ივანიშვილის საიდუმლოებით მოცული ცოლი
(პირველი ნაწილი)
“1991 წელს 35 წლის ასაკში ბორის ივანიშვილმა ცოლად შეირთო ცხრამეტი წლის ეკა ხვედელიძე,” – ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერ წაგვიკითხია, ან მოგვისმენია ეს ფრაზა? დამეთანხმეთ, ეს ალბათ, ძნელი დასათვლელია. ივანიშვილის ბიოგრაფიის ყველა ვერსიაში გამოყენებულია სწორედ ეს ფრაზა. ის გადადის პუბლიკაციიდან პუბლიკაციაში. ვერსიების რაოდენობაც, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი არ არის. და არც ერთ მათგანში არ არის ნათქვამი იმის შესახებ, თუ სად მოხდა ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინე ხვედელიძის შეუღლება. არსად არ სახელდება მათი ქორწილის, ქორწინების რეგისტრაციის ან ჯვრისწერის ზუსტი თარიღი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით ისიც კი არ ვიცით, არიან თუ არა ისინი შეუღლებულნი!
საფრანგეთის ეს ორი მოქალაქე ამჟამად, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს აქტიურ მართვას ცდილობს, საქართველოს მოქალაქეებმა ისიც კი არ იციან, სად და როდის შეუღლდნენ საფრანგეთის ეს ორი მოქალაქე! ეს უსამართლობაა. ივანიშვილის ამომრჩეველს სიგიჟემდე უყვარს მისი ვირტუალური მილიარდები, ოცნებობენ კიდევაც მათზე, მაგრამ ოჯახურ მდგომარეობაზეც ხომ არის საჭირო ფიქრი! რატომ არის, რომ საქართველოში ყველაზე «ღირსეულმა მეუღლემ» არც ერთხელ არ ისაუბრა თავისი ცხოვრების უბედნიერესი დღის შესახებ? იმ შესანიშნავი დღის შესახებ, როდესაც ის ჭორვილელი მზეჭაბუკის ”ღირსეული” მეუღლე გახდა?
უნდა ავღნიშნო, რომ ტერმინი “ღირსეული მეუღლე” ჩემი მოგონილი არ არის. მე ის შემხვდა ეკატერინე ხვედელიძისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ უაღრესად ისტერიულ პანეგირიკში. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ პანეგირიკში არაფერია ნათქვამი ხვედელიძის განათლების შესახებ. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ არავინ არ იცის, რის “სწავლაზე” დახარჯა ხვედელიძემ 4,5 ათასი ამერიკული დოლარი. საკვირველია, როდესაც საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში შექმნილია ელექტრონული დოკუმენტაციის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და მისაწვდომი სისტემა, ქართველი ჟურნალისტები თითქმის არ იყენებენ მას! მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენ მთავარ საკითხს.
ჟურნალისტური გამოძიებების დროს ხდება ხოლმე, რომ დამქანცველი და ხანგრძლივი ძიების შემდეგ უცბად თავს იჩენს მარტივი და ნათელი იდეა. უცბად წააწყდები უცნაურ შეტყობინებას, რომელიც აღმოჩნდება გამოცანის ამოხსნის გასაღები. ზუსტად ასეთი გასაღები იყო ჩემთვის ბანალური, მრავალჯერ გადაკითხული სტატია ვიკიპედიაში ბიძინა ივანიშვილის შესახებ. ვიკიპედია, რა თქმა უნდა, განიცდის სხვადასხვა “ძალების” ძლიერ ზემოქმედებას და მისი ინფორმაციის ძირითად წყაროდ გამოყენება ძალიან სახიფათოა. ზოგჯერ ის შეიცავს აშკარა ტყუილსაც. მაგრამ ვიკიპედია იმით არის საინტერესო, რომ იძლევა შესაძლებლობას სწრაფად ადევნო თვალ-ყური მოვლენების ქრონოლოგიას და განახლებადი ინფორმაციის წყაროებს. ასეთი რამეების ფალსიფიცირება ძნელია და არც არის ამის საჭიროება.
ამგვარად, ვათვალიერებდი რა ვიკიპედიაში კიდევ ერთხელ (სრულიად უიმედოდ) სტატიას ივანიშვილის შესახებ, მივაქციე ყურადღება მოკლე შეტყობინებას, რომელიც სამი-ოთხი თვის წინ ჯერ არ იყო. აი ეს შეტყობინება: “მანამდე ივანიშვილი დაქორწინდა საფრანგეთში 1991 წლის 25 ნოემბერს ინგა ალბერტის-ასულ პავლოვაზე, რომელსაც გასცილდა 1994 წლის 18 მაისს”.
ეს სრული სიგიჟე იყო. მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ დიდი ხანია უკვე იცის, რომ 1991 წელს ივანიშვილმა ცოლად შეირთო ქალი, რომელსაც ეძახის “ჩემი ეკა”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 1991 წელს მან ცოლად შეირთო ეკატერინე ხვედელიძე და არა ინგა პავლოვა. და საერთოდ, ა ვინ არის ეს პავლოვა ?!
მაგრამ ვიკიპედიის შეტყობინებაში არის “მითითება ნომერი 66″ (ივანიშვილის ყოფილი ცილის ინგა პავლოვას შესახებ), რომელიც შეიცავს შემდეგ ტექსტს: “Acte de Marriage registre 441 Numero d’acte 821 la mairie de Paris 13 arrondissement”. თარგმანში ეს ნიშნავს ზუსტად შემდეგს (სტილი დაცულია): ”ქორწინების აქტი რეგისტრი 441 აქტის ნომერი 821 პარიზის მერია ოლქი 13″.
თავიდან ვიფიქრე, რომ ეს მითითება რაღაც სისულელეა. საერთოდ, მითითებები ვიკიპედიაში იძლევიან შესაძლებლობას ინტერნეტში მოიძებნოს შესაბამისი პუბლიკაცია. ისიც კი ვიფიქრე, რომ ვიღაცამ პროვოკაცია მოაწყო იმის იმედით, რომ ვინმე ბრიყვი ჟურნალისტი აიტაცებს “ინფორმაციას”, შემდეგ კი ეს ”ინფორმაცია” აღმოჩნდება ყალბი. მაგრამ მერე ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ვიღაცამ განგებ გააკეთა ზუსტად ეს შეტყობინება და ზუსტად იმ სახით, როგორც ეს იყო გამოქვეყნებული. ბოლოს და ბოლოს ცნობისმოყვარეობამ სძლია და მე დავიწყე «ინგა ალბერტოვნა პავლოვას» ძებნა. მითუმეტეს, რომ მამის სახელი ”ალბერტოვნა” – ეს ზეციური საჩუქარია ყველა მკვლევარისთვის. ასეთი მამის სახელის მქონე ქალი არც ისე ბევრი უნდა იყოს.
როგორი იყო ჩემი გაკვირვება, როცა მე მალე აღმოვაჩინე, რომ ერთად ერთი ქალი, რომელსაც ასე ჰქვია და შესაფერის ასაკშია, დარეგისტრირებულია მოსკოვის ერთ-ერთ შესახვევში, რომელიც გადის ტვერსკაიას ქუჩაზე, წითელი მოედნიდან ორი ნაბიჯის მანძილზე. ეს ინგა დაბადებულია 1963 წლის 9 სექტემბერს. გაგახსენებთ, რომ ივანიშვილი დაბადებულია 1956 წელს.
უფრო მეტიც! როცა მე დავიწყე ტოტალური ძებნა, აღმოვაჩინე, რომ ინგა პავლოვა მითითებულია, როგორც მოსკოვის ТОО “Факториал Компания”-ს დამფუძნებელი და ბუღალტერი. დარეგისტრირების დროს 1994 წელს ამ კომპანიას ცოტა სხვანაირი დასახელება ჰქონდა – “Компания факториал”. კომპანიის მოღვაწეობა მდგომარეობდა “მარკეტინგულ კვლევებში” და “შუამავლურ მომსახურეობაში”. მართალია, “სიკვდილამდე” რამდენიმე წლით ადრე, 2000 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე წლის განმავლობაში, ”კომპანია ფაქტორიალი” არ აბარებდა მოსკოვის საგადასახადო სამსახურს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. ალბათ, ეს მართებულიც იყო: არარსებულ საქმიანობაზე რა ანგარიში უნდა ყოფილიყო?
მაგრამ მთელი ინტრიგა იმაშია, რომ ინგა პავლოვას პარტნიორი ამ კომპანიაში იყო პოლიაკოვი სტანისლავ არიევიჩი, დაბადებული 1957 წელს. სწორედ ამ ბატონ პოლიაკოვს აქვს უშუალო შეხება ბანკთან Российский кредит, რომელიც ვითომდა უკვე აღარ ეკუთვნის ივანიშვილს.
პოლიაკოვი 1993 წელს მსახურობდა ბანკში Российский кредит-ში განყოფილების გამგედ, შემდეგ Российский кредит -ის საპენსიო ფონდში, და 2000 წლიდან დაწინაურდა კომერციული დირექტორის თანამდებობაზე Металлоинвест — ში, КМА Холдинг და ივანიშვილის იმპერიის სხვა საკვანძო საწარმოებში. ივანიშვილის ნათესავთან უჩა მამაცაშვილთან ერთად, პოლიაკოვი იყო სტოილენის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორთა საბჭოს წევრი.
დაახლოვებით 2005 წელს ივანიშვილმა მთელი ეს მეტალურგიული მეურნეობა მიჰყიდა რუს ოლიგარქს ალიშერ უსმანოვს, ვისი სახელიც მრავალჯერ არის მოხსენიებული აშშ-ს გამოძიებათა ფედერალური ბიუროს იმ ანგარიშებში, რომლებიც ეთმობა კანონიერ ქურდის ვიაჩესლავ ივანკოვის კრიმინალური ორგანიზაციის საქმიანობას, ივანკოვი ქურდულ სამყაროში ცნობილია მეტსახელით «Япончик» -ი. ივანკოვი გარდაიცვალა 2009 წლის ოქტომბერში. იგი იმსხვერპლა იმავე წლის ივლიში ორი სნაიპერის მიერ მიყენებულმა ჭრილობებმა. ეს მოხდა მოსკოვში. სიტყვამ მოიტანა და ივანკოვის რუსული პროექტების ამერიკელი “ინვესტორი” იყო ივანიშვილის პარტნიორი ჯერ კიდევ 90-ში. მაგრამ ამაზე შემდეგ იყოს..
დაახლოვებით 2005 წელს ივანიშვილმა მთელი ეს მეტალურგიული მეურნეობა მიჰყიდა რუს ოლიგარქს ალიშერ უსმანოვს, ვისი სახელიც მრავალჯერ არის მოხსენიებული აშშ-ს გამოძიებათა ფედერალური ბიუროს იმ ანგარიშებში, რომლებიც ეთმობა კანონიერ ქურდის ვიაჩესლავ ივანკოვის კრიმინალური ორგანიზაციის საქმიანობას, ივანკოვი ქურდულ სამყაროში ცნობილია მეტსახელით «Япончик» -ი. ივანკოვი გარდაიცვალა 2009 წლის ოქტომბერში. იგი იმსხვერპლა იმავე წლის ივლიში ორი სნაიპერის მიერ მიყენებულმა ჭრილობებმა. ეს მოხდა მოსკოვში. სიტყვამ მოიტანა და ივანკოვის რუსული პროექტების ამერიკელი “ინვესტორი” იყო ივანიშვილის პარტნიორი ჯერ კიდევ 90-ში. მაგრამ ამაზე შემდეგ იყოს..
სტოილენის კომბინატის ორი მყიდველის შესახებაც შეიძლება ბევრი რამის მოყოლა და გამოვიდოდა არც თუ ურიგო “კრიმინალური საკითხავი” სოლნცევოს მაფიის შესახებაც. მაგრამ ეხლა მაგათზე არ არის ლაპარაკი. საქმე იმაშია, რომ დასაწყისში საკმაოდ მოჩვენებითი ინგა პავლოვა თანდათან იძენდა რეალური ადამიანის თვისებებს. ამგვარად დადგინდა ინგა პავლოვას უეჭველი კავშირი თუ თვითონ ივანიშვილთან არა, მის გარემოცვასთან მაინც. და ეს იყო მხოლოდ დასაწყისი ივანიშვილის ფარული ქორწინების ისტორიისა.
როგორც კი თავი იჩინა პავლოვას კავშირმა ივანიშვილის გარემოცვასთან, გადავწყვიტე მეძებნა ინფორმაცია ყველა მონაცემთა ბაზებში: საგადასახადო ორგანოების, საპენსიო ფონდების, ბინების, აგარაკების, მიწის ნაკვეთების, ავტომობილების მფლობელების და ა.შ. ყველგან იძებნებოდა დეტალები, რომლებიც ერთობლიობაში იძლეოდა საერთო სურათს. ინგა ალბერტის-ასული პავლოვა – აბსოლიტურად რეალურ ადამიანად იქცა.
უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ინგა პავლოვა რამდენიმე წელი მუშაობდა ივანიშვილის ერთ-ერთ ბანკში — იმპექს ბანკში. როგორც ცნობილია, სადღაც 2005 წლისთვის ივანიშვილმა მიყიდა იმპექს ბანკი ავსტრიულ Raiffeisen Bank-ს, რომელიც თავის მხრივ ძალიან საინტერესოა რუსული მაფიის მკვლევარისთვის. მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს თემას. რით იყო დაკავებული პავლოვა იმპექს ბანკში, ჩემთვის ჯერ ძნელია ამის თქმა, მაგრამ აშკარაა, რომ ის ამ ბანკში ღებულობდა ფულს მანამდე, ვიდრე ის ავსტრიელების საკუთრებაში არ გადავიდა.
იმის შემდეგ, რაც დადგინდა ინგა პავლოვას კავშირი ივანიშვილის ბიზნესთან, მე ვიფიქრე, რომ დროა უკვე სერიოზულად შევამოწმო «კეთილმოსურნეს» მიერ ვიკიპედიაში მოთავსებული ინფორმაცია ივანიშვილის მეორე (თუ პირველი?!) ცოლის შესახებ.
ყველაფერზე უკეთესი იქნებოდა მიმართვა პარიზის მერიის 13 ოლქის არქივში, იქ, სადაც მოხდა საიდუმლო ქორწინება (ბოდიშს ვიხდი ვულგარული გამოთქმისთვის), მაგრამ ამისთვის საჭირო იყო ჩემი პარიზში ჩასვლა. გარდა ამისა, არ იყო გარანტია, რომ პარიზში მოვახერხებდი რაიმე კონკრეტული შედეგის მიღებას.
მაგრამ პარიზელმა მეგობრებმა მირჩიეს, პირდაპირ პარიზის მერიისთვის მიმემართა, სადაც შეუძლიათ სწრაფად მომიძებნონ საჭირო დოკუმენტები იმ შემთხვევაში, თუ მიმართვაში მითითებული იქნებოდა ქორწინების ზუსტი თარიღი და სახელები. და მაშინ გადავწყვიტე მიმართვაში შემეტანა, “კეთილმოსურნის” შეტყობინებული თარიღი – 1991 წლის 25 ნოემბერი და ბიძინა ივანიშვილის და ინგა პავლოვას სახელები. ამის შემდეგ მე გავაგზავნე მიმართვა პარიზის მერიაში.
ორი დღის შემდეგ მე მივიღე ელექტრონული ფოსტით შეტყობინება, რომ ჩემი მიმართვა უკვე გადაცემულია მერიის 13 ოლქში და პასუხი, ალბად, იქნებოდა დადებითი. ამ ტექსტს რომ ვკითხულობდი, თვალებს არ ვუჯერებდი. ივანიშვილის მთავარი საიდუმლოება თვალწინ იღებდა რეალურ სახეს!
რამდენიმე დღის შემდეგ მე მივიღე პარიზის მერიიდან წერილი, რომელსაც თან სდევდა დოკუმენტი პარიზის მერიის 13 ოლქის ბეჭდით. დოკუმენტის დასახელება იყო: “ამონაწერი ქორწინების აქტიდან”. მე ისევ და ისევ ვუბრუნდებოდი ამ მშრალი ტექსტის კითხვას. ეს არ იყო არც მირაჟი და არც ანონიმური “კეთილმოსურნის” შეტყობინება ვიკიპედიაში.
დოკუმენტში შავით თეთრზე ეწერა, რომ 1991 წლის 25 ნოემბერს პარიზის მერიის 13 ოლქში იყო რეგისტრირებული ქორწინება ივანიშვილი ბიძინა გრიგოლის-ძესა და პავლოვა ინგა ალბერტის-ასულს შორის. დამატებით იყო დაწერილი, რომ 1994 წლის 18 მაისს პარიზის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ივანიშვილის და პავლოვას განქორწინების შესახებ, მათი ერთობრივი თხოვნის საფუძველზე.
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ძალიან ლაკონურია, მასში იჩინა თავი მრავალმა დეტალმა, რომელთა შესახებ მოგახსენებთ ამ კვლევის შემდეგ ნაწილში. მე იმასაც კი ვფიქრობ, რომ ეს დეტალები შეიძლება უფრო საინტერესო აღმოჩნდეს, ვიდრე თვით ის ფაქტი, რომ ივანიშვილი, შესაძლოა, ყოფილიყო ქორწინებაში ერთდროულად ეკატერინე ხვედელიძეზეც და ინგა პავლოვაზეც.
წარმოგიდგენთ ამ დოკუმენტს.
ვლადიმერ ივანიძე
ამ სტატიის ავტორია ვლადიმირ ივანიძეა, რაც არ არის მითითებული თქვენს ბლოგში.
ReplyDeleteთხოვნა მაქვს რომ შეასწოროთ....
გმადლობთ, გამომეპარა
ReplyDelete