Vae victis


მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, და არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ამ მხრივ არაფერი გააკეთეს, სწორედ ამ მხრივ საკმაოდ ბევრი იყო გაკეთებული, ბევრი კომპრომისი და უკან დახევა, მიუხედავად ამისა ბოლო თვეების მანძილზე, რუსეთის საოკუპაციო ზოლი 200-300 მეტრის ბიჯით იწევს ქარელის და გორის რაიონების სიღრმეებში. ჩვენი ხელისუფლების რეაქცია ამ ფაქტებზე მოუმზადებელი, დაბნეული და რბილად რომ ვთქვათ არაადეკვატურია. სახეზეა ხელისუფალთა გაოცება – მიუხედავად დათმობებისა პასუხად მივიღეთ კიდევ უფრო მეტად გადმოწეული საზღვარი. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს მთავრობისთვის დათმობების პოლიტიკა არ მუშაობს…
ძველ რომში, ძვ.წ. 390 წელს ასეთი რამ მოხდა: ქალაქი აიღეს გალებმა, და კაპიტოლიუმის გორას ალყა შემოარტყეს. სანამ რომაელები ძალებს მოიკრეფდნენ და შეძლებდნენ შურისძიებას, მოლაპარაკებები გაიმართა. რომაელები უნდა დანებებულიყვნენ. ბრენუსმა – გალების მხედართმთავარმა მოითხოვა ათასი ფუნტი ოქრო. როდესაც სასწორზე დადეს გირები და ოქტო, რომაელებმა შეამჩნიეს, რომ გალების გირები არაა მთლად სანდო და პროტესტი გამოთქვეს. ამის პასუხად ბრენუსმა გირებს საკუთარი ხმალი დაადო და თქვა ცნობილი ფრაზა: Vae victis – ვაი დამარცხებულთ, რაც ნიშნავდა, რომ პირობებს საზღვრავს იგი – გამარჯვებული.
ისტორიის მორალიც სწორად ეს არის – დამარცხებულიას პოზიციაში დადგომა და ასე სამართლის და წყალობის მოთხოვნა სწორედ იმ შედეგს მოგვიტანს, რაც რომაელებს მოუტანა – ვაი დამარცხებულთ.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия