ქართველი სამღვდელოება და პირველწყაროები
მოიყვანეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს. ეუბნებიან მას: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული. მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო, ასეთების ჩაქოლვა. შენ რას იტყვი?“
ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა მისი საწინააღმდეგო ბრალდება ჰქონოდათ. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა. რომ არ მოეშვნენ შემკითხველნი, გასწორდა და უთხრა მათ: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან დაჰკრას ქვა!“ კვლავ დაიხარა და განაგრძო წერა მიწაზე.
ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიბნენ სინდისმხილებულნი, და დარჩა მარტო იესო, და შუაში მდგომი ქალი.
წამოიმართა იესო, ვერავინ დაინახა იმ ქალის მეტი და უთხრა მას: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“
უთხრა მან: „არავინ, უფალო!“ უთხრა იესომ: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ“. იოანე (8; 3-11)

ეს არის ნაწყვეტი სახარებიდან. ნებისმიერი ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესი წიგნიდან. ამაზე მაღლა ვერავის სიტყვები ვერ იქნება მორწმუნე ქრისტიანისთვის, ვერც პატრიარქის, ვერც მეუფის, ვერც რომელიმე რელიგიური მოღვაწის. ყველაფერი ამ ნაწყვეტში გასაგებზე გასაგებადაა მოცემული, ორმაგი ინტერპრეტირების საშუალების გარეშე. ასე რომ რომელი რჯულის კანონს გულისხმობდა ლაშა ჟვანია? აშკარად არა ამას.
როგორც ჩანს, მწიგნობრებს და ფარისევლებს მეტი ჰქონდათ სინდისი, ვიდრე ქართველ მღვდლებს. ან რუსთაველზე 17 მაისს გამოსული ბრბო ისეთი უცოდველი და უმწიკვლო იყო, რომ იესოც ვერ დაახევინებდა უკან.
ალბათ იესო რომ მოვლინებოდა XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოს, მჯერა ამდენ წმინდანში ის უმუშევრად დარჩებოდა. ჩვენ ხომ თვით მეუფე იაკობი გვყავს, ვინც ქრისტიანობა უეჭველი თვით იესოზე და მის მოციქულებზე უკეთ იცის.
ისე კი, უმორჩილესად გთხოვთ, სამების საკათედრო ტაძარში, ვინმემ, ჩუმად შეაპარეთ ახალი აღთქმა, ეგებ შემთხვევით მაინც წაიკითხონ...
ვეჭვობ რომ 17 მაისს რუსთაველზე გამოსული ეგზალტირებული ბრბოს 10%-საც არ აქვს წაკიტხული ეს წიგნი. კითხვა მაქვს ე.წ. სასულიერო პირებზე, მათ თუ აქვთ წაკითხული?
Comments
Post a Comment