არაგვი და პამპერსები



შავი და თეთრი არაგვი
ლამაზი ხედია არა? ეს ხედი იშლება ფასანაურის შესასვლელთან, ირმებიდან რამდენიმე მეტრში, მაგრამ ვშიშობ მეტჯერ მანდ აღარ გავაჩერებ მანქანას და ტურისტებს ამ სანახაობას აღარ შევთავაზებ, მიზეზი კი ფასანაურელები ან ფასანაურის დამსვენებლები არიან. გადასახედთან ყოველთვის ეყარა ნაგავი, ხოლო დღეს ვიღაც უჯიშომ დიდი ლურჯი პარკი დააგდო ისე რომც არ შეკრა, გარშემო კი გამოყენებული პამპერსები ეყარა. ისე გავმწარდი რომ მზად ვიყავი კარდაკარ დამეარა ფასანაური, მეპოვა პამპერსის გადამგდები და პირში ჩამეტენა მისთვის ეს საზიზღრობა.
მერე კი იტყვიან ხალხს უჭირსო....
რატომ არ დადგება გდი-ს მანქანა ამ ადგილას და ასეთი პარკის გადამგდებელს არ აატყავს 200 ლარიან ჯარიმას???? დადგეს გდი ტრასაზე ყველგან სადაც უყვართ ადგილობრივებს და დამსვენებლებს მანქანიდან ნაგვიანი პარკების მოსროლა და აკეთოს ფული, 200-200 ლარიანი ჯარიმები უწერონ ამ უჯიშოებს. ოპოზიცია კი აწკმუტუნდება რომ ხალხი მშიერია და ყვლიფავენ კიდე 200 ლარიანი ჯარიმებით, მარა გზის პირებზე საყოფაცხოვრებო ნაგვის გადამყრელები უარესის ღირსებიც არიან.
იმას კი ვერ მოიფიქრებენ ფასანაურელები რომ გაწმინდონ ეს ტერიტორია ნაგვისგან, ფაცხები ჩადგან ან ხედით და ივაჭრონ სასმელებით, მარტო იმაზე ყოფნით ჭკუა ნაგავი ყარონ, და იწუწუნონ თუ როგორ უჭირს ხალხს. გაუჭირდება და ღირსებიც არიან რომ უჭირთ ნაგავს რომ ყრიან იქ სადაც ფულის კეთება შეიზლება, ნახმარი პამპერსებით რომ აბინძურებენ ერთერთ მშვენიერ გადასახედს. არ უნდა გაუჭირდეთ? მაგათ ჭკუა უჭირთ და რა საკვირველია ფულიც რომ გაუჭირდებათ.
მოკლედ მაგათი ჯიშიც რა. აწი არც გავაჩერებ ფასანაურში და სხვასაც არ ვურჩევ.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия