უნგრეთი 1956
მიუხედავად იმისა რომ არცერთ უნგრელს არ ვიცნობ, უდიდეს პატივს ვცემ ამ ერს. პატივისცემა კი სწორედ 1956 წლის ამბებიდან გამომდინარეობს. უნგრელები მაშინ მოიქცნენ როგორც ნამდვილი ვაჟკაცები. დღევანდელი გადმოსახედიდან და ზოგადად XX საუკუნის ისტიიდან გამომდინარე ვცდილობ წარმოვიდგინო ქართველები როგორ მოიქცეოდნენ ანალოგიურ სიტუაციაში.
აჯანყებაში მოსახლეობის მცირე ნაწილი იქნებოდა ჩართული, ისე რომ ის მაშტაბურ ხასიათს ვერ მიიღებდა. ხოლო დანარჩენი ნაწილი დაკავებული იქნებოდა რუსი ჯარისკაცებისთვის სუფრების გაშლით, ქეიფით, და რუსებთან ერთად სადღეგრძელოების თქმით. მერე კიდე რაღაც დროის მერე ის უმცირესობა დავიწყებას მიეცემოდა, და რუსებთან ერთად მოქეიფე "მამულიშვილები" პატრიოტიზმზე, რწმენაზე და დიად წარსულზე ილაპარაკებდნენ და ახალ თაობას ჭკუას დაარიგებდნენ. ლაპარაკი კი ძირითადად სუფრაზე განხორციალდებოდა. აჯანყების ყოველგვარ ხსენებას აკრძალავდნენ - დიდ რუსეთთან მეგობრობას ნუ გვართმევთო.
პრინციპში 1921 წელს ზუსტად მასე კი მოხდა.
აი ესაა განსხვავება უნგრელებსა და ქართველებს შორის.
ქვემოთ ძალიან ბევრი ფოტოა.
Comments
Post a Comment