Почем опиум для народа?
ინფო 9-მ გაავრცელა შემაშფოთებელი სიუჟეტი. გთხოვთ თავად იხილოთ იგი...
ჩემთვის სრულიად შემაშფოთებელია ის რაც ვნახე... ტენდენცია... შვილი კი არ მყავს, მაგრამ ჩემი ახლობლების შვილები არ მინდა ასეთ გარემოცვაში აღმოჩდნენ და ასეთი მასწავლებლები ასწავლიდნენ ფიზიკას და ბიოლოგიას.
საგანგაშო კი ისაა რომ სიუჟეტში არ იგულისხმება მხოლოდ ერთი დაბა... ასეთი სიტუაციაა მთელს საქართველოში. მე მოსწავლე 15-20 წლის წინ ვიყავი, იმ დროს კომუნისტური იდეალები რომ დაემხო და ახალი ჯერ ვერ იკიდებდა ფეხს. კი გვყავდა ქართულის მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილის დასაწყისში ლოცვებს გვაკითხებდა.. კი იყო ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც ანატომიის ყველაზე "ინტრიგულ" გაკვეთილზე "გამრავლება და განვითარება" 45 წუთი მხოლოდ მორალს გვიკითხავდა, გამსახურდიას აქებდა და დასავლეთს ლანძღავდა გარყვნილებისთვის... მაგრამ ხალხო, მე 90-ანებში დანგრეულ ქვეყანაში დანგრეული განათლების სისტემის მსხვერპლი ვიყავი და ახლა...
მიუხედავად ამდენი განათლების რეფორმებისა, მასწავლებელთა გადამზადებისა და სკოლების კომპიუტერიზაციისა, საჯარო, საერო სკოლებში ფეხს უფრო და უფრო მეტად იკიდებს საპატრიარქო... თან ასეთი შავ-ბნელი მახინჯი ფორმით. არა, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო რომ იყოს რელიგიის გაკვეთილი, სადაც საერო პირი, პედაგოგი შეასწავლის ბავშვებს ტრადიციული რელიგიების პრინციპებს და ისტორიას. არც იმის წინააღმდეგი რომ მხოლოდ მარლთმადიდებელ ბავშვებს ჰქონდეთ კატეხიზმოს გაკვეთილი, რომელზეც დასწრება ნებაყოფლობითაა. რადგან ჩვენი ქვეყანა მრავალ რელიგიურია, სხვა რელიგიების წარმომადგენლები და ისინიც, ვინც არცერთ რელიგიას არ მიაკუთვნებენ თავს, იგივე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, რაც აქვთ მარლთმადიდებლებს. ოღონდ ასეთი გაკვეთილებისთვის სპეციალური პროგრამაა შემოსაღები, რომ გაკვეთილიდან გამოსული ბავშვისგან ასეთი სისულელეები არ მოვისმინოთ, მითუმეტეს მასწავლებლისგან ეს ხომ უკვე საშიშია.
ჩემი და შეძრწუნებულია, იმით რომ მის ბავშვს მეორე კლასში დაუნისნეს რელიგიის გაკვეთილი, მშობელთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე. რამდენადაც ვიცი ეს კანონდარღვევაა, მაგრამ ვის ადარდებს? ხოლო ვისაც ადარდებთ ჩუმად არიან, ზედმეტად რომ არ გამოჩდნენ, და ბავშვისადმი ნეგატიური დამოკიდებულება რომ არ გამოიწვიონ, გასაგებია რითაც. თან გაკვეთილი არც ისე განათლებულ მღვდელს მიყავს. ეს ხდება სრულიად საჯარო სკოლაში...
ასეთი პრობლემებით განათლების სისტემაში ჩვენ რა თაობას ავღზრდით არ ვიცი, ალბათ ისეთს დარვინის სურათებს რომ დაწვავენ, ფიზიკის წიგნის გადაშლაზე მამაოს კურთხევას ითხოვენ, და ბოლო ბოლო ინტეგრაცია ევროპასთან და ნატოსთან კი არა, ირანთან და თალიბანთან გვექნება.
მანამდე კი ეს წიგნი გამოუაქართულონ მაგათ, გამოადგებათ:
Comments
Post a Comment