26 მაისი
საქართველოს დე-იურე აღიარების საპავტისაცემოდ გამართული აღლუმი. 1921 წლის იანვარი. სულ ერთ თვეში საბჭოთა რუსეთი ხუთი მიმართულებით დაესხა თავს დემოკრატიულ საქართველოს.
საქართველოს დე-იურე აღიარების საპავტისაცემოდ გამართული აღლუმი. 1921 წლის იანვარი. სულ ერთ თვეში საბჭოთა რუსეთი ხუთი მიმართულებიდან დაესხა თავს დემოკრატიულ საქართველოს "აჯანყებული მშრომელების" დახმარების მომიზეზებით.
საქართველოს დე-იურე აღიარების საპავტისაცემოდ გამართული აღლუმი. 1921 წლის იანვარი. სულ ერთ თვეში საბჭოთა რუსეთი ხუთი მიმართულებით დაესხა თავს დემოკრატიულ საქართველოს.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 1918-დან 1921 წლამდე ამ დღის ზეიმი საქართველომ მხოლოდ სამჯერ მოასწრო. ყოველ მომდევნო ზეიმს საქართველო მუდმივი წინსვლით, საკუთარი ძალების მეტი რწმენითა და ევროპულ ცივილიზაციასთან ყოველმხრივი მიახლოებით ხვდებოდა. საბჭოთა ოკუპაციის ათწლეულების განმავლობაში ეს დღე თავისუფლებისთვის ბრძოლის და ამ ბრძოლაში გაღებული მსხვერპლის სიმბოლოდ იქცა მათთვის ვისაც ესმოდა ამ დღის ფასი. ყველას გისურვებთ ამ დღის - საქართველოს თანამედროვე ერი-სახელმწიფოების რიგში ჩადგომის (დღეს კი უფრო ამ რიგებიდან არ ამოვარდნაზე ზრუნვის) - გასიგრძეგანებას. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ცივილიზებულ და რუსეთის იმპერიისგან რაც შეიძლება შორს მდგომ საქართველოს!
გენერალი კონსტანტინე აფხაზი, ილია ჭავჭავაძის დისშვილი. ცნობილი მეცენატი და პოლიტიკური მოღვაწე. კახეთის რკინიგზის მშენებლობის ინიციატორი. 1918 წელს მთელი თავადაზნაურობის ქონება გადასცა ახლადშექმნილ საქართველოს სახელმწიფოს. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის მომენტიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მოქმედი იატაქქვეშა ორგანიზაციის თავმჯდომარე და ანტიბოლშევიკური აჯანყების მოსამზადებელი ინტერპარტიული კომიტეტის სამხედრო ცენტრის უფროსი.
ოკუპანტებმა დახვრიტეს 1923 წელს დღევანდელ ვაკის პარკში 15 სხვა გამოჩენილ ოფიცერთან ერთად. დახვრეტის წინ, გენერალმა აფხაზმა წარმოსთქვა: „მე ვკვდები სიხარულით რადგან საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანის ღირსი გავხდი. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. 1918 წელს ქართველო მუსლიმანთა პოლკთან ერთად (დიახ, ასეთიც არსებობდა) ჩაახშო თბილისში ბოლშევიკური გადატრიალების მცდელობა. იმავე წელს მდ. ჩოლოქთან დაამარცხა თურქეთის სულთნის ჯარები. რამდენიმე დღეში დაინიშნა აფხაზეთის გენერალ გუბერნატორად სადაც პირწმინდად დაამარცხა ბოლშევიკური ამბოხი და აიღო სოხუმი. 1919 წელს დაამარცხა ტამანის წითელი არმია რის შემდეგაც აიღო სოჭი და ტუაფსე. იმავე წელს დაამარცხა შეტევაზე გადმოსული თეთრი გენერალი დენიკინი და იგი განდევნა გაგრიდან. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ხელმძღვანელობდა თბილისის დაცვის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებას (ე.წ. სოღანლუღის ფრონტს) სადაც განახორციელა რამდენიმე ბრწყინვალე კონტრშეტევა და ტყვედ აიყვანა 1600 წითელარმიელი - ყველა მათგანი რუსი. 18 მარტს, მთავრობის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, თავდაცვის მინისტრ ლორთქიფანიძესთან ერთად გაათავისუფლა ბათუმი. ემიგრაციიდან მალე დაბრუნდა და ცხოვრობდა საკუთარ სოფელ სასირეთში სადაც დახვრიტეს კიდეც 1937 წელს ვაჟ ივანესთან ერთად (რომლის დახვრეტაც, თხოვნის მიუხედავად, აყურებინეს ბარბაროსმა ოკუპანტებმა).
ძალიან მინდა გამოვცე დამფუძნებელი კრების დებატბის კრებული (აუცილებლად გამოვცემ დრო რომ მექნება). განსაკუთრებით საინტერესო დებატებია 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების შემდეგ 300 ჯაშუშის გათავისუფლებისდა გამო. ისე ამ სურათზე სპიკერატისგან მარჯვენა ლოჟაში სხედან ქართველი ჟურნალისტები... ასეთი ჟურნალისტები გინახავთ დღეს სადმე? ჰო კიდე პარლამენტის წევრებიდან არც ერთი მტრის მხარეს არ გადასულა. არც ერთი. This is Georgia's Parliament in 1918-1921. To the right of the presidium are sitted journalists. Looking infinitely more sophisticated compared to today's largely infantile and incompetent crowd.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მუსლიმი პოლიტკური მოღვაწე ჰაიდარ აბაშიძე
თუ დაკვირვებიხართ საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას 10-მდე არაქართული ხელმოწერა ამშვენებს (მათ შორის ოსური, რუსული, უკრაინული, პოლონური, გერმანული). ეს ხელმოწერები მოდერნული სახელმწიფოს ცნების კარგად გაცნობიერებაზე მეტყველებს. სრულიადდავიწყებულია საქართველოს ის ეთნიკურად არაქართველი ან სხვა აღმსარებლობის მოღვაწეები რომლმებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სახელმწიფოს შექმნაში, თავისუფლების დაცვასა თუ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთი მათგანი იყო მუსლიმი პოლიტიკური მოღვაწე ჰაიდარ აბაშიძე. ევროპულად მოაზროვნე ელიტის განადგურება და ფსევდო ელიტის თავსმოხვევა საბჭოთა ოკუპაციის მიერ საქართველოსთვის მოყენებული ყველაზე დიდი ზიანია. ის ფაქტი რომ 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციაზე თითქმის არ არის უმცირესობათა ხელმოწერები იმასაც ცხადჰყოფს რომ ოკუპაციამ, ყველაფერთან ერთად, სახელმწიფოს რაობის აღქმა და უმცირესობების როლის გააზრება სრულიად ამოძირკვა. ამ გარემოებით წარმატებით მანიპულირებს დღევანდელი მთავრობა - სამწუხაროდ.
დღის ბოლოს კიდევ ორ სურათს დავდებ 26 მაისის თემაზე. ამჯერად ნამდვილი/განადგურებული vs ყალბი ინტელიგენცია. ქართველი პოლიტიკოსების, მწერლებისა და ინტელექტუალების ჯგუფი დამოუკიდებლობის მეორე წლისთავის აღსანიშნავად გამართული ზეიმის შემდეგ ექიმ ვახტანგ მუსხელიშვილის (ცენტრში ყავარჯნით) სახლში 1920 წლის 26 მაისს. მათი უმრავლესობა ოკუპანტებმა დახვრიტეს და/ან გააციმბირეს. სოციალ-დემოკრატი მოღვაწე ევგეგნი ღვალაძე (ისტორიკოს ლევან ურუშაძის ბაბუა-მეორე რიგში მარცხნიდან მესამე) და ლიტერატურის კრიტიკოსი და პოლიტიკოსი ქრისტეფორე რაჭველიშვილი (იმავე რიგში ბოლო) დახვრიტეს. პირველ რიგში მარცხნიდან მეორე გერმანიიდან ახლადდაბრუნებული კონსტანტინე გამსახურდია. დანარჩენი ადამიანების ავან-ჩავანი უბრალოდ არ ვიცი. ლუდიანი ბატონი მაგარი ტიპაჟია:) ესენი რა საქართველოს აშენებდნენ ძნელი გამოსაცნობი არ არის მგონი.
ესეც ბოლო: ბრიტანეთის ჯარების მიერ (მაგათი გაშვება შეიძლებოდა?!) საქართველოსთის ბათუმის გაცმოცემის ცერემონია, 1920 წლის აგვისტო. ეშვება ბრიტანეთის დროშა, აღიმართება საქართველოსი. უკრავს სამხედრო ორკესტრი (ნეტა რა მელოდიას?). "სობოროსთან" კი პლაკატი: "გაუმარჯოს გაერთიანებულ საქრისტიანო და სამუსლიმანო საქართველოს!" ეს წარწერა, ჩემი აზრით, არის პირველი რესპუბლიკის ერთგვარი სიმბოლო და მთელ ეპოქად ღირს. კიდევ ერთხელ გილოცავთ 26 მაისს! This is one of my favourite photos. It depicts transfer of Batumi by British troops to Georgia in August 1920. You can see waving Union Jack and Georgian flags around. Military band is leading marching Georgian officers and soldiers. And banner right in front of the church: "Gloru to unified Christian and Muslim Georgia." THis banner, which encapsulates whole audacity of the Georgian First Republic is a symbol of the embrace of the concept of a modern state by that Georgian experiment and makes the soviet occupation and the irreparable damage it inflicted on the Georgian social fabric ever regrettable.
Comments
Post a Comment