მოხევური ოცნება

შარშან,  მოხევე მძღოლი ნაციონალებს ლანძღავდა,  იმიტომ რომ რუსეთიდან ფქვილის იმპორტის საშუალებას არ აძლევდნენ.  არ ვიცი რამდენად მართალია ეს ამბავი, მაგრამ მაინც.
ახლა ვნახე და ვკითხე:
- “რატომ არ დაიწყე ფქვილის შემოტანა,  ხომ  აღარ გინდოდა ტურისტების ტარება?”
- “ახლა ხომ  იცი, უკვე შეიძლება ფქვილის შემოტანა, მაგრამ არჩევნებს ველოდები.”
- “არჩევნები რა შუაშია?”
- “როგორ თუ  რა შუაშია,  მიშა რომ აღარ იქნება ვიზებიც გაუქმდება.”
ის აღარ ვკითხე მიშა ვიზებთან რაღა შუაშია-თქო, სავიზო რეჟიმი რუსეთმა ხომ 2000 წელს შემოიღო. მაგრამ შევეჩვიე უკვე,  რომ ჩემზე 10 წლით უფროს ხალხს არ ახსოვს 12-15 წლის წინანდელი მოვლენები.
მოთმინებამ მიმტყუნა მაინც  და მკვახედ  ვთქვი:
- “იოცნებეთ,  მაგას მაშინ ეღირსებით, მავთულხლართებს რომ გაგიბამენ.”
- “ეგ დროებითია და მიშა რომ აღარ იქნება, არც ეგ აღარ იქნება.” (საიდან ღმერთო ასეთი მარაზმი?!)
- “კი.  საზღვარი კი თბილისში გვექნება. ” კიდევ უფრო გავამკვახე მე…
მერე ვკითხე ბურჯანაძეს ხომ არ აძლევენ ხმას, მაგრამ დამარწმუნა, რომ ხევი ოცნებობს მყარად.
ხოლო ბიძინას პოლიტიკიდან წასვლა,  ხევში ეტყობა არ მიაჩნიათ რეალურად.  ყოველ შემთხვევაში,  ისეთი პასუხი მივიღე,  რომ მგონი ჩემგან პირველად გაიგეს ეგ ამბავი…

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия