ალამბრა - ხენერალიფე
ჯერ კიდევ ბნელოდა როდესაც ავდექი, გამოვეწერე სასტუმროდან, ცენტრში ერთ-ერთ კაფეში გემრიელად - სუფთა ესპანურად ვისაუზმე - bocadillo con tomatos y jamon y cafe con leche - დავჯექი ალამბრასკენ მიმავალ მარშუტკაზე და ავედი... 9 არ იყო ჯერ, მზე ნელნელა ამოდიოდა... აი ასე გამოიყურებოდა დილით გრანადა.
ალამბრა შუა საუკუნეების ესპანეთის მეფეთა რეზიდენციაა. მას დიდი და ჩახლართული ისტორია აქვს. ულამასეზი სასახლეების კომპლექსის გარდა ცნობილია ხენერალიფეს ბაღებიც. ინფორმაცია ნახეთ ოფიციალურ ვებ გვერდზე - http://www.alhambradegranada.org/
ანდროიდების მფლობელებო - არსებობს გზამკვლევი ანდროიდისთვისაც. აუცილებლად ჩატვირთეთ. ბილეთები როგორც გითხარით ადრევე უნდა იყიდოთ, მითუმეტეს თუ ჩემსავით მკვდარ სეზონზე არ ჩადიხართ. მე მეგობრებმა მიყიდეს რამდენიმე კვირით ადრე. საერთო დრო რაც მე კომპლექსში დავხარჯე 5 საათამდე იყო. ბილეთზე მითითებული დრო კარგად შეამოწმეთ.
ესე იგი დავიწყე გენერალიფეს ბაღებით. დეკემბრის ცივ და სუსხიან დილას, როდესაც მზე ჯერ არ იყო კარგად ამოსული, პირიდან ორთქლი ამომდიოდა, ფეხები კი მეყინებოდა, დილის ჩრდილები კი კარგ ფოტოებს არ მაღებინებდნენ, არც ისე მომეწონა აქაურობა. მაგრამ წარმოსახვა მყოფნის იმისთვის რომ წარმოვიდგინო ეს ჩრდილიანი და წყალუხვი ბაღები ზაფხულის ცხელ დღეებში... ედემის ბაღებს არ ჩამოუვარდება. თან როგორც მითხრეს უამრავი ყვავილიაო აქ.
აბა გავნაგრძოთ ერთად ედემის დათვალიერება:
წყალუხვი ბაღები....
ულამაზესი ფორთოხლის ხეები, ანდალუსიისთვის ასეთი დამახასიათებელია
აქ რომ შემოხვიდეთ ზაფხულის სიცხეში, როდესაც ჯერ კონდიციონერები არ არსებობდა... ამდენი წყალი, სიგრილე... ნამდვილი ედემი....
ხელთქმნილი ედემი
გრანადა, ალამბრა...

Comments
Post a Comment