ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია

ბევრი ხმაურია ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციაზე.. განძრახ არაფერს არ ვწერდი ამის შესახებ, რადგან არ ვიცი რა ჯობია, დავუჯეროთ იუნესკოს და დავაკონსერვოთ ის რაც არის თუ აღვადგინოთ.

მაგრამ ის რაც გუშინ წინ ვნახე ბაგრატის ტაძრის ეზოში ამაზრზენია. ამ ფოტოზე ასახულია ტაძრის უკან განავნისკენ არსებული მდელო, სადაც ექსკავატორით ამოთხრილია ეს ორმო. ეს ადგილები სავსეა კულტურული შრეებით და ექსკავატორები კი არა არქეოლოგები უნდა მუშაობდნენ. ფოტოზე ჩანს ორმოს ერთ მხარეს ჩანს კედლის და სახურავის ფრაგმენტი. წითელი გრუნტი სინამდვილეში კრამიტისა და აგურის ნაფშხვენებია. ეს ბაგრატის ტერიტორიაზე არაა ერთადერთი ასეთი ბარბაროსულად მოთხრილი ორმო. ასე ვანდალურად ნადგურდება ბაგრატის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური მასალები...
შადრევნების მოოქროვებას არ ჯობდა მაგ ოქროს ფული არქეოლოგიურ გათხრებზე გაეშვათ???
ვინც არაა გულგრილი, გთხოვთ გააზიაოთ ეს პოსტი.

Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия