავდათ და შავი ჯიპებით დასეირნობდნენ.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ სიტუაცია შეცვალა. მისმა ლეგენდარულმა 6.5 მილიარდმა ბევრს აუნთო გულები და თვალები, მათ შორის საპატრიარქოსაც. ნამდვილად ვერ ვიმარჩიელებ იმაზე თუ როგორ გარიგდნენ ბიზინა და საპატრიარქო, თუმცა 1 ოქტომბრის არჩევნებში ოცნების გამარჯვებაში სასულიერო პირების როლის გადაფასება რთულია. არჩევნების შემდეგ კი დროა დაპირებები შეასრულონ.

არა მგონია ფუნდამენტალისტებს ამდენი იმისტვის ეშრომათ რომ ერთი დონორი მეორეთი შეეცვალათ. 25 მილიონს ისინი ნაციონალებისგანაც მიიღებდნენ. ამჯერად მათ საკუთარი კურსი, საკუთარი ძალაუფლების დამკვიდრებაც სურთ. ვის მათ? მიჭირს პასუხის გაცემა. ილია მეორე ძალიან დაბერდა, ყველაზე მკაფიოდ კი იაკობი ჩანს.

17 მაისი კი სწორედ ფუნდამენტალისტური ძალების ძალის გამოვლინება იყო. აბა რისთვის მოიგეს მათ არჩევნები? აწი კი რადგან გაუვიდათ, უფრო და უფრო მეტად უნდა მიგვითითონ ამბიონებიდან ჭეშმარიტი და სწორი ფასეულობები. სწორედ ასეთი საშიში ძალის მძევალია ახლა ბიძინა ივანიშვილი. მით უფრო საშიში რომ, ქვეყანაში სწორედ ეკლესია სარგებლობს ყველაზე მაღალი ნდობის ფაქტორით.

ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი ჯერ კიდევ მაღალია, თან როდესაც ამ ერთ საკითხში მისი და ნაციონალური მოძრაობის შეთანხმება ნამდვილად შესაძლებელია, მას აქვს შანსი გაანეიტრალოს ეს საშიში ძალა, მაგრამ ასეთ სერიოზულ და საშიშ ნაბიჯს ძლიერი პოლიტიკური ნება სჭირდება, რომელიც არ ჩანს. ჯერჯერობით, როგორც ჩანს,ივანიშვილმა მხოლოდ შეარბილა იაკობის აგრესიული რიტორიკა, მაგრამ ასეთი მცირე ზომები არაა საკმარისი, სახელმწიფო აპარატის ოდნავი შესუსტებისას, ფუნდამენტალისტები კიდევ უფრო აგრესიულად წამოყოფენ თავს.

ხოლო რაც შეეხება თავად ჰომოფობიას და ლგტბ-ს, რის გამოც მოხდა ეს ყველაფერი, ეს მხოლოდ ლეღვის ფოთოლია - მასის ყურადღების გადასატანი თემაზე, რაც უეჭველი იმუშავებს - ჰომოფობია. თუ რაოდენ დიდი პრობლემაა საქართველოში პირადი ცხოვრების დაცვა ეს სულ სხვა და არანაკლებ დიდი თემაა. მაგრამ 17 მაისის მოვლენების კონტექსტში მეორე ხარისხოვნად მეჩვენება. კიდევ დიდი დრო იქნება საჭირო, რათა ხალხმა შეიგნოს - კანონის წინაშე ყველა თანაბარია, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, რელიგიისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.

მთავარი კი ირანის ისლამური რევოლუციის საქართველოში ფარსის სახით ექსპორტის მცდფელობის მოწმენი ვართ, და თუ ჩვენ არ გვინდა ცხოვრება "საქართველოს მართლმადიდებლურ რესპუბლიკაში", არამედ გვსურს დასავლური ტიპის სეკულარული სახელმწიფო, მაშინ უნდა დავიცვათ იგი ყველამ... განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, რელიგიისა, სექსუალური ორიენტაციისა ...


Comments

  1. bla bla bla
    rogorc sachiroa ise xdeba yvelaferi ^^

    ReplyDelete
  2. რაა საჭირო? ვიღაც ბინძური წვერებიანი იაკობი გვკარნახობდეს როგორ ვიცხოვროთ? თქვენ თუ გსურთ იყოთ ამ გაუნათლებელ ბრბოში თქვენი ნებაა. მაგრამ სხვას თუ აიძულებთ, მიიღებთ პასუხს

    ReplyDelete
  3. ბინძურ წვერებიანს რომ უწოდებ სხვას, თავად რა გამოდიხარ, იქნებ მიპასუხო?!

    ReplyDelete
  4. მართლაც რომ ბლა-ბლა-ბლა... არ იციან რა მოხდა სინამდვილეში და, ეჭვი მაქვს,არც აინტერესებთ. იციან, რომ ლგტ-ეები პრაქტიკულად რამდენიმე თუ იყო და ისინიც ძალათი მირეკილები?! რომ ენჯეოშნიკების და ნაცების მიერ იყო დაგეგმილი პროვოკაცია და ამ პროვოკაციის თავიდან აცილება შეძლო სამღვდელოებამ?! 2 თუ 3 მღვდლის უსაქციელობის გამო მთელი ქართული სამღვდელოება უნდა გალანძღონ?

    ReplyDelete
  5. სახარება მაინც მაქვს წაკითხული, და ვიცი რომ რასაც ესენი ქადაგებენ არაა ქრისტიანობა. გირჩევთ თავადაც წაიკითხოთ ეს წიგნი

    ReplyDelete
  6. იდიოტების აღლუმი როდისაა დაგეგმილი?
    ნაცები რა შუაშია? ბიზინამ და წულუკიანმა რა არ მისცეს "დაბრო"?
    2-3 მღვდელი კი არა მეუფე იაკობი, მიქაელ ბოტკოველი და მთელი სასულიერო სემინარია იქ იყო. 2-3 მღვდელი გბყავთ მარტო ადეკვატური, მაგრამ არ უსმენთ

    ReplyDelete
  7. თქვენი გზა კი გაქვთ, მარა მას ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия