რა ხდებოდა მარნეულის #44-ე საარჩევნო უბანზე

საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. პოლიტიკური პარტიები მოქმედების ახალ ეტაპზე გადადიან.  არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური სუბიექტი საბოლოო შედეგს ელოდება. მანამდე კი საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.
მარნეულის  #44-ე  საარჩევნო უბანზე   ხმების გადანაწილებასთან დაკავშირებით ვაჭრობა უბანზე კომისიის ადგილობრივ  წევრებს შორის  დილიდანვე დაიწყო.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა  „თავისუფალ ზონასთან“ საუბარში განაცხადა, რომ ისინი მას გარიგებას სთავაზობდნენ -„ თუ გაყალბების ამსახველ ვიდეო-კადრებს არ გადაიღებ, საბოლოო ოქმში დაგიწერთ რასაც გვეტყვითო“. დღის 4 საათამდე უბანზე მნიშვნელოვანი დარღვევა არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ უბანზე მისულ ამომრჩეველს პირადობის მოწმობებს არ უმოწმებდნენ იმ მოტივით, რომ ისეც ყველას ვიცნობთო…
4 საათზე კი უბანზე კომისიის წევრებმა ბიულეტენები ჩაყარეს, რაც დააფიქსირა ერთ-ერთმა არასამთავრობომ, რომელმაც პოლიტ.პატიმრებს გადაურეკა და ბურჯანაძის მომხრეებთან ერთად, ისინი საარჩევნო უბანზე გამოჩნდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა.
რაც შეეხება ხმების დათვლას, ეს პროცესი კანონდარღევით მიმდინარეობდა.  დათვლის დაწყებამდე ამომრჩეველთა სია დალუქული არ იყო, ხმების დათვლაში მონაწილეობას იღებდნენ სხვა დამკვირვებლებიც, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა განაცხადა, მან ადგილზე მისულ ცესკოს წარმომადგენელს  არსებულ უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
ამ უბანზე ამომრჩევლის აქტივობა ნაკლები იყო. 1400 დარეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებზე გამოცხადდა 360.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия