ორი

გუშინწინ კინოფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ ”ამირანში” იყო ქართულ-ესპანური ფილმის ჩვენება. ანონსის თანახმად ფილმში უნდა ყოფილიყო აღწერილი ხალხის განცდები აგვისტოს ომის მერე.
წავედი....
პირველი კადრები კარგი იყო, როგორ იღებს გადამწვარ სოფლებს ამერიკელი ფოტოგრაფი. შემდეგი 20 წუთი ველოდებოდი რომ რამე უნდა მოხდეს.. იმიტომ რომ ეკრანზე არაფერი არ ხდებოდა.... ტაქსისტის სულ სევდიანი ცოლი, ვიღაც ბიჭი ბიძასთან ერთად ჯვრის უღელტეხილზე...
მეორე 20 წუთი ვიფიქრე რომ არაფერი არ მესმის კინოში... ხოლო ბოლო ნახევარი საათი მიკვირდა საერთოდ რას იღებდნენ რომ იღებდნენ. მოკლედ ფილმი ძალიან სუსტია. ომთან არანაერი კავშირი არ აქვს... საერთოდ რისთვის იღებდნენ? მოკლედ ძალიან არ მომეწონა.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия