წმ. ხინესის საშოკოლადე Chocolateria de san Gines


ვინ იყო წმინდა ხინესი აზრზე არ ვარ, თუმცა ამ საშოკოლადეს გამო მზად ვარ იგი ჩემს მფარველ წმინდანად ვაღიარო.

შოკოლადი, უფრო სწორად კაკაო ამერიკული მცენარეა და პირველად იგი ევროპაში ესპანელემა შემოიტანეს. სანამ ჰოლანდიელებმა არ წაართვეს მონოპოლია, მანამდე შოკოლადი ესპანური სამეფოს ერთ-ერთი განძი იყო, და სხვათა შორის, ყოველგვარი ინფორმაცია კაკაოს შესახებ სახელმწიფო საიდუმლო იყო, რომლის გაცემისთვის არაერთი ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს. ეს სანამ ჰოლანდიელებმა არ წაართვეს ესპანეთს მონოპოლია. ამიტომ ესპანეთისთვის შოკოლადი განსაკუთრებული რამ არის.

მიუხედავად იმისა რომ სამწუხაროდ ესპანეთში შოკოლადის წარმოება არაა ისეთი პოპულარული როგორც ბელგიასა თუ შვეიცარიაში (არ ეკადრებად ესპანელებს.. ბოლო ბოლო შოკოლადი ხომ მათ შემოიტანეს), ესპანური ტრადიციაა ცხელი შოკოლადის სმა ჩუროსებით. ჩურო არის ზეთში შემწვარი ცომი. თუმცა სევილიაში კარგი ცხელი შოკოლადი ვერ ვიპოვე. მადრიდში კი ყველაზე ლეგენდარული და ცნობილი საშოკოლადეა სან ხინესის.
სწორედ აქ წამოვედით მე და ნინო სადილის მერე. აქ სურათები კიდია ყველა იმ ესპანელი თუ უცხოელი ცნობილი ადამიანის, ვინც აქ შოკოლადს მიირთმევდა. აქ არის მხოლოდ შოკოლადი, ჩუროსები და წყალი :)

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия