კათოლიკე მეფეების საფლავი

იზაბელა და ფერდინანდის მეფობის პერიოდში შეიქმნა ერთიანი ესპანური სამეფო, განდევნილ იქნენ მავრები სამხრეთ ესპანეთიდან და აღმოაჩინეს ამერიკა. ამ მეფეთა დროიდან იწყება ესპანეთის არნახული აღმავლობა, ოქროს ხანა.

ამიტომაც გასაგებია რომ იზაბელა კათოლიკე ესპანელებისთვის იგივეა რაც ჩვენთვის დავით აღმაშენებელი. კათოლიკე მეფეები დაკრძალული არიან გრანადაში, საკათედრო ტაძართან არსებულ სამეფო ეკლესიაში. მათი გრანადაში დაკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი მგონი ისიცაა, რომ სწორედ მათ შემოუერთეს ანდალუსია ესპანეთს.

აქ ფოტოების გადაღება აკრძალულია, ამიტომ ინტერნეტიდან გთავაზობთ სურათებს. პირველ ფოტოზე სწორედ კათოლიკე მეფეების კუბოებია, აკლდამაში, სადაც მეც ვიყავი ჩასული. ესპანელები ჩვენზე მეტი რუდუნებით ეკიდებიან საკუთარ ისტორიას და ამაყობენ ამით.



საფლავები ზემოდან. საკათედრო ტაძრისგან განსხვავებით ეს ტაძარი გოთიკურია, და ბევრად უფრო მომეწონა.
შესვლა აქაც და საკათედრო ტაძარშიც 4 ევრო ღირს.
ესეც ფერდინანდ კათოლიკეს ქანდაკება ალტარის წინ.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия