Meanwhile in Georgia



იმ დროს როდესაც პროკურატურასთან სტალინის ძეგლების რიგებია, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნულ სამოსზე ან პრეზერვატივების ბუსუსებზე მსჯელობს, წულუკიანი, კბილაშვილი და კურტანიძე თითოეული თავისთვის დამახასიათებელი ფორმით გვიმხელს BSDM ფანტაზიებს, დავითაშვილი კი დედაქალაქის ახალქალაქში გადატანაზე მსჯელობს, ბრძენი ქართველი ერი ამ დროს ამაოდ ეძებს დაკარგულ ღირსებას, რომელიც თითქოს და იგრძნო 1 ოქტომბრის შემდეგ. სწორედ ამ დროს ზურაბ ჯაფარიძე სვავს საინტერესო კითხვას, არაერთხელ დაანონსებული მილიარდიანი სასოფლო-სამეურნეო ფონდის შესახებ.

კითხვა ჟღერს ძალიან მარტივად - საიდან ფული?
ვგრძნობ ქოცების განრისხებას და ათას უაზრო არგუმენტს, ზედმეტი ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით. პასუხი არაა მიღებული. ბიუჯეტში ეს არ წერია. მაშ საიდან ფული?

კითხვა კიდევ უფრო საგანგაშო ხდება - ნახსენებია სიტყვა გირაო, რკინიგზა და გაზის მილები... ამის გასაგებად არაა საჭირო იყო ეკონომიკის ექსპერტი, პოლიტოლოგი ან ზოგადად ზეგანათლებული პიროვნება. ყველაფერი მარტივია. მილების, რკინიგზის და ამგვარი სტრატეგიული ობიექტების კონტროლის გარეშე სახელმწიფო კარგავს კონტროლს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყაროებზე, და კარგავს სუვერენიტეტს.

ვარაუდებიდან გამომდინარე მსჯელობით თავს არ შეგაწყენთ, ასე რომ ჯერ ვნახოთ იქნება თუ არა დასმულ კითხვაზე პასუხი, და როგორი იქნება იგი. მაგრამ ეს ჩასანიშნი და დასამახსოვრებელია.  სანამ ბრბო ღირსებას იღდგენს ჩვენ საფრთხის წინაშე ვართ დავკარგოთ სუვერენიტეტი.

ვიცი ქოცები არა მხოლოდ არ დამეთანხმებიან, არამედ 90% ვერც შეამჩნია ეს გამოსვლა... ამ დროს ხო ამდენი საინტერესო რამე ხდება... ბუტა რობაქიძის მკვლელობის მერამდენე გამოძიება, ახალაიას პროცესი, საიდანაც, თუ ასე გაგრძელდა, ბაჩო ისეთი უცოდველი გამოვა, როგორც საბავშვო ბაღში იყო :) და ქოცთა ყურადღების ფოკუსირების სტრატეგიული ისტერიკაც მოაწყო ცაგარეიშვილმა. აბა ახლა ჰკითხეთ ნებისმიერ მეოცნებეს, ვინ რა ილაპარაკა გუშინ? ყველას ცაგარეიშვილი და პოლკოვნიკი თეთრაძე გაახსენდება, ან კარგ შემთხვევაში ზეწარში გახვეულ ტყემალაძე ინდურ ტრადიციულ სამოსში.... მნიშვნელოვანი საკითხები კი ამ ყველაფერში იძირება და უგზო უკვლოდ ქრება...

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия