სამშობლოს სიყვარული ქართულად


ეს ფოტოები გადაღებულია გომბორის უღელტეხილზე რამდენიმე დღის წინ.
რამდენჯერ დაილია აქ ჩვენი ლამაზი სამშობლოს სადღეგრძელო?
ამ ლამაზ ბუნებას გაუმარჯოს!
რამდენმა მოქეიფე ღორმა წამოიძახა და ამაყად ჩაცალა სავსე პლასტმასის ჭიქა და იქვე დააგდო.
შემდეგ სიამაყით გახედა გომბორიდან გაშლილ თვალწარმტაც ხედს, იორის ხეობას, ჯავახეთის ზეგანს …
მერე კიდევ უფრო ამაყად იტყვის
- არცერთი ქვეყანა არაა ასეთი ლამაზი
- რაც კარგები ვართ ქართველები ვართ!
ქართველ კაცს რომ უყვარს სამშობლო, ეგრე ვის უყვარს კიდე!
თან ყველა მოქეიფე ჰო დიდი პატრიოტია, პატრიოტიზმი კი ჩვენში სამშობლოსთვის დალეული სადღგრძელოებით იზომება!
გაახილეთ თვალები და ნახეთ სინამდვილეში როგორ აფასებენ ქართველები მიწა-წყალს.



ამ ლიკანის ბოთლს საფერავის კვალი ეტყობოდა. ასე ღორულად დალიეს, გადააგდეს.



ჩვენს ბუნებას გაუმარჯოს!

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия