პარიზის მე-13 ოლქის მიერ გაცემული ცნობის თავისუფალი ანალიზი

ეხლა კი დაწვრილებით განვიხილოთ პარიზის მერიის მე-13 ოლქიდან მიღებული დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ 1991 წლის 25 ნოემბერს ბორის ივანიშვილმა ცოლად შეირთო ინგა პავლოვა. გაგახსენებთ, რომ იმ მომენტისთვის ყველა ნახევრად ოფიციალური წყაროების თანახმად საქართველოს ეხლანდელი პრემიერ-მინისტრი და ეგრეთ წოდებული»ქარტული ოცნების» ლიდერი უკვე დაქორწინებული იყო ეკატერინე ხვედელიძეზე.
პირველი თვალში საცემი შეუსაბამებლობა ეს ივანიშვილის დაბადების ადგილია, რომელიც მითითებულია ქორწინების რეგისტრაციის დოკუმენტებში. რეგისტრაციის ამონაწერში ნათქვამია: «ბიძინა გრიგოლის-ძე ივანიშვილი, დაბადებული 1956 წლის 18 თებერვალს თბილისში (საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა).

მაგრამ საქმე იმაშია, რომ მისი პირადობის დამადასტურებელი სხვა და სხვა ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ის თბილისში კი არა, არამედ თავის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში დაიბადა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ საზღვარგარეთული პასპორტი, რომელიც მან წარუდგინა პარიზის მე-13 ოლქის მერიის თანამშრომლებს ქორწინების რეგისტრაციის დროს, შეიცავს სწორედ ამ იმფორმაციას: დაიბადა თბილისში. ეს კი ცრუ ინფორმაციაა.
რა თქმა უნდა, მაშინვე ისმის კითხვა, ეს რა პასპორტი ჰქონდა ივანიშვილს 1991 წელს, რომელშიც მცდარი ინფორმაცია იყო? სად მიიღო ის მან? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა კარგად იცნობდე 80-იანების ბოლოს და 90-ნების დასაწყისში არსებულ სიტუაციას საბჭოთა ეპოქაში. ერთის მხრივ საბჭოთა კავშირის არსებობის მთელ მამძილზე საზღვარგარეთული პასპორტების გაცემის და საზძვარ გარეთ «კაპიტალისტურ ქვეყანაში» გამგზავრების რეჟიმი იყო დრაკონული. პირადი მონაცემების ჩვეულებრივი შემოწმების გარდა იყო კიდევ გასაუბრება ან КГБ-ს მაგვარ «ორგანოს» წარმომადგენელთან, ან რომელიმე ადგილობრივი კომუნისტური პარტიის ბობოლასთან.
მაგრამ, მეორეს მხრივ, 1990-ში და განსაკუთრებით 1991-ში, საბჭოთა იმპერია უკვე ინგრეოდა. ქრთამის მეშვეობით შეიძლებოდა ყველაფრის გაკეთება, რაც კი გინდოდა. მათთვის კი, ვინც კომკავშირის ცკ-სთან, და უფრო მეტად კომუნისტური პარტიის აპარატთან იყო დაკავშირებული, პასპორტის მიღება ერთ დღეშიც კი იყო შესაძლებელი ყველანაირი შემოწმების გარეშე. ივანიშვილი კი სწორედ კომკავშირთან იყო დაკავშირებული და საკმაოდ თავისებურად.
საქმე იმაშია, რომ ბანკ Российский кредит-ში მონაწილეობის გარდა, ივანიშვილი იყო კიდევ მეორე მოსკოვის ბანკის — Маркпольбанк-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. ეს ბანკი იყო, ალბად, ყველაზე თავხედი ბანკი რუსეთის ისტორიის მთელ მანძილზე. მისი მუშაობის დაწყებიდან სულ რამოდენიმე თვის შემდეგ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა Маркпольбанк-ის მფლობელებს უბრძანა ბანკის დახურვა, რადგან ის არალეგალურ ოპერაციებს აწარმოებდა. მაგრამ ბანკის ხელმძღვანელობამ ამ ბრძანების იგნორირება მოახდინეს და კიდევ სამი წელი გააგრძელეს «საბანკო ოპერაციების « წარმოება, სანამ არ გამოვიდა კანონი ბანკების იძულებითი დაკეტვის შესახებ.
ივანიშვილი Маркпольбанк-ში წარადგენდა მთავარ აქციონერებს — კომერციული ინფორმაციის სრულიად საკავშირო ცენტრს (ВЦКИ) და საბჭოურ-პოლონურ ერთობრივ საწარმოს Марк Поль, რომელშიც 50% -ის მფლობელი იგივე ВЦКИ იყო. ეს ორგანიზაცია, როგორც მე ვიცი, სპეციალურად «კომკავშირული» ფულის გასარეცხად იყო ჩამოყალიბებული.
ВЦКИ თავდაპირველი დასახელება ხელახალ რეგისტრაციამდე საღი აზრის სრული აბუჩად აგდება იყო: «სსრკ-ს კინოს მოყვარულთა საზოგადოების არაპროფესიული კინომატოგრაფისტების ფედერაციის კომერციული ინფორმაციის სრულიად საკავშირო ცენტრი»(!). რას აკეთებდა «შრომის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის» ყოფილი «ასპირანტი» და ალბად უკვე «შრომის მეცნიერებათა « კანდიდატი ასეთ დაწესებულებაში, , შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ.
ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 1988 წელს, ისევე როგორც თვით სსრკ-ს კინოს მოყვარულთა ორგანიზაცია, პროფკავშირების სრულიად საკავშირო ცენტრალური საბჭოს (ВЦСПС) და კომკავშირის ცკ -ს (ЦК ВЛКСМ)-ის მონაწილეობით. უნდა აღინიშნოს, რომ არაპროფესიული კინომატოგრაფისტების ფედერაცია იყო მხოლოდ ერთი იმ სამიდან, რომელიც ჩამოყალიბდა სსრკ-ს კინოს მოყვარულთა საზოგადოების ეგიდით. ივანიშვილი მოეწყო ამ ორგანიზაციაში მაშინვე დაარსებისთანავე და გახდა რაღაც განყოფილების გამგის თუ სამართველოს მართველის მაგვარი. რაც არ უნდა იყოს, არაპროფესიულ კინომატოგრაფისტებს მართვა ხომ სჭირდებიდათ, თორემ ვინ იცის რა ხალხი იყო «არაპროფესიული კინომატოგრაფისტები».
ყველა ამ ფედერაციამ მყისიერად დაიწყო სამომხმარებლო საქონლით და ნედლეულით ვაჭრობის ფირმების ჩამოყალიბება და აგრეთვე დაიწყეს იმ «კოოპერატორთა» ფულის განაღდება,, რომელთა სახით ყველაზე ხშირად ფიგურირებდნენ თაღლითები და ბანდიტები. იმ დროისთვის ცოცხალი კოოპერატორებიდან ცოტა ვინმე თუ დარჩა და მათ იმდენი ფული არ ჰქონდათ, რომ კომკავშირული ფუნქციონერები დაინტერესებულიყვნენ.
გაზეთი Коммерсантъ-ი იუწყებოდა, რომ 1991 წლის მაისში კინოს მოყვარულთა საზოგადოებაში და მისი მრავალრიცხოვანი შვილობილი ორგანიზაციების ოფისებში მილიცია აწარმოებდა ფართომასშტაბიან ჩხრეკებს, რომლებსაც მოჰყვებოდა ეჭვმიტანილების დაპატიმრებები. ჩამწუხაროდ, ამ ამბების დეტალების მოძიება მე ჯერ ვერ შევძელი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი მოიძებნებიან. შესაძლებელია, რომ ამ ამბებმა რაღაც გავლენა მოახდინეს ბორის გრიგორიევიჩის გადაწყვეტილებაზე სასწრაფოდ დაქორწინებულიყო საფრანგეთში. მაგრამ ამაზე დარწმუნებით ლაპარაკი ძნელია.
ინგა პავლოვა, ივანიშვილის ყოფილი მეუღლე, ამბობს, რომ ივანიშვილს უნდოდა მოსკოვიდან წასვლა პარიზში იმიტომ, რომ ეშინოდა »ტანკების» და არეულობების რუსეთში. ასე ეუბნეოდა მას ის. თვითონ ბიძინა (ბორისი) გრიგორიევიჩი ამის შესახებ არსად არ საუბრობს.
ინგა პავლოვას თქმით, მან «იცოდა, რომ ბორიას ვიღაც გოგონა ჰყავდა საქართველოში», მაგრამ მას მისი თქმით «აზრად არ მოუვიდოდა, რომ ის უკვე მისი ცოლი გახდა პარიზში მის ქორწინებამდე ერთი თვით ადრე.. როგორც პავლოვა ამბობს, მან ეს აღმოაჩინა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეძებდა ახალ ამბებს ივანიშვილის შესახებ. 2011 -ში ის მოულოდნელად გაჩნდა სცენაზე არსაიდან და თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ განაცხადა. ბოლოს და ბოლოს პავლოვამ აღმოაჩინა You Tube -ში ვიდეოჩანაწერი, სადაც ხვედელიზე, მისი თქმით, ყვებოდა, როგორ გათხოვდა ივანიშვილზე 1991 წლის ოქტომბერში.
როცა შევეკითხე ინგას, იციდა მან თუ არა, რომ 1992 წელს ივანიშვილს და ეკა ხვედელიძეს შეეძინად შვილი უტა, ის დაიბნა და ვერ შესძლო მკაფიო პასუხის გაცემა. საერთოდ კი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თუ ინგა პავლოვას ოდესმე სჯეროდა, რომ მას და ივანიშვილს რამე გამოუვიდოდათ, ეს შეგრძნება მან მალე დაკარგა. (ინტერვიუს პავლოვასთან გამოვაქვეყნებ შემდეგში).
ასევე მან ვერ შესძლო რაიმე ეპასუხა ივანიშვილის მეორე ვაჟის შესახებ. ბერა ივანიშვილი დაიბადა 1994 წლის დეკემბერში 7 თვის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც მამამისის და ინგა პავლოვას განქორწნების შესახებ სასამართლომ დადგენილება მიიღო. და დაიბადა ის, წყაროების თანახმად, საფრანგეთში. მგონი პავლოვამ მართლა არაფერი არ იცოდა ბავშვების დაბადების შესახებ, ან არ უფიქრია ამაზე. მისი თქმით, ის იმაშიც კი არ იყო დარწმუნებული, რომ ივანიშვილთან გაცილებულია. ეს მოხდა მისი მონაწილეობის გარეშე.
ამგვარად, ივანიშვილი და პავლოვა განქორწინებულები იყვნენ 1994 წლის 18 მაისს პარიზის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით. დავაზუსტებ, რომ განქორწინება მოხდა მათი «ერთობრივი თხოვნის» საფუძველზე, როგორც ნათქვამია სასამართლოს დადგენილების დოკუმენტში. საინტერესია განქორწინების გარემოებების განხილვა.
ინგა პავლოვა ამტკიცებს, რომ მას არ მოუწერია ხელი არავითარ დოკუმენტებზე განქორწინების შესახებ. ერთად ერთი, რაზეც მან მოაწერა ხელი, იყო რაღაც ქაღალდი, რომლის ხელის მოწერა მას «ბორისის» ადვოკატმა კატეგორიულად მოსთხოვა. იმ ქაღალდზე იყო აბსურდული ულტიმატუმი: პავლოვამ უნდა გაუჩინოს ივანიშვილს ხუთი შვილი, თუ არა და– განქორწინება! ეს რაც გინდა ის შეიძლება იყოს, მხოლოდ არ შეიძლება გამოდგეს, როგორც მიმართვა სასამართლოში «განქორწილების ერთობრივი თანხმობის» შესახებ. პავლოვამ, რა თქმა უნდა, უარი თქვა «ხუთი შვილის» გაჩენაზე და მოაწერა ხელი. და ამის შემდეგ პავლოვამ ისიც კი არ იცოდა, რომ მაისში შედგა სასამართლოს სხდომა, რომელმაც მიიღი გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეკატერინე ხვედელიძე, შემდგომ გარემოებებიდან გამომდინარე, პარიზში იმყოფებოდა ივანიშვილის და პავლოვას განქორწინების მომენტში. დადგენილება განქორწინების შესახებ იყო გამოტანილი 1994 წლის 18 მაისს. და უკვე ორი დღის შემდეგ ივანიშვილმა და ხვედელიძემ დაარეგისტრირეს პარიზში ერთდროულად ორი კომპანია: შეზღუდული პასუხისგებლობის ორგანიზაცია Kana international და უძრავი საკუთრების მართვის კომპანია Boileau-Voltaire.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი ზუსტად დაგეგმილი იყო. ივანიშვილი და ხვედელიძე ელოდნენ მხოლოდ იმ დღეს, როდესაც სასამართლო მიიღებს პავლოვასთან განქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას. ორივე კომპანიის რეგისტრაციის ტექსტში არის ნოტარიუს ჯან პუსტისის შენიშვნა იმის შესახებ, რომ კომპანიების რეგისტრაციის აქტები დარეგისტრირებულია ივანიშვნილის და ხვედელიძის თანდასწრებით. ყველა გვერდზე არის მათი ინიციალები, და ტექსტის ბოლოს – ხელმოწერები და გვარების ზუსტი დამწერლობა.
მაგრამ ნამდვილ შოკს სხვა გარემოება იწვევს. კომპანიის რეგისტრაციის დოკუმენტებში ხაზგასმულია, რომ «პარტნიორები» – ივანიშვილიც და ხვედელიძეც, ორივე არიან «ce’libataire majeure», ე,ი. არიან სრულწლოვანები და ქორწინებაში არ მყოფები. ამასთან ერთად ხვედელიძეს შესახებ პარიზელი ნოტარიუსი ტექსტში იყენებს არაორაზროვან მიმართვას «mademoiselle». ასეთი მიმართვა ჩვეულებრივად გამოიყენება გაუთხოვარი ახალგაზრდა ქალების მიმართ. მაგრამ თუ ქალბატონი 70 წლის არის და ის არასოდეს არ ყოფილა გათხოვილი, იმის მიმართაც გამოიყენება «mademoiselle».
ფრანგული სიტყვა «celibataire» აღნიშნავს არა მხოლოდ მარტოხელა ქორწინებაში არ მყოფ მამაკაცს, ან მარტოხელა გაუთხოვარ ქალს. ეს სტატუსი ხაზსს უსვამს, რომ ადამიანი არასოდეს არ ყოფილა ადრე დაქორწინებული არავისთან. იმათთვის კი, ვინც ადრე იყო ქორწინებაში, მაგრამ გაეყარა, არის სხვა იურიდიული განსაზღვრა «divorce’», ე.ი. განქორწინებული ყველა ამ განსაზღვრიდaნ გამომდინარე შედეგებით. ყველა იურიდიულ დოკუმენტში ეს ტერმინები ზუსტად არის ხოლმე დაცული, რომ არიდებული იყოს თავიდან შეცდომები და ფალსიფიცირება.
ამ შემთხვევაში კი გამოდის, რომ საქართველოს ეხლანდელი პრემიერ-მინისტრი ბიზინა ივანიშვილი არის თაღლითი. მას «დაავიწყდა» შეეტყობინებინა ნოტარიუსისთვის, რომ ორნახევარი წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული პავლოვაზე და გასცილდა მას მხოლოდ « გუშინწინ». იგივე შეეხება ხვედელიძესაც, რადგან ის ამბობს, რომ გათხოვდა ივანიშვილზე 1991 წლის ოქტომბერში, მაგრამ რატომღაც დაუმალა ეს ფრანგ ნოტარიუსს. უეჭველია, რომ არსებობენ ოჯახური წყვილები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, მაგრამ არ არეგისტრირებენ ქორწინებას. ამისთვის იურიდიულ დოკუმენტებში გამოიყენება განსაზღვრა «თანამაცხოვრები». ფრანგულ დოკუმენტაციაში ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ტერმინები «concubin» და «concubine» კაცებისთვის და ქალებისთვის შესაბამისად. ზოგ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოში ეხლა კარგად ცნიბილი სიტყვა «cohabitation».
მაგრამ ივანიშვილმა და ხვედელიძემ საფრანგეთში წყნარად მოაწერეს ხელი იურიდიულ დოკუმენტებს, რომლებიდანაც გამომდინარეობს, რომ ისინი არა მხოლოდ არ ცხოვრობენ ერთად, როგორც ოჯახი, არამედ დაქორწინებულიც არ არიან და საერთოდ არ ყოფილან ქირწინებაში არასოდეს არავისთან.
სიზუსტე მოითხოვ ითქვას, რომ სახელების და გვარების და დაბადების თარიღების გარდა, ამ დოკუმენტებში ივანიშვილზე და ხვედელიძეზე ყველა მონაცემი ფალსიფიცირებულია. მაგალითად, ფრანგული კომპანიების Kana international და Boileau-Voltaire სარეგისტრაციო დოკუმენტების თანახმად , «Mademoiselle» ხვედელიძე არის «სტუდენტი», რუსეთის მოქალაქე, და ცხოვრობს მოსკოვში მისამართზე: «რუსთაველის 18». იგივე მისამართი და მოქალაქეობა დეკლარირებული აქვს «Monseur» ივანიშვილს. მადლობა ღმერთს, 1994 წელს იგი «სტუდენტი» კი არა, «კომპანიის დირექტორი « იყო.
მართალი გითხრათ, ეს დოკუმენტები ნაჩქარევად შეთითხნილის შთაბეჭდილებას სტოვებენ, თითქოს ისინი არავინ არ გადაიკითხა და არ შეამოწმა. როგორც უკვე ვთქვი, «ბიზნეს-პარტნიორების» დაბადების ადგილის დასახელებად არასწორად იყო მითითებული დასახლებული პუნქტი «Bilissi». გასაგებია, რომ იგულისხმება «Tbilissi» მაგრამ ეს სიცრუეა, რადგან ხვედელიძეს ფრანგულ პასპორტში, რომელიც მან მიიღო2004 წელს, დაბადების ადგილად დასახელებულია საქართველოში მდებარე ქალაქი საჩხერე. აქვე ვიტყვი, რომ ეს პასპორტი გაცემულია 10 წლით და 2014 წლის 18 თებერვლიდან ვადაგასული იქნება.
ივანიშვილების ოჯახის შემოსავლების დეკლარაციაში, რომელის 2012 წლის სექტემბერში იყო შედგენილი, ხვედელიძეს დაბადების ადგილად აგრეთვე მითითებულია საჩხერე. იმავე დოკუმენტის თანახმად, ივანიშვილი დაბადებულია ჭორვილაში და არა თბილისში. მაგრამ «არა ცოლქმარ» ივანიშვილების ფრანგულ დოკმენტებში არის კიდევ ერთი განსაცვიფრებელი სიცრუე. ეს მათი მოსკოვური მისამართია: რუსთაველის 18. მოსკოვში მართლაც არის ასეთი ქუჩა, მაგრამ სახლების ლუწი ნომრები იქ მთავრდება ნომერ 14-ით «კორპუსების» დიდი რაოდენობით.. სახლი ნომერი 18 ამ ქუჩაზე არ არის.
სინამდვილეში ივანიშვილს უნდა მიეთითა თავისი მისამართები ან დერბენიევის სანაპიროზე, ან სავრასოვის ქუჩაზე. სიტყვამ მოიტანა და ეხლა სავრასოვის ქუჩაზე მდებარე ბინა ეკუთვნის ხვედელიძეს და უტა ივანიშვილს.
საკვირველია, რომ არც ერთ ფრანგულ დოკუმენტში არ არის სწორი ინფორმაცია. მაგრამ მე მოვახერხე მომეძიებინა ივანიშვილის და პავლოვას ქორწინების ჩანაწერის უფრო დეტალური ასლი. აი იქ კი არიან მოხსენიებულები ივანიშვილის მშობლები და მათი ბინების მისამართი თბილისში: რუსთაველის 18. აქ ალბად რუსთაველის პროსპექტი იგულისხმება. მაგრამ ივანიშვილთან დაკავშირებით არაფერში არ შეიძლება იყო დარწმუნებული.
არა მგონია, რომ ფრანგმა ნოტარიუსმა თავისით მოიგონა ყველა ეს ყალბი მისამართები, დაბადების ადგილები და ა.შ. მან შეადგინა ივანიშვილის კომპანიების რეგისტრაციის აქტი იმ იმფორმაციის საფუძველზე, რემელიც მას ივანიშვილმა მიაწოდა. მათ შორის «ინფორმაცია» იმის შესახებაც, რომ ის და ეკატერინე ხვედელიძე ცოლ-ქმარი არ არიან დი არც ერთი მათგანი ქორწინებაში არავისთან არ ყოფილან და არავითარ გნქორწინებას პავლოვასთან ადგილი არ ჰქონია.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნოტარიუსს, და მითუმეტეს საფრანგეთში, არ აქვს უფლება შეადგინოს დოკუმენტები ვინმეს სიტყვებზე დაყრდნობით. სიცრუე ერთხელაც იყოს და გამჟღავნდება და ნოტარიუსი სულ ცოტა სამსახურს დაკარგავს, და შეიძლება უფრო მძიმე ძედეგებსაც ჰქონდეს ადგილი. მაშინ საკითხავია, რამ აიძულა ნოტარიუსი წასულიყო კლიენტის პირადი მონაცემების ასეთ აშკარა ფლსიფიკაციაზე? დიდმა ქრთამმა? ან იქნებ ნოტარიუსი სრული კრეტინი იყო? მაგრამ მეტრ პუსტისი საკმაოდ ცნობილი ნოტარიუსია ამჟამად და კრეტინს მას ვერაფრით ვერ უწოდებ.
საინტერესოა, რომ ცოლ-ქმარ ივანიშვილების მანიაკალურმა გატაცებამ მონაცემთა ფალსიფიცირებით თავი იჩინა მრავალი წლის შემდეგაც. 2011 წელს უძრავი ქონების მართვის ფრანგულმა კომპანიამ «SCI Du rue de la Princesse» წარადგინა საფრანგეთის კომერციულ რეგისტრში მორიგი ანგარიში. კომპანია იტყობინებოდა კაპიტალის წილის მფლობელის ცვლილების შესახებ.
კომპანიის კაპიტალის ძირითადი მფლობელი თვით ბიძინა ივანიშვილია. სიტყვამ მოიტანა და მან ეს კომპამია არ მიუთითა თავისი შემოსავლების ქართულ დეკლარაციაში. მას ეკუთვნის 100 დან 99 ნაწილი. ივანიშვილის ნომინალური პარტნიორი ამ კომპანიაში (ისევე, როგორც ზოგიერთ სხვაში), იყო მოსკოვში საფრანგეთის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი ბერტრან კუე. იგი ემსახურა ივანიშვილს 15 წელიწადზე დიდ ხანს. კომპანიის ანგარიშის თანახმად,
კუემ დაუთმო «Madame» ხვედელიძეს თავისი მცირე წილი კომპანიაში «SCI Du 29 rue de la Princesse».
დიახ-დიახ, 2011 წელს იგი როგორც იყო, ჩაეწერა «Madame». უფრო მეტიც, ამჯერად მან აუწყა, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა. მან სწორე მიუთითა არა მარტო დაბადების თარიღი, 1972 წლის 27 აგვისტო, არამედ დაბადების ადგილიც — საჩხერე, და არა თბილისი.
მაგრამ პრობლემა აი რაშია! კომპანია «SCI Du 29 de la Princesse» ანგარიშის ტექსტის თანახმად, «Madame» ხვედელიძე არის საქართველოს მოქალაქე, და არა საფრანგეთის! ასეა დაწერილი! და ცხოვრობს ის თბილისში კრილოვის ქუჩაზე. გასაკვირია, მაგრამ საქართველოში თავისი კომპანიების რეგისტრაციის დროს ხვედელიძე ამაყად მიუთითებს, რომ ის საფრანგეთის მოქალაქეა, საფრანგეთში კი მიუთითებს, რომ ის საქართველოს მოქალაქეა.
თავიდან ვიფიქრე, რომ ეს უცნაურობაა და სისულელეც კი. მაგრამ მერე, რომ დავფიქრდი, გადავწყვიტე ანგარიშის ყველა წვრილმანი დეტალი შემემოწმებინა. და როგორც იყო, დოკუმენტის სულ ბოლოში, ივანიშვილის, კუეს და ხერხეულიძეს ხელმოწერების ქვეშ არმოვაჩინე მინიატიურული პაწაწინა შტამპი.
საერთოდ, დოკუმენტების წაკითხვის დროს ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას ასეთ პაწაწინა შტამპებს და ბეჭდებს, ჩვენი მზერა გულგრილად სცდება მათ. მაგრამ არა ამ ჯერად. პაწაწინა შტამპი ეკუთვნოდა საგადასახადო ინსპექტორს, რომელიც ადგენს კომპანიის დოსიეს. არის თარიღი, დოსიეს ნომერი და ინსპექტორის გვარი. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო მითითებული საგადასახადოს ქვედანაყოფის დასახელება. ამ ქვედანაყოფს ჰქვია «არარეზიდენტების საგადასახადო ინსპექცია».
ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთის საგადასახადო ინსპექციისთვის ივანიშვილი და ხვედელიძე ოფიციალურად არ არიანსაფრანგეთის რეზიდენტები. და არარეზიდენტების ფინანსური შენატანები საფრანგეთში, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არ იბეგრება გადასახადით. არა მგონია, რომ ეს სიტუაცია რამენაირად შეიცვალა სოციალისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
მაგრამ რატომ სჭირდება ეხლაც ეკატერინე ხვედელიძეს თავისი თავი საფრანგეთში გაასაღოს უცხოელად, რომელიც საფრანგეთში არ ცხოვრობს? თუ ეს შეგნებული ტყუილია «გადასახადების ოპტიმიზაციის» მიზნით, ეს არის შეუდარებელი სიბრიყვე.!
სხვათა შორის, კომპანიაზე «SCI Du 29 rue de La Princesse» გაფორმებულია მიწის ნაკვეთის მფლობელობა ფართობით 108 ათასი კვადრატული მეტრი. ეს ქონება მდებარეობს ლუვსიენში ვერსალის ახლობლად. მიწის ყოველი მეტრი (არასაცხოვრებელი ფართობი!) ლუვსიენში ღირს 500 ევრომდე. სულ რამდენი მილიონი ევრო გამოდის! ასეთ რამეებს დეკლარაციაში მოხსენება უნდა, «Monsieur» პრემიერ-მინისტრო !
(გაგრძელება იქნება)
თარგმანი გილდა ცისკრელის.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия