აღლუმები
ჩემი პოზიცია ხვალინდელ დღეზე:
ასე რომ გაუმარჯოს პოპკორნს და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ყოველგვარი აღლუმების გარეშე.
- ლგბტ სიამაყის პარადები იდიოტიზმია, ნორმალურ საზოგადოებაში. მაშინ სხვადასხვა დღეს უნდა გამოვიდნენ ქერა ქალების მოყვარულები, ჭკვიანი კაცების მოყვარულები და ა.შ. ნორმალურ საზოგადოებად იგულისხმება საზოგადოება, სადაც პირად ცხოვრებას პატივს სცემენ და არავინ არ განიცდის დისკრიმინაციას იმის გამო რომ არის გეი, ბი, ტრანსექსუალი და ა.შ.
- ჰომოფობიაც იდიოტიზმია. თან ბევრი ჰომოფობი ან ფარული ან ლატენტური ჰომოსექსუალისტია, რაც სიტუაციას მეტ პიკანტობას ანიჭებს. მაგრამ ეს ის შემთხვევაა როდესაც - ნუ განკითხავ და არ განიკითხები.
- მღვდლების პოზიცია ხო სრული კრეტინიზმია. უნდა ხალხს დემონსტრაცია მოთხოვნით "ძირს ჰომოფობია!" ათჯერ რომ აიარ-ჩაიარონ ამ მოთხოვნით, გინდ ნორმალურად ჩაცმულებმა გინდ ბიკინებით, ამით ძალიან მცირეა შანსი რომ "ნატურალს" უცებ მოუნდეს გახდეს გეი. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება სამღვდელოებასთან კონსულტაციისა და კურთხევის აღების გარეშე.
- "იდენტობა" არის რიგითი ნჯო რომელიც "ჭამს გრანტებს". გალახავენ მათ, მეტ გრანტებს მიიღებენ. ასე რომ პრინციპში მათი და მმკ-ს ინტერესები სრულ თანხვედრაშია.
ასე რომ გაუმარჯოს პოპკორნს და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ყოველგვარი აღლუმების გარეშე.
Comments
Post a Comment