რამდენიმე კომენტარი ბიძინას მიმართვაზე

სტული ტექსტი:
ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­კით­ხი ქვე­ყა­ნა­ში გა­დაწ­ყვე­ტი­ლია და ამი­ტომ არ მოგ­მარ­თავთ რო­გორც პო­ლი­ტი­კურ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს, რო­მელ­თა­ნაც რა­ი­მე დამ­რჩა გა­სარ­კვე­ვი. თქვენს პო­ლი­ტი­კურ გუნ­დსა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის ვხე­დავ სულ უფ­რო მზარდ უფ­სკრულს, რო­მე­ლიც სრუ­ლი მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­ა­ქა­ნებს ამ გუნ­დის ღი­რე­ბულ წევ­რებ­საც კი, და ამი­ტომ მოგ­მარ­თავთ. 

კი­დევ იმი­ტომ მოგ­მარ­თავთ, რომ არ ვთვლი ქვეყ­ნის­თვის სა­სურ­ველ მოვ­ლე­ნად თქვენს გუნ­დთან ერ­თად გან­ვლი­ლი 9 წლის სრულ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვი­სი ხალ­ხის წი­ნა­შეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ხო­ლო ხალ­ხი თა­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ამი­ტომ ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფერს და ყვე­ლას არ გა­და­ეს­ვას ხა­ზი, ყვე­ლა­ფერს და ყვე­ლას არ მო­ეც­ხოს ლა­ქა, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას და ღირ­სე­ბას. ამი­ტომ მინ­და, რომ რო­გორ­მე ღირ­სე­უ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვოთ, ზედ­მე­ტი და­ნა­კარ­გე­ბის გა­რე­შე გა­ვუმ­კლავ­დეთ წარ­სულს და მთე­ლი ენერ­გია მო­მა­ვალს მო­ვახ­მა­როთ. ამი­ტომ ვწვა­ლობ ამ­დენს და ვცდი­ლობ და­გა­ნა­ხოთ გა­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც გახ­სნი­და გზას ყვე­ლა სხვა პრობ­ლე­მის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად მოგ­ვა­რე­ბის­კენ. 

ამი­ტომ შე­მოგ­თა­ვა­ზეთ დე­კემ­ბრის ბო­ლოს ისე­თი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მელ­ზე და­თან­ხმე­ბაც თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი იყო (შე­გეძ­ლოთ "პი­არ­ქუ­ლე­ბიც" კი იქით ჩა­გე­წე­რათ). სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­მაც სწო­რედ ამი­ტომ გა­დაწ­ყვი­ტა თქვე­ნი პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლის გა­და­ვა­დე­ბა - არ გვინ­დო­და ის დღე გამ­ხდა­რი­ყო წყალ­გამ­ყო­ფი. ამი­ტომ წა­მო­ვე­დით მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზეც და ინი­ცი­ა­ტი­ვის ხელ­ში აღე­ბაც კი შე­მოგ­თა­ვა­ზეთ კონ­სტი­ტუ­ცი­ის 2010 წლის მო­დე­ლის ნა­წი­ლობ­რივ ამოქ­მე­დე­ბის ფორ­მუ­ლით. ამი­ტომ ვთან­ხმდე­ბო­დი ამ­ნის­ტი­ის ისეთ ვა­რი­ან­ტსაც კი, რომ­ლის ახ­სნა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, მაგ­რამ თქვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეთ იმი­სათ­ვის, რომ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ, სა­თა­ნამ­შრომ­ლო ვი­თა­რე­ბა­ში არ გა­და­სუ­ლი­ყო პრო­ცე­სი. ამის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ერ­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს - თქვენს გუნდს თქვენ გარ­შე­მო მხო­ლოდ თქვენ მი­ერ­ვე გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი საფ­რთხის გან­ცდით აკა­ვებთ და აშან­ტა­ჟებთ. თქვე­ნი ამო­ცა­ნაა, თქვე­ნი გუნ­დის ცალ­კე­უ­ლი წევ­რე­ბის და­ნა­შა­ულ­ზე მთელ გუნდს აა­ღე­ბი­ნოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ამით "შე­ა­დუ­ღა­ბოთ" თქვე­ნი რი­გე­ბი. მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს და­სას­რუ­ლი. ჩვენ მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტში მარ­ტის ბო­ლომ­დე დად­გე­ბა კენ­ჭის­ყრა­ზე. ეს კენ­ჭის­ყრა კი უკ­ვე ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა წყალ­გამ­ყო­ფი. გნე­ბავთ ულ­ტი­მა­ტუ­მად მო­ნათ­ლეთ ჩე­მი სიტ­ყვე­ბი და გნე­ბავთ პო­ლი­ტი­კურ დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბად, მაგ­რამ სრუ­ლი­ად ცალ­სა­ხად ვაც­ხა­დებ - ვინც ეთან­ხმე­ბა ამ ცვლი­ლე­ბას, იგი აგ­რძე­ლებს ქვეყ­ნის­თვის სამ­სა­ხურს, ეძ­ლე­ვა შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის და უკე­თე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის შან­სი; ვინც უარს ამ­ბობს ამ ცვლი­ლე­ბა­ზე, იგი იღებს სრულ პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ბის­მი­ერ თქვენს თა­ნა­გუნ­დელს ჩა­უ­დე­ნია და ამ ტვირ­თით აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას. 

მე კარ­გად მეს­მის, რა­საც ვამ­ბობ. სა­კით­ხი ამ­გვა­რად მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნი­თაც კი არა­სო­დეს და­მი­ყე­ნე­ბია და არ გა­მო­მიც­ხა­დე­ბია ე.წ. სა­ვალ­დე­ბუ­ლო კენ­ჭის­ყრა. მაგ­რამ ახ­ლა საქ­მე რო­მე­ლი­მე "სა­კითხს" არ ეხე­ბა. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ეპო­ქა­ლურ თე­მას და­უ­კავ­შირ­და: წინ – მო­მავ­ლის­კენ, თუ უკან – წარ­სუ­ლის­კენ. ამი­ტომ ვერ მი­ვი­ღებ ვე­რა­ნა­ირ "კი, მაგ­რამ"-ს და "დღეს არა, ხვალ"-ს.  რა ელით მათ, ვინც წარ­სულს აირ­ჩევს? გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი, გარ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბი­სა. რა ელით მათ, ვინც მო­მა­ვალს აირ­ჩევს? ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი, გარ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­თა­ნა­დო და­ფა­სე­ბი­სა.  

პი­რა­დად მე, სა­ნამ პო­ლი­ტი­კა­ში ვარ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­კა­ვებ თავს სა­კუ­თა­რი შე­ფა­სე­ბე­ბის­გან, მაგ­რამ რო­დე­საც კვლავ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რი­გი­თი წევ­რი გავ­ხდე­ბი (არ­ცთუ შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში), ყვე­ლა­ფერს ვი­ღო­ნებ იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არც ვინ­მეს შე­ფა­სე­ბა გა­და­ა­ვიწ­ყდეს და არც და­ფა­სე­ბა.  რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონს, იგი ყვე­ლას­თვის კა­ნო­ნად დარ­ჩე­ბა: თქვენ­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო უდა­ნა­შა­უ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტი­ას მის­ცემს, ხო­ლო დამ­ნა­შა­ვეს - სას­ჯე­ლის. 

პი­რა­დად თქვენც გთა­ვა­ზობთ ბო­ლო წი­ნა­და­დე­ბას. უახ­ლო­ეს 2-3 დღე­ში მკა­ფი­ოდ და ცალ­სა­ხად გა­ნაც­ხა­დეთ, უარს ამ­ბობთ თუ არა კონ­სტი­ტუ­ცი­ურ დიქ­ტა­ტუ­რა­ზე და უჭერთ თუ არა მხარს პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე მთავ­რო­ბის შეც­ვლის აკ­რძალ­ვას. თქვე­ნი წინ­მსწრე­ბი მკა­ფიო პა­სუ­ხი კი იმი­ტომ არის სა­ჭი­რო, რომ პოს­ტფაქ­ტუმ არ და­იწ­ყოთ ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ თქვენც მხარს უჭერ­დით ამ ცვლი­ლე­ბას, ისე­ვე, რო­გორც დღეს ამ­ტკი­ცებთ, თით­ქოს პრე­მი­ე­რის სა­ვარ­ძელ­ში გა­დაჯ­დო­მა­ზე არც არა­სო­დეს გი­ოც­ნე­ბი­ათ

წყარო: http://www.tabula.ge/article-28664.html
ტაბულა © 2013

ტექსტებს კარგად უწერენ :)))

ყურადღებას გავამახვილებ წითლად გამოყოფილ ფრაზებზე, რადგან სწორედ ესენი მგონია ყველაზე ყურადღება მისაქცევი.
  1. აქამდე რას აკეთებდით? 1 ოქტომბრიდან ყველანაერი ხერხებით პრემიერი ულახავდა ქვეყანას იმიჯს, მხოლოდ იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის მიღწევები არ ეღიარებინა. არავის დავიწყებია მისი პირველი გამოსვლა პარლამენტში ოპოზიციასთან.
  2. აქ აშკარა მუქარაა, რომელიც უკვე გაჟღერდა ერთხელ ზეპირად, ახლა წერილობით.  მიზანია სრული ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ნაც. მოძრაობის განადგურება - ეს ერთადერთი რეალური ოპოზიციაა. ვინც ივირთხებს გადარჩებაო, ვინც არაო გავჟუჟავთო. ლოგიკა გასაკვირია... ოქრუაშვილიც ნაც. მოძრაობის გუნდში იყო 9 წლის წინ. ზოგი ახლა შემოუერთდა პარტიას, და მაგალითად სერგო რატიანი ან მარიამ საჯაია აგებენ პასუხს ოქრუაშვილის ცოდვებზე ბიძინას ლოგიკით? თუმცა მათგან ეგ არ გამიკვირდება.
  3. აი ეს კიდევ უფრო საინტერესოა... ყველაფრის ღონება იმისთვის რომ საზოგადოებას შეფასება და დაფასება არ დაავიწყდეს რას ნიშნავს? ცხონებული მუამარ კადაფი გამახსენდა... მას არცერთი ოფიციალური პოსტი არ ეკავა.. მხოლოდ ლიდერი იყო... და ვერც გადადგებოდა სხვათაშორის. რატომ გამახსენდა კადაფი?
  4. ეს კი თვით პრეზიდენტისთვის არის რაღაცის გარანტია... მოკლედ ბიძინას აპრილის ძალიან ეშინია... მიუხედავად სააკაშვილის არაერთი განცხადებისა ეშინია... შიშს ალბათ ნაციონალების დაანონსებული მიტინგიც აძლიერებს, რომელიც, რაც უცნაური არ უნდა იყოს, სწორედ 19 აპრილსაა დაგეგმილი.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия