კარგი სიახლე!



ხუთშაბათს, 24 დეკემბერს, 18.30 სთ


თბილისის ნ. დუმბაძის სახ. სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის ფოიეში, აღმაშენებლის გამზ. 99/1, მე–2 სართული

შედგება ინტერნეტ ფორუმი www.karavi.ge-ს 2010 წლის კალენდრის

"საქართველოს ციხესიმაგრეები"
პრეზენტაცია.

ეს კარაველთა რიგით მეორე კალენდარია გამოცემული სერიით „გაიცანით საქართველო!“ გასული წლის „საქართველოს ტბების“ შემდეგ. ამ გამოცემაში შესულია კარაველთა მოგზაურობის დროს გადაღებული 85 ციხესიმაგრის ფოტო

კალენდარი გეხმარებათ უკეთ გაიცნოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი სიმაგრეების მრავალფეროვნება, ისტორია და ბადებს სურვილს იმოგზაუროთ საქართველოში.

კალენდარი ორენოვანია და პრეზენტაციაზე გაიყიდება 10 ლარად.

მომავალ წელს www.karavi.ge გეგმავს გამოსცეს კალენდარი „საქართველოს ჩანჩქერები“

http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=279793#279793

აბა ვისაც გინდათ კარგი კალენდარები მოდით!

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия