ჯავახეთი თუ ჯავახკი?
დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში, პეკინის გამზირზე იყო შეხვედრა პარტიის გენერალურ მდივანთან - ვანო მერაბიშვილთან.
ერთ-ერთი საკითხი რომელსაც შეეხო დისკუსია იყო ვაჰაგან ჩახალიანის გათავისუფლება, რომელსაც ბევრი საუბარი მოყვა.
თუ ვინ არის ვაჰაგან ჩახალიანი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. საკითხის ისტორიას რაც შეეხება - სომხეთში ბიძინას სთხოვეს მისი გათავისუფლება. ბიძინა ჩამოვიდა თუ არა, არც აცია, არც აცხელა და გამოუშვა ეს პიროვნება ციხიდან, მიუხედავად უმცირესობის პროტესტებისა. მადლობა ბესელიას რომ ჩახალიანიც პოლიტპატიმართა სიაში არ ჩასვა.
ვანო მერაბიშვილმა აუდიტორიას აუხსნა თუ რა ძნელი იყო, პოლიტიკურად, ჩახალიანის დაჭერა და რაზე იჯდა იგი ციხეში. პირადად მე ვიზიარებ მერაბიშვილის ნათქვამს არა მხოლოდ იმიტომ რომ პატივს ვცემ მას, არამედ პირველ რიგში იმიტომ რომ, თავად კარგად ვიცი ეგ რეგიონი, იქაური სპეციფიკა და უახლესი ისტორია.
ხშირად მიწევს მანდ ყოფნა და ვიცი ბევრი რამე... ჩემი ბლოგის არქივები ნახეთ, რამდენი მიწერია სამცხე-ჯავახეთზე. რუსული ბაზიდან იმდენი იარაღი გამოდიოდა რომ კალაშნიკოვები იარაღად არ ითვლებოდა, სომხებში ნორმალურ ფასში რა იარაღსაც გინდა იყიდდი იმდენი ჰქონდათ. ჯავახეთში იწვრთნებოდა რაზმები, პატარა აფეთქება რომ მომხდარიყო უკვე მზად იყვნენ პარტიზანული რაზმები ჯავახეთის სომხებისგან. შეიარაღებული და ნავარჯიშევი... რევოლუციის მერე კაი ხანი ვერ ახერხებდა ახალი მთავრობა წესრიგის დამყარებას მანდ. ამის უპირველესი პირობა იყო რუსეთის ბაზის გაყვანა. თორე დიდ გულზე იყვნენ. მერე მოხერხდა მაგათი დაშოშმინება... ყველაზე მყვირალები ჩასვეს, ვისი ყიდვაც შეიძლებოდა იყიდეს. დებილები არ არიან, ხედავდნენ სადაა ძალა და ემორჩილებოდნენ. გუშინდელი სეპარატისტები პოლიციაშიც მიდიოდნენ სამსახუროდ. ისეთი ამბები დატრიალდა ყველა სახლი გაიჩხრიკა, ძველი პულიმოტის ლენტებიც ამოუღეს. არ ვიცი რამდენი იარაღი იქნა ამოღებული მაქედან... ახალგაზრდებში გაიღვიძა ინტერესმა ქართული ენის მიმართ, დაიწყეს სწავლა. ინეგრაციას ხელი გზამაც შეუწყო... და ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილის დამსახურებაა.... ტყუილა არ ვწერ ამას. კარგად ვიცი ის მხარე და მაგიტომ ვწერ. ვიცი იმათი ფსიქოლოგიაც. ეს ის ხალხია ვინც ძლიერს ემორჩილება. შევარდნაძის დროს არ იყო სახელმწიფო, იყო ძლიერი რუსეთის ბაზა და ემორჩილებოდნენ მას. დიდი წვალება დასჭირდა ვანო მერაბიშვილს რომ სახელმწიფოს ძალა ეჩვენებინა მათთვის, და ამით მორჩილება და ინტერესი გამოეწვია. შეიძლება რასაც ვწერ ცუდად ჟღერს, მაგრამ რეალობა ლამაზი არაა ყოველთვის, და ყველა ჩვენი მოქალაქე არაა რაფინირებული მაღალ მატერიებზე მოფიქრალი პიროვნება. იყო პროექტები ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნაზე, ფარავანზე საკურორტო ზონის გაკეთება.. სადღაც მაქვს კიდევაც ვიდეო, სათხილამურო კურორტის პროექტზე... ეს ყველაფერი მათ მეტ ინტეგრაციას გამოიწვევდა...
ამის მაგივრად გამოუშვეს ჩახალიანი, წააქეზეს სხვა სეპარატისტები, ვისაც ეშინოდა და ჩუმად იჯდა, კიდევ საუბარია რუსეთის ინერესზე მოამარაგოს გიუმრის ბაზა, ხოლო იარაღი იქედან ისევე თავისუფლად გამოჟონავს ჯავახეთში, როგორც ის ახალქალაქის ბაზიდან ჟონავდა.. და ვინც ე.წ. "ნაყიდები" იყვნენ, ანუ ემსახურებოდნენ სახელმწიფოს იმიტომ რომ მასში გრძნობდნენ ძალას და პერსპექტივას და არა იმიტომ რომ უცებ საქართველოს პატრიოტები გახსდნენ, ისინიც სწრაფად და ლამაზად ახალი ძალის მხარეს გადავლენ. ჰო და კარგ შემთხვევაში იგივე სიტუაცია იქნება რაც შევარდნაძის დროს... დენთის კასრი, რომელიც როდის აფეთქდება კაციშვილმა არ იცის.. ისე გაგვიმართლა მაშინ რომ არ აფეთქდა ეგ... მანდ იქაური ქართველების წყნარმა ხასიათმაც ითამაშა როლი...
ერთ-ერთი საკითხი რომელსაც შეეხო დისკუსია იყო ვაჰაგან ჩახალიანის გათავისუფლება, რომელსაც ბევრი საუბარი მოყვა.
თუ ვინ არის ვაჰაგან ჩახალიანი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. საკითხის ისტორიას რაც შეეხება - სომხეთში ბიძინას სთხოვეს მისი გათავისუფლება. ბიძინა ჩამოვიდა თუ არა, არც აცია, არც აცხელა და გამოუშვა ეს პიროვნება ციხიდან, მიუხედავად უმცირესობის პროტესტებისა. მადლობა ბესელიას რომ ჩახალიანიც პოლიტპატიმართა სიაში არ ჩასვა.
ვანო მერაბიშვილმა აუდიტორიას აუხსნა თუ რა ძნელი იყო, პოლიტიკურად, ჩახალიანის დაჭერა და რაზე იჯდა იგი ციხეში. პირადად მე ვიზიარებ მერაბიშვილის ნათქვამს არა მხოლოდ იმიტომ რომ პატივს ვცემ მას, არამედ პირველ რიგში იმიტომ რომ, თავად კარგად ვიცი ეგ რეგიონი, იქაური სპეციფიკა და უახლესი ისტორია.
ხშირად მიწევს მანდ ყოფნა და ვიცი ბევრი რამე... ჩემი ბლოგის არქივები ნახეთ, რამდენი მიწერია სამცხე-ჯავახეთზე. რუსული ბაზიდან იმდენი იარაღი გამოდიოდა რომ კალაშნიკოვები იარაღად არ ითვლებოდა, სომხებში ნორმალურ ფასში რა იარაღსაც გინდა იყიდდი იმდენი ჰქონდათ. ჯავახეთში იწვრთნებოდა რაზმები, პატარა აფეთქება რომ მომხდარიყო უკვე მზად იყვნენ პარტიზანული რაზმები ჯავახეთის სომხებისგან. შეიარაღებული და ნავარჯიშევი... რევოლუციის მერე კაი ხანი ვერ ახერხებდა ახალი მთავრობა წესრიგის დამყარებას მანდ. ამის უპირველესი პირობა იყო რუსეთის ბაზის გაყვანა. თორე დიდ გულზე იყვნენ. მერე მოხერხდა მაგათი დაშოშმინება... ყველაზე მყვირალები ჩასვეს, ვისი ყიდვაც შეიძლებოდა იყიდეს. დებილები არ არიან, ხედავდნენ სადაა ძალა და ემორჩილებოდნენ. გუშინდელი სეპარატისტები პოლიციაშიც მიდიოდნენ სამსახუროდ. ისეთი ამბები დატრიალდა ყველა სახლი გაიჩხრიკა, ძველი პულიმოტის ლენტებიც ამოუღეს. არ ვიცი რამდენი იარაღი იქნა ამოღებული მაქედან... ახალგაზრდებში გაიღვიძა ინტერესმა ქართული ენის მიმართ, დაიწყეს სწავლა. ინეგრაციას ხელი გზამაც შეუწყო... და ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილის დამსახურებაა.... ტყუილა არ ვწერ ამას. კარგად ვიცი ის მხარე და მაგიტომ ვწერ. ვიცი იმათი ფსიქოლოგიაც. ეს ის ხალხია ვინც ძლიერს ემორჩილება. შევარდნაძის დროს არ იყო სახელმწიფო, იყო ძლიერი რუსეთის ბაზა და ემორჩილებოდნენ მას. დიდი წვალება დასჭირდა ვანო მერაბიშვილს რომ სახელმწიფოს ძალა ეჩვენებინა მათთვის, და ამით მორჩილება და ინტერესი გამოეწვია. შეიძლება რასაც ვწერ ცუდად ჟღერს, მაგრამ რეალობა ლამაზი არაა ყოველთვის, და ყველა ჩვენი მოქალაქე არაა რაფინირებული მაღალ მატერიებზე მოფიქრალი პიროვნება. იყო პროექტები ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნაზე, ფარავანზე საკურორტო ზონის გაკეთება.. სადღაც მაქვს კიდევაც ვიდეო, სათხილამურო კურორტის პროექტზე... ეს ყველაფერი მათ მეტ ინტეგრაციას გამოიწვევდა...
მაგრამ ასეთი უგუნური პოლიტიკა ისევ აქცევს ჯავახეთს დენთიან კასრად... და როდის აინთება იქ ასანთი არავინ არ იცის. ხოლო ბიძინას უხერხემლო საგარეო პოლიტიკით, ზაქარეიშვილის მარადიული დათმობებით და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგი მოქმედებებით, ამ ყველაფრის ასრულება მხოლოდ დროის საკითხია.... საპასუხოდ კი კობა დავითაშვილი გვთავაზობს დედაქალაქის ახალქალაქში გადატანას....
ამას არ ვწერ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ვინც კი იცის ეგ რეგიონი, ყველა დამეთანხმება.
Comments
Post a Comment